აპრილის თვე ბანაკში მშვენიერი ღონისძიებით - უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღით დაიწყო.
რა თქმა უნდა პარტიზანები არა მხოლოდ ხეებზე და ყვავილებზე, არამედ ცხოველებზე და ადამიანებზეც დარდობენ და გული შესტკივათ, აბა გიჟები ხომ არ არიან ამდენი იბრძოლონ.
ღონიძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ჩაუტარდა ტრენინგი, გაშვილდა საყვარელი პატარა ცხოველები და რა თქმა უნდა ბავშვებისთვის გათვალისწინებული გასართობი აქტივობებიც განხორციელდა. ამავე დღეს პარტიზანულ ბანაკში ერევნიდან ჩამოსულ ცხოველთა უფლებადამცველებსაც ვუმასპინძლეთ - ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა.
აპრილის თვე მოგეხსენებათ დარგვებისთვის მშვენიერი პერიოდია, თანაც ოჩოსწიგნებმა შეაგროვეს მაკულატურა (მათ მხარდასაჭერად ბანაკშიც დიდი ყუთი დაიდგა, რომ მსურველებს მოტანათ უსარგებლო ქაღალდები) და აღებული ფულით დარგვების მშვენიერი აქცია შედგა, რომელშიც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ.
ამ პერიოდში სრულიად უცაბედად გახდა ცნობილი ბელინსკის ქუჩის ბოლოში დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, მას შემდეგ რაც იქ მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და კლდის უმოწყალო განადგურება დაიწყეს.
პარტიზანები მთელი ძალებით ცდილობდნენ ამ ამბის შეჩერებას, რაღაც პერიოდი სიტუაცია მიჩუმათდა (თუმცა შემდეგ ისევ აღსდგა და ამას მერე მოგიყვებით)
მიუხედავად 2014 წლის გაზაფხულიდან დაწყებული საარჩევნო კამპანიებისა და დიდი ისტერიებისა, რომელიც თითქოს და ქალაქში სიტუაციის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, არაფერი არ შეცვლილა - ყველაფერი ნადგურდებოდა ჩვეულებრივ!
ბლინსკზე, იქ სადაც მთაწმინდის მთის ძირია უზარმაზარი შენობის აშენების ნებართვა იქნა გაცემული და დაიწყეს ისეთი ადგილის დაზიანება, რომელიც ძალიან არამყარია და საშიშია არსებული მოსახლეობისთვის.
აპრილში იყო ვაკის პარკის მშენებლობასთან დაკავშირებული სასამართლო (პირველი მოსმენა), სიტუაცია დამაიმედებელი არ იყოს ნამდვილად. პროცესი 2 თვით გადაიდო.
ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი სასამართლოც აბსოლუტური კრეტინიზმის ზეიმი აღმოჩნდა. მას მერე პარტიზანები ელოდებიან მორიგ პროცესს, რომელსაც სახელმწიფო წელავს უმიზეზოდ.
აქვე ისევ უნდა აღვნიშნო, რომ პარტიზანებს არასოდეს ავიწყდებოდათ მთავარი იდეა, რამაც გააერთიანა ყველა - დარგვები და ამიტომ ამ პერიოდშიც მშვენიერი დარგვის მინიაქცია მოეწყო დიდუბეში.
შემდეგ ვცადეთ კიდევ ერთი ფლეშმობი მოგვეწყო, მაგრამ ჩავფლავდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეების რაოდენობა არ გვეყო. იდეა იყო მშვენიერი, თუმცა მოგეხსენებათ რომ აქტიური და დაუღალავი პარტიზანების რაოდენობა 50ს უდრის (თითქმის) რაც არ აღმოჩნდა საკმარისი ამ იდეის განსახორციელებლად - არადა როგორი შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო.
უცაბედად მაისიც მოგვეპარა. ამინდებიც გამოვიდა და ბანაკში ყოფნა ბევრად ადვილი და სასიამოვნოც გახდა, ახლა კარავში აღარ იყუჟებოდა არავინ და უფრო ხშირად მზისგულზე იყვნენ პარტიზანები გამოფენილები.
ყველა აქტივობა, რომელიც ამ დღისთვის დაიგეგმა დაკავშირებული იყო მზესუმზირებთან - nail art, პლასტელინისგან ძერწვა, ორიგამის მასტერკლასი და "გვოზძ პრაგრამი" იყო Cup Song-ის მცირე მასტერკლასი.
ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება თუ როგორ იკრიბება საზოგადოება დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. თანაც მხოლოდ უფროსები კი არა, არამედ პატარებიც რომ მშვენივრად ატარებენ დროს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ზუსტად ასეთი ბედნიერი წუთებისთვისაა აუცილებელი სარეკრეაციო ზონები, ზუსტად პატარებისთვისაა მნიშვნელოვანი ჯანმრთელი გარემო და რაც მთავარია ნორმალურად აღზრდილი თაობა (რომელსაც ესმის გარემოს არდაბინძურების მნიშვნელობა და იცის რა უნდა და როგორ მიიღოს) არის გარანტია იმისა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო ტრაკისაკენ არ წავა.
ამ ყველაფრის პარალელურად ისევ აცნობებდნენ პარტიზანებს (ფეისბუქ გვერდისა თუ სხვა ხერხების გამოყენებით) რომ ქალაქში სხვადასხვა ადგილებში ვანდალურად ნადგურდებოდა მწვანე საფარი. ასეთი ადგილი გვეგონა თავიდან აგრარულის ტერიტორიაც, რომელზეც საკმაოდ დიდი ალვის ხეები მოიჭრა, თუმცა მას შემდეგ რაც სიტუაციაში გავერკვიეთ და ყველაფერი დავაზუსტეთ აღმოვაჩინეთ, რომ მართლაც გაფუღუროებულ და ცუდ ხეებს ჭრიდნენ, რაც კარგია თავისთავად. უსარგებლო და სფართხის შემცველი ხეების შენარჩუნება არაა ჯანმრთელი იდეა - მათ მაგივრად ახალი და ლამაზი, მყარტანიანი ხეები უნდა დაირგას, უდაოდ.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ პერიოდში ისევ გაცოცხლდა ბელინსკის მშენებლობა, კარგია, რომ ნატა იქვე ახლოს ცხოვრობს და სწრაფად ვიგებდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას აკეთებდნენ, იყო მშენებლობის შეჩერების მცდელობებიც.
ამ მომენტისთვისაც კი, ქალაქში სიტუაცია სავალალოა, სადაც კი რამე ხელშეუხებელ ადგილს ან გამწვანებულ ტერიტორიას ნახავენ, ისე ემართებათ როგორც ხარს წითელი ალმის დანახვისას, იმ წამსვე უნდა დანგრიონ, გაჩეხონ გაანადგურონ.
ზუსტად ასე ვიღაცამ დაინახა მირზა შაფის ქუჩა და გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო.
ქუჩას ვინ ჩივის და მის თავზე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაა სადაც უნიკალური ნარგავებია დაცული, ხოლო ზუსტად კლდის კიდეზე კი ბოტანიკური ბაღის მეყვავილეობის საცდელი საკოლექციო მეურნეობა, რომლის დიდი ნაწილიც მავთულხლართით შემოღობილი აღმოჩნდა ინვესტორის მიერ.
ეს რა არის და კუს ტბის გზაზე (სადაც ადრე ციყვების მაგივრად რესტორნის მშენებლობა დაიწყო და ახლა რაღაც ხრონგი დგას) კიდევ ერთი ტერიტორია შემოღობეს (რომელიც დღემდე შემოღობილია და შიგნით ხეებს ჩუმად წვავენ, რომ მერე მოჭრა ნებადართული იყოს).
ეს რა არის და კუს ტბის გზაზე (სადაც ადრე ციყვების მაგივრად რესტორნის მშენებლობა დაიწყო და ახლა რაღაც ხრონგი დგას) კიდევ ერთი ტერიტორია შემოღობეს (რომელიც დღემდე შემოღობილია და შიგნით ხეებს ჩუმად წვავენ, რომ მერე მოჭრა ნებადართული იყოს).
ეს არ გამორჩენიათ პარტიზანებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იქაც გაშლილიყო კიდევ ერთი კარავი, თუმცა იმის გამო, რომ ადამიანური რესურსი არც ისე დიდია იქ პერიოდული მორიგეობები უნდა ყოფილიყო.
სამწუხაროდ სულ ცოტა ხნით, ეულად დატოვებული კარავი ადგილზე აღარ დაგვიხვდა, შესაბამისად იმ ადგილის გასამაგრებლად სხვა ხერხები უნდა გვეძებნა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა იქ ჯერ არაფერი ხდება, შემოღობილის შიგნით არსებულ ნარგავებს ძალიან ცუდი ბედი ადგათ.
სხვათაშორის მხოლოდ მსხვილმერქნიანი რამეები კი არ გვიყვარს, ყვავილებიც ჩვენი სისუსტეა, ზუსტად ამიტომ პარტიზანი მებაღეები მაისის თვის ბოლოს ყვავილების ფესტივალის მონაწილეებიც გავხდით.
ულამაზესი და უმშვენიერესი მცენარეები ჩვენმა ბრგე მამრებმა მოიტანეს რკინის რიგში, შემდეგ კი ყველამ ერთად ლამაზად გავანაწილეთ დახლზე.
თავიდან ვაჭრობა მთლად კარგად ვერ მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ყველას ვაგებინებდით თუ რაში დაიხარჯებოდა შემოსული ფული, დიდი სიამოვნებითაც კი ყიდულობდნენ ჩვენს ლამაზობებს.
ნუ რა თქმა უნდა ხინკლისსაჭმელად არ ვაგროვებდით ფულს (თუმცა ხინკალიც გვიყვარს კი ), ახალი ნერგები და ხელსაწყოები იყო საჭირო მომავალი დარგვებისთვის.
ზაფხულის დასაწყისში საარჩევნო ისტერიაც გამძაფრდა და რა თქმა უნდა დავიწყეთ საარჩევნო პროგრამების თვალის დევნება, აბა ხომ უნდა გვცოდნოდა რა საჩუქარი შეიძლება "გვრგებოდა წილად" ახალი მერის სახით.
ფეისბუქზე სპეციალურად შეგროვდა კანდიდატების გამოხმაურებები ვაკის პარკსა და ზოგადად მწვანე საფარის შესახებ.
მინდა შეგახსენოთ, რომ სიტყვები ისევე დარჩნენ ასოების ერთობლიობად როგორც იყვნენ და დღემდე საქმეს პირი არ უჩანს.
არადა ადამიანი სულ ეჭვებში ხომ არ იქნები? როდესღაც ხომ უნდა ენდო ვინმეს? ხომ უნდა გქონდეს რამის იმედი, სულ მცირესი მაინც? მაგრამ აბა ჰა ვინ გაცლის.
ყოველი ახალი არჩევნები და ახალი ხელისუფლება კიდევ ერთი და კიდევ უფრო ცივი წყლის ჭავლივითაა, რომელიც თან გვაშფოთებს მაგრამ საბოლოოდ ვერა და ვერ გამოგვაფხიზლა, რომ ხმა ამოვიღოთ ერთხელ და სამუდამოდ და ძააააააააალიან მკაცრად განვსაზღვროთ რა ემუქრებათ მათ ვისაც ჰკიდია ქვეყანა, ქალაქი და ხალხი!
19 ივნისს დიდი ველო-მსვლელობა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც პარტიზანებმა პეტიციები დაარიგეს (6000 ხელმოწერიანი დოკუმენტი) სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში:
1. პრემიერ-მინისტრი (ინგოროყვას #7)
2. საკრებულოს თავმჯდომარე (ლერმონტოვის ქუჩა #10)
3. ეკონომიკის და მდგრადი განვითარებსი მინისტრი (ჭანტურიას ქუჩა #12)
4.გარემოსა და ბუნებრივი რესურსებსი დაცვის მინისტრი (გულუას ქუჩა #6)
5. მთავარი პროკურორი (გორგასალის ქუჩა #24)
6. პრეზიდენტი (ავლაბრის რეზიდენცია)
2. საკრებულოს თავმჯდომარე (ლერმონტოვის ქუჩა #10)
3. ეკონომიკის და მდგრადი განვითარებსი მინისტრი (ჭანტურიას ქუჩა #12)
4.გარემოსა და ბუნებრივი რესურსებსი დაცვის მინისტრი (გულუას ქუჩა #6)
5. მთავარი პროკურორი (გორგასალის ქუჩა #24)
6. პრეზიდენტი (ავლაბრის რეზიდენცია)
მაგრამ ხომ გაგიგონიათ - ააფრინე ალალიიო? - ზუსტად ასე რა, ზოგგან საერთოდ არც განიხილეს, ზოგიდან კი ისევ მერიაში გადაამისამართეს პეტიციები. მერიაში კი მოგეხსენებათ ამ პეტიციის ერთი ეგზემპლარი ფლეშმობის ფონზე რომ ჩავაბარეთ, მაგრამ სულ უშედეგოდ.
ახლა ამას როდესაც ვწერ ვხვები და მესმის ადამიანებისა, რომლებსაც ხელი აქვთ ჩაქნეული და რაღაც დონეზე უკვე მოუმწიფდათ აზრი საქართველოდან წასვლაზე ან შეგუებაზე. ნამდვილად ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ერთი პატარა ნამცეცი ხარ, რომელსაც უცებ გადაფერთხავენ, მაგრამ მაინც მგონია რომ ყველა ნამცეცი თუ უცებ თავს აწევს და გამოფხიზლდება დიდ გუნდად შესძლებს შეკვრას.
მესმის ადამიანების ვისაც იმედი აქვს გაცრუებული და გულიც აღარ შესტკივა, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ შეხედონ ყველაფერს სხვა თვალით, დაგვინახონ ჩვენ და ისევ გაუჩნდეთ ცვლილებისა და მოქმედების მუღამი!
როდისმე ხომ უნდა შეიცვალოს ყველაფერი, ხოლო თუ ყველამ ხელი ჩავიქნიეთ რაღა გამოვა?
ივნისის თვე მაინც ძალიან ომახიანად და კარგ ტალღაზე ჩავამთავრეთ პარტიზანებმა.
ჯერ იყო და გურამ წიბახაშილის გამოფენა გვქონდა ვაკის პარკში, რომლის შემდეგაც რეზო კიკნაძის მიერ შესრულებული მშვენიერი კომპოზიციები მოვისმინეთ,
ხოლო 30 რიცხვში კი ზურა ბაქრაძემ ყველა დაინტერესებული პირისთვის ქალაქგეგმარების შესახებ ლექცია ჩაატარა.
ისევ და ისევ მთავარია კარგი გეგმა და იდეები, შემდეგ კი სწორი განხორციელება.
ყველაფერი შესაძლებელია! ყველაფერი გამოვა!
1 Comments
ესეთი საინტერესო პოსტების სერია იშვიათია, თურმე რამდენი რამე ხდებოდა. აუცილებლად უნდა დაგეწერა ეს ყველაფერი და მინდა კიდევ, დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა, ისიც მინდა, რომ გამარჯვებულები გამოხვიდეთ ამ ბანაკიდან. ერთი მიზანი მაინც რომ მივაღწიოთ, რამხელა ბედნიერება იქნება, რომ ეს ყველაფერი არ იყო ტყუილი ლოდინი და წვალება...
ReplyDeleteგუშინწინ აქციაზე ისეთი კარგი იყო, მხიარულობდი, დაღლილმა ვეღარ მოგინახულე და შორიდან მოგესალმე გულით :დ <3
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!