Tuesday, December 20, 2011

კრეატიულობა საქართველოში სულს ღაფავს

ისევ და ისევ ახალი წლის თემაზე უნდა დავწერო. აგერ უკვე ნახევარი თვეც კი აღარ დარჩა წლის ერთ -ერთ მთავარ დღესასწაულამდე მაგრამ რა ? ქალაქში დიდად ვერ მივხვდებით რომ ახალი წელი მოდის.

ქუჩები უგემოვნოდ და სასტიკადაა გაფორმებული (მერია ფულებს რაში ხარჯავს ვერ გამიგია), საიდან მოაქვთ ეს უზარმაზარი მოჭაღო ელემენტები და რატომ კიდებენ მათ ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვერაფრით ავხსენი.

DSC05918

მაგას თავი დავანებოთ და მაღაზიების მფლობელებიც კი , რომელებიც ახალი წლის პერიოდში უნდა ცდილობდნენ ყველა საჩუქრის მაძიებელი თავისთან შეიტყუონ - არაფერს აკეთებენ ამისათვის. ვიტრინების უმეტესობა უგემოვნო და ამაზრზენია, ზოგი კი საერთოდაც არ არის მორთული. ვერაფრით ვხვდები რას ფიქრობენ  გურჯი”ბიზესმენები”??

ისევე როგორც შარშან, წელსაც ჩამოვიარე ქალაქის ორი ძირითადი უბანი და დიდი ვერაფერი შესაშური ვერ ვნახე. თქვენც გაგიზიარებთ იმ ვიტრინებს, რომლემბიც რამენაირად მაინც იყო მორთული, მაგრამ თქვენ შეაფასეთ ღირს კი ასეთი შტერობის გაკეთება საერთოდ?

DSC05944 DSC05920 DSC05921 DSC05923 DSC05926 DSC05928 DSC05929 DSC05930 DSC05931 DSC05934 DSC05935 DSC05936 DSC05939 DSC05941 DSC05943

ეს ყველაფერი ქართველების ფანტაზიის ნაყოფია , ეს კი - ქვემოთ რაც არის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვიტრინებია

window-swirl2-largerolfsADDITION_Fashion_NYC_Holiday_Windows_05994  ShopTheme_10XMAS  Biggin_Hill_20081225_IMGP5271_ed SuperStock_1566-0154232 heritagelights-636edit xmas-shop-460x287 Chanel2 img4-thumb-600x450-101000 harrods-4-for-web

ასე ყველაფერი : ) შედარებები და შეფასებები თქვენთვის მომინდია. მე კი წავალ და ჩემს საახალწლო განწყობას გავაძლიერებ : )

2 comments:

  1. მე ამას კრეატიული ნიჭის მწვავე მოტეხილობას ვეძახი :)

    ReplyDelete
  2. ხო, ძალიან :(
    ამ ვიტრინებს რომ შეხედავ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ უბრალოდ, ყველაფერი ერთად აიღეს და მიჭიჭყნეს.
    გერმანელებიც დიდად არ ჰყვავიან, უფერული დღესასწაულები იციან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეადარებ.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!