პირადი ჰიგიენის საშუალებებში ძალიან ხშირად არის ინგრდიენტები რომელიც იწვევს რყევებს ენდოკრინულ სისტემაში და შესაბამისად ზრდის კიბოს რისკს.
ასეთებია მაგალითად ფტალატები და პარაბენები .
პარაბენი შედის მაკიაჟის თმის მოვლის საშუალებებში,მას შეიცავს კანის დამატენიანებელი კრემებიც.
პარაბენები კანის გავლით ორგანიზმში მარტივად ხდება და იქცევა როგორც ესტროგენი,რაც ხანდახან შესაძლოა ჰორმონგრძნობიარე მკერდის კიბოს ზრდის მიზეზი გახდეს.
ფტალატები პირიქით მოქმედებს - ის ხელს უშლის ან სრულიად ანადგურებს ჰორმონებს. ორგანიზმში მოხვედრისას ურევს ჰორმონალურ ბალანსს და აფერხებს ესტროგენის და ტესტოსტერონის ნორმალურ ინტერაქციას.
საქართველოზე მონაცემი იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ჰიგიენურ საშუალებას იყენებენ ქალები ყოველდღიურად არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მსოფლიო მაჩვენებლბს არ ჩამოვრჩებით, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რა რაოდენობით შემოდის დაბალი ხარისხის პროდუქცია შესაძლოა უფრო სავალალო იყოს შედეგები ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია.
ჩვენს ქვეყანაში ტემპერატურაც სეზონებად ცვალებადია, გვაქვს ზაფხულის და ზამთრის კურორტები, სადაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად მზის სხივებისგან ჰიგიენური საშუალებებით თავის დაცვა და მოკლედ, გარემოც გვიბიძგებს, რომ 1001 საშუალება იმპულსურად შევიძინოთ და გამოვიყენოთ დაუყოვნებლად.
საერთაშორისო კიბოს კვლევის ინსტიტუტი (IARC) და ამერიკის ტოქსიკოლოგიის პროგრამა (NTP) აქტიურად იკვლევს საშიშ ნივთიერებებს და ავლენს კანცეროგენებს.
მართალია ყველა ინგრედიენტი არაა ცალსახად სიმსივნის გამომწვევი, მაგრამ მკვეთრად ზრდის რისკებს. ზოგი ერთჯერადი გამოყენებისასაც უკვე ძალიან საშიშია, ზოგი ხანგრძლივი გამოყენების მერე ტოვებს ეფექტს და მაინც ღირს კი გარისკვად?
რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზე გავლენა აქვს კვებასა და გარემოსაც ზოგადად, თუმცა თავის მოვლის საშუალებებში შემავალ საშიში ინგრედიენტების წილს დიდად ვერ აჭარბებს.
დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ორგანიზმი ათასობით უჯრედი წარმოიშვება ყოველდღიურად. იმუნიტეტი უჯრედების იდენტიფიკაციას ახდენს და ის უჯრედები რომლებიც ატიპურია ან უკონტროლოდ იზრდება უნდა გაანადგუროს ან გამოდევნოს.
ახლა წარმოიდგინეთ რომ იმუნიტეტს აქვს კონკრეტული რესურსი ამ დროს კი ჩვენ გარედან ვუმატებთ ათასნაირ საშიშ ინგრედიენტს, კანცეროგენებს და ზოგადად არაჯანსაღ გარემოში ვცხოვრობთ . ასეთ დროს დიდია ალბათობა, რომ იმუნიტეტი ვეღარ აღიქვამს და შეიძლება გამოტოვოს ატიპიურად ზრდადი უჯრედები, რომლებიც შემდეგ არც ისე კარგ რამეებში გადაიზრდება ხოლმე - ძირითადად სიმსივნეში.
ვარაუდობენ, რომ ჩვენს იმუნიტეტს გააჩნია ამოწურვადი რესურსი T უჯრედების, ტე ლიმფოციტების სახით.
ეს უჯრედები ატარებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევენ არასასურველ თავდამსხმელებს, პოტენციურად საშიშ უჯრედებს ჩვენს ორგანიზმში და შემდეგ მაკროფაგებს გეშავენ საფრთხესთან საბრძოლველად.
გარდა იმისა, რომ არსებობს ცალსახა საშიში ინგრედიენტები და ქიმიური შენაერთები, თავის მოვლის საშუალებებში გვხვდება ისეთი რაღაცეები რაც არ არის გაცხადებული როგორც საშიში, მაგრამ ამ ნივთიერებების მუშაობის პრინციპი არც ისე სასარგებლო და კარგია როგორც ამას აქამდე გვაწვდიდნენ .
ასეთ ინგრედიენტებს მიეკუთვნება გლიცერინი.
ის ახდენს ტენის მობილიზაციას როგორც გარემოდან, ისე თქვენი კანის ქვედა ფენებიდან და ამის ხარჯზე ატენიანებს ზედა ფენას. ერთის მხრივ სწრაფი ეფექტი სასიამოვნო და კარგია, მაგრამ თქვენი კანის ქვედა ფენები შრება და როდესაც ისინი ზემოთ მოიწევს მკვდარი კანის მაგიერ, ისევ ისეთივე მშრალი ზედაპირი გვრჩება, იმის მაგივრად რომ შენარჩუნებული ჰქონდეს ტეინი და იყოს რბილი.
ასეთივე სიტუაციაა ფტორთან დაკავშირებით მაშინ როდესაც 1998-2006 წლებში პროფესორმა სამუელ ეფშტეინმა, ის იყო მეცნიერი რომელიც და აქტიურად იბრძოდა უსაფრთხო სამომხმარებლო პროდუქტებისთვის, წამოიწყო ბრძოლა და “პროქტერ ენდ გემბელი”დაადანაშაულა იმაში, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ფტორი ჰქონდა მათ კბილის პასტებს (სუპერ გათეთრების ეფექტი) ამაზე მთელი ამბავი ატყდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაშინ დაადასტურა, რომ სწორი გამოყენება ერთის მხრივ კი კარგია კბილებისთვისო, მაგრამ ცოტა თუ გადაამეტე ცუდიაო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაშინ დაადასტურა, რომ სწორი გამოყენება ერთის მხრივ კი კარგია კბილებისთვისო, მაგრამ ცოტა თუ გადაამეტე ცუდიაო.
მოკლედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პოზიცია რამდენჯერმე უცნაურად შეიცვალა, თუმცა ჯამურად ცხოვრების განმავლობაში მიღებული რაოდენობა გამოდის საშიში და არსებობს გვერდითი ეფექტები, მტკიცდება რომ არც ისეთი უსაფრთხოა როგორც ამას გვეუბნებიან.
თურმე ხდება ისეც რომ ფტორს წყალშიც ამატებენ, რძეშიც და მოკლეთ აუცილებლად უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია იმაზე თუ რას ვისვამთ, ვისხამთ ან ვჭამთ ცხოვრებაში.
კიდევ ერთი ინგრედიენტი, რომელიც კანადამ გლიცერინთან ერთად ასევე აკრძალა არის - რძემჟავა / რძის მჟავა (lactyc acid). ის გვხვდება ყველანაირი სახით, თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებში, თუმცა ინგრედიენტი არ არის ცალსახად საშიშ სახეობად გამოცხადებული.
ბევრ ქიმიურ ელემენტსა და ინგრედიენტზე არ არსებობს დიდი მასშტაბის კვლევები, ხოლო მცირე შერჩევისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები არასაკმარისად ითვლება, თუმცა მე მაინც გირჩევდით ყურადღებით ყოფნას.
საშიში მინარევების TOP ინგრედიენტების ჩამონათვალი ამოუწურავია ამიტომ გირჩევთ რომ ძალიან ყურადღებით შეარჩიოთ თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებები.
ნუ გამოიყენებთ ნურაფერს რასაც არ აწერია შემადგენლობა და ამასთანაე ცნობილი ბრენდის საშუალება არაა მისი უსაფრთხოობის გარანტი.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საშიში ინგრიდიენტები და პროდუქტები, მეცნიერები და ექიმები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:
- აუცილებლად წავიკითხოთ ყველა პროდუქტის ეტიკეტი და კარგად გავეცნოთ გვერდით ეფექტებსა თუ მათი მოქმედების პრინციპებს.
- ნუ გადავყრით ორიგინალ შეფუთვებსა და ყუთებს, იმისთვის რომ საჭირო დროს ხელახლა მოვახერხოთ ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციაზე გადახედვა.
- ნურასოდეს მოათავსებთ თავის მოვლის და სახლის სადეზინფექციო საშუალებებს საკვებისთვის განკუთვნილ / სამზარეულოს კონტეინერებში.
- ნუ აურევთ სხვადასხვა საშუალებას თვითნებურად თუ ეს არ არის მითითებული შეფუთვაზე. შესაძლოა გამოიწვიოთ საშიში ქიმიური რეაქციები, მაშინაც კი თუ ეს სხვადასხვა ბრენდის ერთნაირი პროდუქტი, ან ერთი ბრენდის სხადასხვა საშუალებაა.
- ნუ გამოიყენებთ ეტიკეტზე მითითებულ რაოდენობაზე მეტს, ორჯერ მეტი არ უდრის ორმაგ ეფექტს.
- ორსულებს ურჩევენ მაქსიმალურად აირიდონ თავიდან ყველა საშუალების გამოყენება, აუცილებლობის გარეშე, რადგან ბევრი ინგრედიენტი არ არის გამოკვლეული თუ რა გავლენას ახდენს ჩანასახზე.
- სახლის სადეზინფექციო საშუალებები აუცილებლად გამოიყენეთ კარგად განიავებად ტერიტორიაზე, სადაც სუფთა ჰაერის ნაკადი ადვილად შემოდის და დაგიცავთ ტოქსიკური აირების შესუნთქვისგან. სხვადასხვა საშუალების გამოყენებას მოერიდეთ მომუშავე კონდიციონერის პირობებში.
- უსაფრთხოების მიზნით თავის მოვლისა და სახლის ჰიგიენური საშუალებების ყველა კონტეინერი მჭიდროდ დახურეთ.
მგონი არც ისე რთულია გააზრებული არჩევანის გაკეთება.
კომპანიები რომელსაც მე ვანიჭებ უპირატრესობას:
[პოსტში რუხად მონიშნული ტექსტი გალინკულია თემატურ სტატიასთან]
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!