Dec 16, 2019

ბიო საწვავი რადიაქტიული გამოსხივებით


თვალებს ძლივს ვახელ, ძააალიან მძიმედ ვგრძნობ თავს.
არადა თითქოს გუშინ არც დამილევია და ადრეც დავიძინე.
რა ჯანდაბაა? ყველაფერი მტკივა და ვბჟუი.

საწოლიდან ფეხებს ქვემოთ ვყრი და ვცდილობ თავი ავწიო. საწოლზე ვჯდები და გული მერევა.

ოთახში რაღაც ისე არ არის. ფარდები მიკიდია, მაგრამ თეთრი ნათება თვალს მჭრის.
აშკარად რაღაც პრობლემა მაქვს და ვერ ვხვდები. 

საათს ვუყურებ და ვხვდები მაგვიანდება, ფართხაფურთხით ვიცვამ და გავდივარ.


რა ჭირს დღეს განათებას გარეთ? სათვალეშიც კი თვალს მჭრის, არადა ჯერ სადარბაზოდან არ გავსულვარ....


ვაააჰ.... ეს სად? რა ყლეობა ხდება? მძინავს ნიუჟელი?  ჩემი ჭკუა ვატირე, რა ხდება?
არ მჯერა მე სამოთხეების და რაღაც ყლეობების....

სასწრაფოდ ვიღებ ტელეფონს და ვუყურებ. კი ნამდვილად 2020 წელია, სამშაბათი, დილა 8:32...
აბა ეს რა ყლეობა ხდება? სად გავმაზე ყველაფერი?

ეერთი წუთი, ახლა ვმობილიზდე უნდა.
ესეიგი, პარალელური სამყაროების მე არ მჯერა, მკვდარი ვიყო მეეჭვება თან სამოთხისაც არ მჯერა, კომაში ვარ და არ მახსოვს ვითომ? ეგ ვარიანტია, მაგრამ ტანს რომ ვგრძნობ?

კაი, ფილმები ხო ნანახი მაქვს? ხო ვიცი როგორც ხდება ხოლმე? აი მოდი მეც ეგრე მოვიქცევი....

პირველივე შემხვედრს მოწიწებით მივუახლოვდი და ინგლისურად გამოველაპარაკე....
მიპასუხა. ესეიგი ან ჩემი ტვინი მუშაობს კომაში დიდებულად, ან რეალობაში ვარ და რაღაცას ვერ ხვდები ან პრინციპში ვერ ვხვდები ყველაზე ზუსტად ეპასუხება ჩემს ემოციებს ახლა.

გამვლელს ინგლისურად ვეკითხები დროს და დღეს. ჩემს მობილურს ემთხვევა. მეტს ვეღარ ვასწრებ, ჩქარი ნაბიჯით მშორდება.
ხარააშოოო....
გარეშემო ვიყურები, ყველაფერი რაღაცნაირად ელავს და ანათებს. აგერ გაზეთების ჯიხური დგას, მოდი მივალ ვნახავ რა ხდება და რას ყიდიან. 
ჯიხურში არავინ არ არის, გაზეთები პირდაპირ ღიად აწყვია, გამყიდველის გარეშე.

ნეტა როგორ უნდა ვიყიდო ან რა ღირს? იმდენი ხანია გაზეთი არ მიყიდია ფასებიც აღარ ვიცი, პრინციპში ბებიას გარდაცვალების შემდეგ საერთოდ არ მიყიდია, ეს კი დიდი ხნის წინ იყო.

ვდგევარ ცოტა ლენჩივით და უცებგამინათდა გონება - რა მნიშვნელობა აქვს რა ღირს, დავდებ რამე კუპიურას და ავიღებ გაზეთს.

ვიქექები ჯიბეებში, კაპიკი ფული არ მაქვს, ფულს ვინ ჩივის და რატომღაც საფულეც არ მაქვს, არადა სახლში ვითომ ყველაფერი ავკრიფე რაც თან უნდა მქონოდა...

ამ დროს ვიღაცამ ძალიან ფრთხილად დამადო მხარზე ხელი. შევხტი და ინსტიქტურად გვერდით გავიწიე. მაღალმა, ფუმფულა კაცმა გამიღიმა, მაჯა აიქნია ჯიხურზე მიმაგრებულ პატარა ტაბლოსთან, რაღაცამ დაიწკაპუნა, შემდეგ ამ კაცმა აარჩია გაზეთები და წავიდა. 

ჰმ, ფული არ გადაუხდია... ესეიგი ჩიპი უდგას? აჰამ ესეიგი მომავალში ვარ?
მაიცაააა.... დროში მოგზაურობისაც რო არ მჯერა? უფრო სწორად ახუიწელნი იდეაა, მაგრამ შეუძლებელი.... მარა კაი მაიცა მეც ვცდი აბა.

დაახლოებით 10 წუთი ვიქნიე ორივე ხელი, ორივე ფეხი, თავი და ვიხტუნე კიდეც ტაბლოს წინ, მაგრამ არაფერი. ვერც დავწკაპუნდი და მოკლედ, მგონი გაფუჭებული ვარ.

ამიტომ გაზეთიც არ ამიღია, უბრალოდ ჩავხედე რა თარიღი და სათაურები ეწერა პირველ გვერდზე...
ნეეტა არ ჩამეხედა, საერთოდ ვერაფერს ვხვდები. მართლა ჰოლივუდურ ფილმში ხო არ ვარ დედამოტყნული, არ მჯერა ეგეთი რამეების, არადა ყველაფერი ეგეთი სცენარით ხდება.... შიგ ხო არ მაქვს?

გაზეთს ეწერა დღევანდელი თარიღი (კიდევ კაი ეგ მაინც ემთხვევა ყველაჯერ) და შემდეგ სათაურები:
"გრაგანში პრეზიდენტად სამსუნგის ჭკვიანი მაცივარი აირჩა."
"წინა მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის შენობა მთლიანად შეჭამა"


სადააა? ეგ რა ადგილია? 32 აქ ვცხოვრობ და ეს სახელი ნაღდადპირველად მესმის. ეგეთი ადგილი საერთოდ არ არსებობს.....

აშკარად უნდა ჩამოვჯდე თორე ამდენის გადატანა არ შემიძლია.
მიმოვიხედე, არც ერთი სკამი არ დგას გარშემო. ტრაკსაც ვერაფერზე ჩამოდებ ტროტუარის გარდა. რა ვქნა, ჩამოვჯდე უნდა სანამ დავეცი.

ტროტუარზე ჩამოჯდომა ვერ მოვასწარი რომ რაღაც დებილობა აპარატი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემი ბავშვობის მფრინავი თეფშის ნახატებს მომვარდა. ჯერ რაღაც მყრალი სითხე შემომასასხა, მერე პატარა ჯაგრისი გამოყო და გადამაძრო კანი ფეხზე და ბოლოს რაღაც სველი ხელსახოცის მაგვარი ტილოთი დამიპრიალა ფეხი.

სანამ აყვირება და წამოხტომა მოვასწარი ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა და ჩემს გარშემო ბზრიალებდა.

რა ჯანდაბაა მართლა და მართლა. ასე მგონია აზიმოვის წიგნში ჩავვარდი და გასასვლელს ვერ ვპოულობ....


უეჭველი რაღაც დამემართა და ახლა ჩემს ყველაზე უცნაური განცდებს და ფიქრებს გავდივარ, აბა ასე ერთ ღამეში რანაირად შეიცვლებოდა ყველაფერი.

აა უი მაიცა, მართლა ვნახო აბა ბოლო ფოტოები, იქნება მართლა გამოტოვებული მაქვს რაღაც პერიოდი...

მააგარი უიმედო აღმოჩნდა მობილურში ქექვა, კიდევ უფრო გამიმყარდა იმის რწმენა რომ არაფერი არ გამომიტოვებია, გუშინ იყო გუშინ და დღეს ამ ყველაფერში გავიღვიძე.

ისე ხალხი რატომ არ მოძრაობს აქტიურად? ან რატომ ქვია ჩემს ქალაქს რაღაც უცნაური სახელი? იქნებ საგიჟეში ვარ და ტრანკვილიზატორების ქვეშ მელანდება ეს ყველაფერი?

მარა იქ რანაირად მოვხვდებოდი, არანაირი წინაპირობა არ იყო ამ ყველაფრის...
ამ დროს ვერც მივხვდი როგორ დავიწყე უმისამართო ბოდიალი....

ქალაქი ჩემია ნამდვილად, ყველა ნაცნობი შენობა თავის ადგილას დგას, მაგრამ ნაგვის  ყუთები სად გაქრა? ერთი ცალიც კი არ დგას? ნიუჟელი ნუტელას ქილიანად ვჭამთ უკვე? 

ან ტრანსპორტი რამ ჩაყლაპა? ან ეს უცნაური სირენა საიდან ისმის?
ან ცა რატომ ელავს ასე გიჟურად? 

სანამ ამ ფიქრებში ვიყავი ვიღაც ტიპი გამოჩნდა ჰორიზონტზე. უცხოელის თამაში აღარ დამიწყია პირდაპირ ვეცი:

- სად ვართ? 
- უუკაცრავად?
- ამ ადგილს რა ქვია ადგილს? სად ვარ?
- გრაგანში, 43°20'47.4"N 34°18'36.0"E
უცებ ვერ მივხვდი რა ციფრები ჩამოარაკრაკა სანამ პოლუსები არ დააყოლა
რაა ჯანდაბად მინდა კოორდინატები? ან როდიდან იცის ვიღაცმ საკუთარი ქალაქის კოორდინატები? ეს უცხოპლანეტელი ვინღაა?
- კი მაგრამ.... ისა ქვეყანა? ქვეყნის სახელი მითხარი...
ცოტა ხმამაღლა მომივიდა ეს, ისედაც ძალიან კატეგორიული ტონი მქონდა და მე მგონი სულ დავაფრთხე.
- ისა უკაცრავად, უნდა წავიდე, მეჩქარება 
- ქვეყანა მითხარი და აღარ შეგაწუხებთ (გაღიმებას და დამშვიდებას ვცდილობ)
- უკაცრავად თქვენი კითხვის შინაარსს ვერ ვხვდები... ქვეყანა არ ვიცი სად მდებარეობს.
- რაა? რა ქვეყანა სად მდებარეობს... ეს ქალაქი რომელ ქვეყანაშია კაცო? რა ქვია ქვეყანას სადაც ვართ? რომელიც ქვეყნიდან ხარ შენ? 
ვერაფრით ვერ გავიგე რატომ ვერ გაიგო რას ვეკითხები, რამე რთული ხომ არ მიკითხავს არა? 
- ეგ იცით, ისა იქნებ პოლიციას მიმართოთ, არ ვიცი რას ეძებთ მაგრამ ისინი დაგეხმარებიან....
და უკანმოუხედავად გაიქცა, ვერც ახალი კითხვა დავუსვი, ვერც მადლობა გადავუხადე, მაგრამ ეგ ნაკლებად მადარდებდა.
რა ჯანდაბაა? სიტყვებაც შეიცვალა მნიშვნელობა თუ იქნებ გაუგებრად გამოვთქვამ და დიალექტი შეიცვალა ან არ ვიცი სიტყვამ აზრი დაკარგა?

სიტყვამ აზრი დაკარგა, სიტყვამ აზრი დაკარგა, სიტყვამ აზრი დაკარგა - ამან ისე ხმამაღლა გაიჟღერა ჩემს თავში რომ თვალებში დამიბნელდა.
აკი სულ მაგას ვჩიოდი საზღვრები და ეროვნული იდენტობა გაქრესთქო და ....

კააააიიიი, ახლა ძაააან დაგიცურდა.... ამაზე ფიქრი მალე შევწყვიტე და ისევ ფილმებში აქტიურად გამოყენებულ სცენარზე ფიქრს დავუბრუნდი.

ესეიგი, თუ რამე კანონს დავარღვევ უეჭველად უნდა დამიჭირონ ხო? რაც არ შეიძლება იმაზე უნდა დამსაჯონ. თუ არც საფულე მაქვს და არც სხვა დოკუმენტი ესეიგი უნდა დამკითხონ, თუ უნდა დამკითხონ გავარკვევ....

ფეხი ისეთი ძალით წამოვარტყი რაღაცას, რომ თვალებიდან გარე განათებაზე უფრო კაშკაშა ნაპერწკლები წამცვივდა.

ფუ შენი.... ამდენი მკვდარი, გამხმარი ვირთხა ერთად საიდან მოვიდა.
ტფუ, რატომ არ ალაგებენ ამ ქალაქს ვერ გავიგე. ეგ კი აშკარად არ შეცვლილა.
ეგ კაი, მარა რამდენი ხანი უნდა ეყარონ მკვდარი ვირთხები ერთ ადგილას რომ გაქვავებულიყვნენ?

იქნებ რამეზე დაამუშავეს და საწამლავმა ქნა, ფუ ჯობია უკან გავიწიო რამე არ ავიკიდო, ისედაც უკვე ძააან მეეჭვება რომ ჯანმრთელად ვარ.

ასე უკუსვლით გავიარე ნახევარი ქუჩა და კაკ რაზ მაშინ გავიხედე ზურგს უკან როცა საჭირო იყო.
მოვსულვარ, ეროვნული ბანკის ისტორიული შენობა. აახლა გავერთობით.

თავი ჰოლივუდური ფილმის მთავარ გმირად წარმოვიდგინე და ცოტა მენჯებიდან ამოვარდნით დავიწყე მსვლელობა შესასვლელისკენ, დასანანია რომ ჩემს უკან არაფერი აფეთქებულა.

ეს რაღაა? ბიჯო მართლა დამენძრა? ნიუჟელი მართლა ჩემი ტვინი აგენერირებს ამ ყლეობებს და თან არსაიდან, არსაიდან რა და რაღაცაში ვარ აშკარად, პროსტა ეგეთი არასოდეს არაფერი მიმიღია თორე ხო ვიცნობდი პონტს.

ბანკის კარები რაღაცნაირად შეწებებულია თუ მიმდნარია, თუ რაღაც ჭირს,, ვერც ვხვდები წესიერად რა...
ხელი მოვკიდო, არ მოვკიდო? საშიშია თუ არაა საშიში....

ამ ფიქრებში უცებ გამანათა მაგრად:
ახლა უყურე, თუ ცოცხალი ვარ და ეს ყველაფერი მოჩვენებებია მაშინ რაც გინდა ვაკეთო აზრი არ აქვს, ვერაფრის ახსნას ვერ ვიპოვი, ტვინი სულ რამე ყლეობას დააგენერირებს და ვივლი ასე წინ და უკან.
თუ ისე აღმოჩნდა რომ მკვდარივარ კიდევ უარესი და მგონი, რომ საერთოდ ვარიანტი არაა აქედან გაღწევის,  ჩაკეტილი წრე იქნება.

მოკლედ, ახლა უნდა მოვკვდე და გავიგებ.
საიდან მოვიტანე ასეთი თავდაჯერებულობა იმასთან დაკავშირებით რომ ეს ხერხი უეჭველად მუშაა - არ ვიცი.

თუ მოვკვდი და მართლა მოვკვდი და მეტკინა ესეიგი ცოცხალი ვარ და თუ ვერ მოვკვდი და არც მეტკინა ესეიგი მკვდარი ვარ, მარა მაგ შემთხვევაში რაღაც არ გამოდის ეგრე ზუსტად ეგ....

აუ ტვინი მომეტყნა, დავაი რამე ბასრი ვიჩალიჩო - მუცელში გავიყრი ეგრევე.
თუ ჩემს მობილურს დავუჯერებთ 1 საათი ვეძებე საკაიფო ბასრი საგანი და ბოლოს როგორც იქნა, არსაიდან მოსული "ლობზიკი" ვიპოვე.
ლობზიკი დეფ, ლობზიკი.

ეს მუცელში როგორ გავიყარო? რა დებილობაა? აი რანაირად ხდება რომ ამ აბსურდულ სამყაროში დანა ვერ ვიპოვე? გამოდის ცოცხალი ვარ და ტვინი მეწინააღმდეგება და თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩამერთო? 

განა მჯერა?
ხარაშიოო, ვენებს გადავიხსნი მაშინ.
ტაკ, ესეიგი ღრმად ჩავისუნთქავ და დავისვამ ახლა..

ერთი 5-ჯერ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, თავბრუც დამეხვა, მარა ხელზე ხერხის გადატარება ვერაფრით მოვახერხე.

დებილი ვარ მგონი რა, არ მჯერა რომ რეალობაში ვარ და თან ლობზიკიც ვერ გადამისვია ხელზე?

კაი ახლა ვსო ჩავისუნთქავ და ....
გადავიტარე და ეგეთი ტკივილი ცხოვრებაში არ განმიცდია, წამოვხტი და კივილით გავიქეცი, გავიქეცი თვალდახუჭული მგონი, რადგან უცებ რაღაც ძალიან ცივს და მეტალისას დავეტაკე....
დდშვც.
____________________________

თვალებს ძლივს ვახელ, ძააალიან მძიმედ ვგრძნობ თავს.
არადა თითქოს გუშინ არც დამილევია და ადრეც დავიძინე.
რა ჯანდაბაა? ყველაფერი მტკივა და ვბჟუი. რატო ცივა ოთახში ასე? არც ზამთარია და არც ფანჯარა დამიტოვებია ღია.... 
____________________________

ქალაქ გრაგანს რადიაციულმა ტალღამ გადაურა. ევაკუაცია ვერ მოესწრო. ნაპოვნია 1 გადარჩენილი. 
ობიექტი კონტაქტურია, აღიქვამს ცოცხალ არსებებს მაგრამ არეულია დროსა და სივრცეში. ვერ აღიქვამს მდებარეობას და დაკარგული აქვს რეალობასთან კავშირი. პერიოდულად ისტერიული შეტევები აქვს და გაუჩერებლად ღრიალებს... მიდრეკილია თვითდესტრუქციისკენ.


______________________________
ობიექტი უსარგებლოა სამომავლო განვითარებისთვის.
მოათავსეთ ბიო საწვავის მარაგის მოდულში. 





















Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!

Whatsapp Button works on Mobile Device only

Start typing and press Enter to search