მცენარეული რძე | რა სარგებლობა აქვს | როგორ შევარჩიოთ?

დავიწყოთ იმის გარკვევით თუ რა არის სინამდვილეში მცენარეული რძე? 

ხშირად ისმის ერთგვარი სახუმარო კითხვა: 
რა უნდა მოვწველო რომ მცენარეული რძე მივიღო?

მცენარეული რძე არის სხვადასხვა ცხიმიანი და ნოტიო მცენარისგან (მისი თესლისგან ან ნაყოფისგან) მიღებული ექსტრაქტი, რომელიც უმეტესად თეთრი (ან მასთან მიახლოებული) ფერის არის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ექსტრაქტები მოვიხსენიოთ რძის სახელით. 

მცენარეული რძეები - ვეგანური

მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული რძეები ბოლო ათწლეულის განმავლობაში გახდა პოპულარული, ისტორია მათი მოხმარების შესახებ ინფორმაციას დაახლოებით  მე-13 საუკუნიდან მოყოლებული ინახავს. 

კვების ინდუსტრია  20-მდე სხვადასხვა სახის მცენარეულ რძეს იცნობს და იყენებს, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც სოიოს, ქოქოსის და ნუშის რძეებია. 

თუ შევადარებთ ცხოველური და მცენარეული რძეების შემადგენლობას, რა თქმა უნდა ვიპოვით განსხვავებებს, როგორიცაა ნაჯერი ცხიმები, D ვიტამინი, უჯრედისი და ნახშირწყლები. 

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველურ რძეს აქვს რიგი მახასიათებლებისა რაც მცენარეული რძის მიღებისას არ გვხვდება, ინდუსტრია იმდენად განვითარდა, რომ მცენარეული პროდუქტის შემთხვევაში ახერხებს ამ დანაკლისის და სხვაობის დაბალანსებას. 

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც ლაქტოზის დაბალი მიმღებლობა (ტოლერანტობა) გქონდეთ და არც ცხოველური რძის გემო არ იწვევდეს თქვენში უსიამოვნო განცდებს, მაინც ღირს რამდენიმე მიზეზით დაფიქრება:

  • რამდენიმე კვლევის თანახმად, ცხოველური რძე უკავშირდებას აკნეს და მის გამომწვევ მიზეზებშიც მოიხსენება. (წყარო
  • ბავშვებსა და მოზრდილებში რძე ერთ-ერთ ძლიერ ალერგენად გვევლინება და უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს.
  • ზედაპირული კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 75% ლაქტოზის დაბალი მიმღებლობა აქვს, თუმცა ყველას სხვადასხვა სიმძაფრით გამოხატული.
  • ცხოველურ რძის პროდუქტებში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ჰორმონების, ანტიბიოტიკებისა და ჩხირების კვალი (წყარო) (წყარო).

მიუხედავად ყველაფრისა, ერთი და მნიშვნელოვანი სხვაობა რაც არის მცენარეულ რძესა და ცხოველურ რძეს შორის გახლავთ უჯრედისი
ვიტამინების, კალციუმისა და სხვა საკვები ნივთიერების დამატება მცენარეულ რძის შემადგენლობაში შესაძლებელლია, მაგრამ უჯრედისის დამატება ცხოველურ რძეში შეუძლებელი. 

აქ განვიხილოთ რამდენიმე, ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მცენარეული რძის სახეობები:

სოიოს რძე

ეს სახეობა ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით. თავისი ნეიტრალური არომატითა და შემადგენლობით, ცხოველური რძის ერთ-ერთი კარგი ანალოგია. 

სოიოს რძით ნებისმიერი კერძის მომზადება შეიძლება უპრობლემოდ, დამატებითი არომატების და გემოების მიღების საფრთხის გარეშე.

250მლ დაუტკბობელი სოიოს რძე შეიცავს დაახლოებით 80კკალ, 4გ ცხიმს, 7გ ცილას და 4გ ნახშირწყლებს. 
სოიოს რძე იმ რამდენიმე სახეობაში შედის, რომელიც ცილის (პროტეინის) კარგი წყაროა. 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მითქმა-მოთქმა, რომ სოიოს შემადგენლობაში შემავალი იზოფლავონები ორგანიზმში ესტროგენის მსგავსად მოქმედებს, ამერიკის სიმსივნის ასოციაციამ დაადასტურა რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 

ნუშის რძე

ნუშის რძე კანგაცლილი ნუშისა და წყლისგან მზადდება, აქვს თხელი ტექსტურა და თუ თქვენ მოხდილი, დაბალცხიმიანი ცხოველური რძე მოგწონთ, დიდი ალბათობით ეს პროდუქტი გახდება თქვენი ფავორიტი. 

ნუშის რძე უხდება ყავას, ფაფებს, სმუზიებს და დესერტებს. 

250მლ ნუშის რძე შეიცავს დაახლოებით 35კკალ, 2.5გ ცხიმს, 1გ-მდე ცილას და 2გ ნახშირწყლებს

ნუშის რძის მომზდება სახლის პირობებშიც ძალლიან ადვილია (ვიდეო რეცეპტი - ნუშის რძე)

თხილის რძე

ქოქოსის რძე

ქოქოსის რძე მწიფე ქოქოსის თეთრი რბილობისგან და გაფილტრული წყლისგან მზადდება.  რძეს მოტკბო გემო და ქოქოსის გამოკვეთილი არომატი აქვს.

250მ ქოქოსის რძე შეიცავს დაახლოებით 45კკალ, 4გ ცხიმს, ფაქტობრივად არ შეიცავს ცილებსა და ნახშირწყლებს

კარგია ფაფების და დესერტების დასამზადებლად.

შვრიის რძე

შვრიის რძე უმეტესად შვრიისა და წყლისგან მზადდება, თუმცა ტექსტურისა და გემოსთვის ხანდახან ამატებენ ცხიმს და მარილს. 

ამ რძეს ბუნებრივად აქვს მოტკბო გემო და მშვენიერია ლატესა თუ კაპუჩინოს მოსამზადებლად. 

250მლ შვრიის რძე შეიცავს დაახლოებით 140კკალ, 4.5გ ცხიმს, 3გ ცილას და 30გ-მდე ნახშირწყლებს.

შვრიის რძე სახლის პირობებშიც ძალიან მარტივად მზადდება (ვიდეო რეცეპტი - შვრიის რძე)

 

ბარდის რძე

ბარდის რძე შედარებით იშვიათად იშოვება, თუმცა გემოვნური თვისებებით ყველაზე ახლოა ცხოველურ (კერძოდ კი ძროხის) რძესთან. 

250მლ ბარდის რძე შეიცავს დაახლოებით 75კკალ, დღიური D ვიტამინის ნორმის 30%, რკინის დღიური ნორმის 15% და იგივე რაოდენობის ცილას რაც ცხოველური რძის მსგავსი მოცულობა. 

იდეალურია მათთვის ვისაც თხილზე, სოიოსა თუ ლაქტოზაზე აქვს ალერგია. 

ბარდის რძის სახლში დამზადება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. 

ბრინჯის რძე 

ბრინჯის რძე მშვენიერი ალტერნატივაა მათთვის ვისაც სოიოს, თხილის ან გლუტენის დაბალი მიმღებლობა აქვთ. 

ბრინჯის რძე გამოირჩევა სპეციფიკური სიბლანტით. 

250მლ ბრინჯის რძე შეიცავს დაახლოებით 140კკალ, 2გ ცხიმს, 28გ ნახშირწყლებს და ფაქტობრივად არ შეიცავს ცილას

მისი თვისებებიდან გამომდინარე საკმაოდ უცნაური მოსახმარია ეს სახეობა.

ქეშიუს რძე

თხილი ქეშიუ საკმაოდ ძვირადღირებულია და შესაბამისად მისგან დამზადებული რძეც მაღალ საფასო სეგმენტშია. 

სახლში დამზადებული ქეშიუს რძე უფრო სასარგებლოა და მეტ კარგ თვისებებს ატარებს, როგორიცაა D ვიტამინი, რკინა და პოტასიუმი, ხოლო ბრენდირებულ პროდუქტს ეს შემცველობა უმეტესად არ აქვს . 

250მლ ქეშიუს რძე შეიცავს დაახლოებით 50კკალ, 4გ ცხიმს, 1-2გ ცილასა და ნახშირწყლებს.

ქეშიუს (და სხვა თხილის) რძის გაკეთება სახლის პირობებში თხილის პასტის გამოყენებითაც შეგიძლიათ. (ვიდეო რეცეპტი - თხილის რძე)  

კანაფის თესლის გულის რძე

კანაფის რძე მზადდება მისი თესლისგან და ზუსტად იგივე ერთ-ერთი ჯიშის კანაფი გამოიყენება, რაც მარიხუანად არის ცნობილი (Cannabis sativa).

250მლ კანაფის თესლის რძე შეიცავს დაახლოებით 80კკალ, 8გ ცხიმს, 2გ ცილას და 1გ ნახშირწყლებს. 

არა, ეს რძე არ შეიცავს  მათრობელა ზეთსა და ელემენტებს.

ერთი ჭიქა კანაფის რძე შეიცავს  აუცილებელ ამინომჟავებს და ცხოველური რძის კარგი შემცვლელია. 

კანაფის თესლის რძე ძალიან ადვილი გასაკეთებელია სახლის პირობებშიც. 

ქინოას რძე

ე.წ სუპერფუდი ქინოასგან რძეც მიიღება. ასეთ რძეს მსუბუქი თხილის არომატი აქვს და საკმაოდ თხელი, მსუბუქი კონსისტენციით გამოირჩევა. 

250მლ ქინოას რძე შეიცავს დაახლოებით 70კკალ, 1გ ცხიმს, 2გ ცილას და 12გ ნახშირწყლებს, ასევე ყველა საჭირო ამინომჟავას.

მშვენიერი ვერსიაა მათთვის, ვისაც უნდა უჯრედისის მაღალი პორციისა და თუთიის დღიური ნორმის მიღება. 

ქინოას რძე ადვილი გასაკეთებელია სახლის პირობებშიც (ვიდეო რეცეპტი - ქინოას რძე)

მაშასადამე, მცენარეული რძის არჩევისა და მიღებისას უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს ჩვენი სხეულის თავისებურებები, მიზანი თუ რატომ ვიღებთ პროდუქტს და რა თქმა უნდა ის, რომ მცენარეული რძე უფრო ეკომეგობრულია ვიდრე ცხოველური ალტერნატივა.


Post a Comment

0 Comments