ჩორვენი - Tjorven
კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....
Tuesday, May 22, 2012
ნაწილობრივ რჩებიან ჩემში
Thursday, May 03, 2012
საზოგადოებრივი წნეხი
რა უცნაურია ადამიანი როგორ იცვლის ცხოვრების წესაა და დამოკიდებულებას.
მე ვიცი ორი მაგალითი, რომელიც ერთმანეთისაგან ბევრი რამით განსხვავდება ,თუმცა ორივეს საერთო ნიშანი ისაა, რომ მათზე გარემოებები ძალიან ძლიერად მოქმედებს
წარმოიდგინეთ პატარა გოგო, რომელიც გარდატეხის ასაკში ცდილობდა ეგრძნო თავი რომელიმე სუბკულტურის ნაწილად. იცვამდა განსხვავებულად, აკეთებდა უამრავ სისულელეს და ამით იმყარებდა პოზიციებს გარშემომყოფების წინაშე. შემდეგ ეს გოგო გაიზარდა , გადააფასა ყველაფერი და
მისი ჩაცმისა თუ ქცევის მანერა ფაქტიურად გაუთანაბრდა სხვებისას. მართალია მასში დარჩა ის რაღაც, რაც მას აიძულებდა გამოეცხადებინა ამბოხი არსებული გარემოსათვის , მაგრამ ეს რაღაც ძიერად დაითრგუნა.
მეორეს მხრივ კი არსებობს გოგო, რომელიც მთელი გარდატეხის ასაკი და ბავშვობა იძულებული იყო ყოფილიყო სამაგალითო, წესიერი დ ზრდილობიანი, ხოლო იმ მომენტში როდესაც მან იგრძნო სრულწლოვანების გემო - ”აიშვა”. დაიწყო იმის კეთება რაც მანამდე ეკრძალებოდა ან მიიჩნევდა რომ დაუშველებელია. მან დაიწყო საზოგადოებისგან განმასხვავებელი ნიშნების ძებნა და ამის მორგება ”ყველას ჯინაზე” . მასში დარჩა ის რაღაც რას მას წესრიგისა და ნორმების სიყვარულს აიძულებდა, მაგრამ ის ამას ებრძვის დღემდე.
ეს ორივე შემთხვევა ჩემი აზრით აღზრდისა და გარემოებების ბრალია და არც ერთი მათგანი არაა ”დამნაშავე” რომ ასე იქცეოდა და იქცევა. გარშემომყოფები იმდენად ძლიერად ახდენენ თითოეულ ჩვენგანზე ზეწოლას რომ რთულია ამისაგან არ ”აურიო”.
ალბათ ეს ორი გოგოც საბოლოოდ დაიწყებს ზუსტად ასეთივე ზეწოლის განხორციელებას სხვა ორ გოგოზე, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურად მოიქცევიან , ჩაკეტილი წრეა.
მანამდე სანამ ადამიანები ვერ ისწავლიან დამოუკიდებლად ფიქრს, არ დაიჯერებენ (დროულად) რომ თითოეული ინდივიდი პიროვნებაა დაბადებიდან, ეს წრე არ შეიცვლება და ყველას აიძულებს დროდადრო შეცვალოს ცხოვრების სტილი, მიუხედავდ იმისა საჭიროა ეს თუ არა.
Tuesday, April 03, 2012
ზრდის ორი მაჩვენებლის ცდომილება
ასეთ დროს სულ ჩემი მშობლები წარმომიდგება ხოლმე თვალწინ – როგორი იქნებოდა, რომ დავინახო მომენტი, როდესაც ისინი თამაშობენ თოჯინებითა და მოსამართი მანქანებით - ქვიშაში, ზუსტად ისეთები როგორებიც ახლა არიან.
არასოდეს შეგხვედრიათ 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც სულაც აღარ ჰგავს ბიჭს და სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ეწოდოს ზრდასრული მამაკაცი მანამდე, სანამ რამეს იტყვის ან მნიშვნელოვანი მოქმედებების განხორციელებას დაიწყებს?
უცნაურია რატომ ხდება მასე?
რატომ არის ამხელა ცდომილება ორ სხვადასხვა მახასიათებელს შორის, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნის?
მე არ მახსოვს როგორი ვიყავი 13-15-17 წლის ასაკში, უფრო სწორად გარედან ვერ ვუყურებ საკუთარ თავს, ალბათ მეც აცდენილი ვიყავი მენტალურ-ფიზიკურ სტაბილურობას.
დღეს ძალიან საყვარელი, ბენტერა ტიპი ვნახე ,რომელიც ნამდვილად არ იქნებოდა 22-23 წელზე მეტის მაგრამ ვიზუალურად არაფრით არ ჩამოუვარდებოდა 30 წლის მამაკაცს.
Sunday, April 01, 2012
ჩააქრეთ შუქი, დედამიწას დასვენება უნდა!
დიდი დავა და უამრავი განხილვებია იმის თაობაზე, თუ რა უნდა ქნან ადამიანებმა დედამიწის გადასარჩენად.
ყველამ ვიცით, რომ რესურსი შეზღუდულია და სულ ახლო მომავალში სრულიადაც ამოიწურება – დედამიწა გამოიფიტება და მოკვდება - მასთან ერთად კი ჩვენც , ყველა.
დღეს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა დედამიწის საათი – ამ დროს მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთი საათით ჩააქრეს შუქი იმისათვის ,რომ ყველას გაგვეხსენებინა ამოწურვადი რესურსის შესახებ.
საქართველოც ჩაერთო ამ ყველაფერში 2008 წლიდან და დღესაც, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი ივენთი.
ივენთის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ ისეთი კომპანიები როგორიცაა:
- ახალი ნათება
- ”ჯორჯია თუდეი”
- თელიანი ველი
- ელიტ ელექტრონიქსი და სხვა.
ეს ყველაფერი ახალი ნათების 2012 წლის პროექტის ”მწვანე ინოვაცია”-ს ფარგლებში გახლდათ.
შერატონში შესვლისთანავე ფოიე ულამაზესად გაფორმებული დამხვდა, მასპინძლებმა სიმბოლურად მწვანე ბაფთა გამიკეთეს ხელზე და მეც დავიწყე ხეტიალი.
ლამაზი თეთრი მაგიდები მწვანე ბაფთებით, სანთლებითა და სუფრებით იყო გაფორმებული, ბარში მწვანედ შეფერილ მარტინისა და სხვადასხვა სასმელებს სთავაზობდნენ სტუმრებს.
იყვნენ ცნობილი ადამიანები , სხვადასხვა დიდი კომპანიების პრ და მარკეტინგ მენეჯერები.
სასიამოვნო ატმოსფეროს კიდევ უფრო ალამაზებდა ცოცხალი მუსიკა, რომელიც საკმაოდ დაბალ ხმაზე ჟღერდა, მაგრამ საოცრად უხდებოდა ყველაფერს.
ზუსტად 9ის ნახევარზე სპეციალური დიდი წითელი ღილაკით მთელს სასტუმროში ჩააქრეს შუქი. ამ დროს ხალხი ძალიან აქტიურად მსჯელობდა და საუბრობდა სხვადასხვა საჭირბოროტო და საქმიან თემებზე.
დიდ ეკრანზე გამოტანილი იყო კადრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ძალიან მომეწონა მწვანე ფერის ასეთი მნიშვნელოვანი, შინაარსობრივი დატვირთვა და ის ,რომ დამსწრე საზოგადოების უმეტესობას მინიმუმ ერთი მწვანე დეტალი მაინც ჰქონდა ჩაცმულობაში. ♥
მშვენიერი საღამო ტორტითა და ულამაზესი ბუშტებით დასრულდა.
ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საღამოების გაკეთება, ჩვენ ხომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს შესაცვლელი იმისათვის, რომ გარემოს მოვუფრთხილდეთ, იმისათვის რომ დედამიწამ არსებობა არ შეწყვიტოს.
მერე რა, თუ ერთი საათი სინათლის ჩაქრობა დიდი ვერაფერია და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, იქნება ამის მერე ყველა დაფიქრდეს ნაგვის გადაყრაზე, გადამუშავებაზე, გამონაბოლქვზე, ტყეების მოფრთხილებაზე და ა.შ
ვფიქრობ საღამო ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორიც უნდა ყოფილიყო.
პ.ს ქართველმა ერმა ჩაცმა არ იცის
პ.პ.ს ქართველმა ერმა ასეთ საღამოებზე მოქცევა არ იცის.
პ.პ.პ.ს შერატონი მოწოდების სიმაღლეზე იყო – სერვისი და შემოთავაზებული მენიუ ფანტასტიური გახლდათ!
პ.პ.პ.პ.ს დიდი მადლობა გენერალ ზეიკიძეს ♥
Sunday, March 25, 2012
მაია წყნეთელი - Women's History Month
| ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს. |
ყველა ბავშვის ოცნება ალბათ ისაა რომ იყო გმირი, ხოლო იმ ბავშვების ოცნება, რომლებიც თავგადასავლების მოყვარულები არიან, კიდევ უფრო ძლიერია ამ კუთხით.
მაია წყნეთელის ამბავი ბავშვობაში ჯერ ფილმიდან შევიტყვე, ხოლო შემდეგ უკვე სხვადასხვა ხალხურმა თქმულებებმაც შემაყვარეს.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იმაში, თუ როგორ ვირჩევთ გმირებს, არის ის თუ როგორ ვხედავთ საკუთარ დანიშნულებასა და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.
ამბავი 20 წლის გოგონაზე , რომელიც იმდენად ძლიერი და შეუპოვარი იყო რომ ”მათე ბიჭად” იქცა და მეფის კარზე საგმირო საქმეებს ჩადიოდა ყველაზე დიდი ბიძგი იყო იმისათვის, რომ რამე დამეჩემებინა და ზუსტად ის გამეკეთებინა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამის ფასი.
სხვადასხვა წყაროებში მაია წყნეთელზე სხვადასხვა რამ წერია, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს იმას რომ ასეთი საგმირო საქმეები მართლაც იყო ჩადენილი ვინმე მაიას მიერ, რომლის არც ზუსტი წარმომავლობა იყო ცნობილი და არც რაიმე სხვა დეტალები.
მიუხედავად ამისა ასეთი ამბები ძალიან ძლიერად მოქმედებდა ჩემზე ყოველთვის. ვფიქრობ ჩემში კიდევ უფრო დიდი სიმპატია სწორედ იმან გააჩინა, რომ ამბავი მაია წყნეთელზე არც მაშინ სრულდება ამბავი,როდესაც ის მეფის კარს ტოვებს და ანონიმად სახლდება ერთ ერთ სოფელში, ხოლო უკვე მოხუცებული არ ღალატობს იმას, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა და ისევ ერთვება გამათავისუფლებელ ბრძოლაში , რომელიც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდება.ასეთი თავდადება და მონდომება ჩემში დღემდე ენით აუწერელ აღფრთოვანებას იწვევს (მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ვიაზრებ - შესაძლებელია ეს ამბავი მხოლოდ ქართველი ერის წასახალისებლად და საბრძოლო სულის ასაღორძინებლად შეიძლებოდა ყოფილიყო მოგონილი)
მათე ბიჭის გმირობების ჩამონათვალში, ხალხურ თქმულებაში უამრავი სხვადასხვა სახის ამბავია მოთხრობილი – თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ მას მეფის უზარმაზარი ნდობა ჰქონია ეს კი 20 წლის გოგოსთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომელსაც უმკლავდებოდა წარმოუდგენელი ძლიერებით.
ვფიქრობ ჩემს მიზანდასახულობასა და მონდომებაზე ამ ისტორიამ საკმაოზე დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან ძლიერად ჩამებეჭდა თავში, რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთო ოღონდ ეს სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს.
ხალხური თქმულებები ქალთა წარმატებასა და გმირობებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას, რადგან ყველას გვასწავლიდნენ და ვფიქრობ დღემდე ასე გვასწავლიან, რომ ქალი სუსტის სქესია და მას არ ახასიათებს იმდენად ძიერი საქციელები რომ გამოირჩეოდეს მასაში.
ვფიქრობ მაია წყნეთელზე ბავშვური შეყვარება ჩემი წინააღმდეგობრივი ნატურისა და მეამბოხის მონაცემების ბრალია.
მათე ბიჭი იყო და ალბათ არის ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო გმირი ქართული თქმულებებიდან.
Tuesday, March 20, 2012
Jump & Freeze – ცხელი განწყობა
თავზეხელაღებული ადამიანებისთვის თავზეხელაღებული მოქმედებები არსებობს – ისეთი რომელზეც ყველა დანარჩენი დანანებით იტყვის ”გაუფრენიათო”
ზუსტად ასეთი თავზეხელაღებული ივენთი მოეწყო გუდაურში 18 მარტს.
63 სრულიად ჩვეულებრივი საღად მოაზროვნე ადამიანი (ძირითადად ახალგაზრდები, დედაჩემი და მისი მეგობარი) შეიკრიბა სამთო სათხილამური კუროტზე იმისთვის რომ რედ ბულის აქცია ”გადმოხტი და გაიყინეში” მიეღო მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანი იყო რომ საინტერესო კონცეფციისა და იდეის მქონდე გუნდები (მაქ. 3 ადამიანი) უნდა ჩამოსრიალებულიყვნენ 100 მეტრიან ტრამპლინზე (თხილამურით, სნოუბორდით ან ციგით, ან რაიმე ნებისმერი საშუალებით) და თავით ჩავარდნილიყვნენ ცივი წყლით სავსე აუზში.
დილიდან გუდაური ჟრიამულით აივსო. 1000 ჩაცმული ხალხი დარბოდა წინ და უკან, ემზადებოდა გამოსასვლელად და იყო გაწამაწია.
კვირა დილას გუდაურში შეხვდებოდით : ”მეხანძრეებს”, უმკერდო მედდებს (რომლებიც მედძმები უფრო უნდა ყოფილიყვნენ), ტრანსფორმერებს, ადამიანებს შავებში,შეიხებს და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ უცნაურ გმირს.
21 გუნდი სუნთქვაშეკრული ელოდებოდა სტარტს, ელოდებოდა ჟიურის კეთილგანწყობას და რა თქმა უნდა მაშველებისა და მყვინთავის დახმარებას საჭიროების შემთხვევაში (მაგრამ ამას გადავრჩით)
ზუსტად 13:00-ზე პირველი მონაწილე დაეშვა ტრასაზე და ტყლაპანი გაყინულ წყალში მოადინა, ივენთი ძალიან ძალიან სახალისოდ მიდიოდა მანადე სანამ წყალმა აუზიდან გაპარვა არ გადაწყვიტა და ელვისებურად არ იწყო კლება.
სამწუხაროდ ზუსტად შეჯიბრის შუაში ბასეინის მაგივრად დიდი ორმოღა დარჩა , ამიტომ დარჩენილ 10 მონაწილეს არც გადახტომა ხვდა წილად და მით უმეტეს არც გაყინვა.
მიუხედავად ამ გაუთვალისწინებელი მომენტისა ყველაფერმა მაინც ძალიან კარგად ჩაიარა. ბევრი ვიხალისეთ. რედ ბულმა უზრუნველგვყო საკვებით, სასმელითა და საუკეთესო განწყობით რა თქმა უნდა.
გადმოხტი და გაიყინე იმ ივენთთაგანია რომელიც ჯერ კიდევ გვიტოვებს იმედს რომ ყველაფერი ისეთი მოსაწყენი და პოლიტიზირებული არაა ამ ქვეყანაში როგორც ერთი შეხედვით ჩანს ♥
Friday, March 16, 2012
ი ACT იურე!!
მე არ მჯერა რომ ადამიანები გამოწვევებს უფრთხიან
რა ჯობია იმას როდესაც საკუთარი ძალები უნდა მოსინჯო? გაიგო ვარგისი ხარ თუ არა რაღაც კონკრეტულ საქმეში?
რა ჯობია იმას როდესაც შენს ხელთ არსებულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს სრულყოფილად (ან თითქმის სრულყოფილად) იყენებ?
ყველაფერი რაც მაიძულებს ვიყო ფორმაში, მივყვებოდე გრაფიკს და არ მოვდუნდე – მიყვარს რაღაცნაირად.
შეიძლება ეს დამღლელიც იყოს, ძაბავდეს კიდეც ადამიანს, სტრესს იწვევდეს და ზოგადად ჰქონდეს უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ ვფიქრობ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის რომ დრო ფუჭად დახარჯო და მშვიდი ცხოვრება გინდოდეს.
თავგადასავლები, რთული სიტუაციები, გადაწყვეტილების მიღება სტრესულ გარემოში, პასუხსიმგებლობა და სწრაფი ტემპი – საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნებას გაგრძნობინებს.
It is Time To Act ♥
Tuesday, February 28, 2012
ბაკურიანობა 2012 – გაყინული ექსტრემი ბენზინის არომატით
მაშ ასე ახლა მოგიყვებით კიდევ ერთი ექსტრემალური შეჯიბრების შესახებ, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა 26 თებერვალს.
”ბაკურიანობა 2012” მოიცავდა ბევრ - ბევრ სხვადასხვა შეჯიბრებას, მაგრამ მე მხოლოდ ოფფ როუდ/მოტო /ბურან –ის ნაწილს გავიხსენებ.
მაშ ასე შეჯიბრი 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვეულებისამებრ (გურჯულად) ზუსტად ერთი საათი დაგვიანდა სტარტი.
შეჯიბრის სახეობა იყო თრაიალი (დროში წრიული ტრასის დაძლევა)
პირველები ბურანები (თოვლმავლები) გამოვიდნენ და გაიარეს ტრასა. როგორც ჩანს მათთვის წინააღმდეგობები საკმაოდ რთული იყო, რადგან მონაწილეები პანტაპუნტით ცვიოდნენ ბურანებიდან, თუმცა დაზიანებების გარეშე და წამოდგომის შემდეგ ისევ აგრძელებდნენ მონაწილეობას.
ამ კატეგორიაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც მონაწილეობდა(ისიც როგორც ბევრი სხვა მონაწილე ერთ ერთ მოსახვევში ჩამობენტერდა ბურანიდან, თუმცა მაინც გააგრძელა მონაწილეობა).
შემდეგ კი დაიწყო უკვე Off – Road შეჯიბრი რომელიც 3 კატეგორიად იყო განაწილებული
- სტანდარტი – სადაც მანქანები მათი საბურავების ზომის მიხედვით ხვდებოდნენ და არ ჰქონდათ რაიმე სახის ცვლილება – ქარხნული მოცემულობის გარდა.
- მონსტრები – კატეგორია, რომელშიც ხვდებოდნენ გრძელი ბაზის მქონე ავტომობილები .
- ექსტრემი – მანქანათა კლასი, რომლებსაც დამატებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დეტალები თუ ატრიბუტიკა, ქარხნული მოცემულობის გარდა.
შეჯიბრის მიმდინარეობისას გავიხლიჩე შუაზე, ვცდილობდი მეგულშემატკივრა ყველასთვის ვინც ვიცოდი (და არ ვიცოდი) ვინ იყო, თუმცა მთელს ტერიტორიაზე მხოლოდ მე ვღრიალებდი. საქართველოში გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის კულტურა მგონი საერთოდ არ არსებობს.
სიმართლე გითხრათ შიგადაშიგ ყვირილი ძალიან რთულდებოდა თოვის გამო, პირი ფანტელებით მევსებოდა და ყელი მეყინებოდა, თუმცა მაინც ვერ ვჩერდებოდი. ნერვიულობისაგან ადგილზე ვხტოდი და ფეხებს ვაბაკუნებდი (ფეხებს რომლებსაც შუადღეზე უკვე საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი)
წარმომიდგენია რა სჭირდათ მსაჯებს, რომლებიც დილა უთენია განაწილდნენ ტრასის გარკვეულ მონაკვეთებზე და საკუთარი პოსტების დატოვება მხოლოდ გვიან საღამოსღა შეძლეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა.
მანქანების უმეტესობამ ტრასა დაზიანებების გარეშე დაძლია, თუმცა ერთი მონაწილე (ხნიერა 103 ეკიპაჟი) მაინც დაზიანდა, უფრო სწორად მანქანა დააზიანა, შეენარცხა რა ნამქერს , ამობრუნდა სახურავზე. ყველაფერი კარგად დასრულდა , ყველა გადარჩა და ჯამრთელი და ბედნიერი გამოვიდა ტრასიდან.
გულშემატკივრები ამჯერადაც დარბოდნენ ტრასაზე და სრულიად ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ მანქანის მძოლები არ ელოდებიან მათ წინ ამომხტარ ადამიანს, შესაბამისად ვერც ვერაფერს მოახერხებენ რამე რომ იყოს და ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდება.
შეჯიბრში ჯამში 56 გაადგილების საშუალება გამოდიოდა, აქედან
- თოვლმავლები – 12 მონაწილე
- მოტოები – 7 მონაწილე
- ოფფ როუდი – 37 ეკიპაჟი
ასეთ შეჯიბრებზე ახლა ბევრად საინტერესოა დასწრება, რადგან არა მხოლოდ ქართველები არამედ თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეებიც უკვე ბევრნი არიან ხოლმე, ისინი სხვა მუღამით და სხვა ჟილკით გამოდიან შეჯიბრზე – უცხო ქვეყანაში ადგილობრივების შედეგი უნდა გააუმჯობესონ, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ფსიქოლოგიური წნეხია?
ოფფ –როუდის ნაწილის შემდეგ ადგილი სტარტზე ბაიკერებმა დაიკავეს, თუმცა ისინი ძალიან საწყალი სანახავები იყვნენ, რადგან მათი მოტოები აშკარად არ იყო მომზადებული ასეთი ამინდისა და ნიადაგისათვის, თუმცა არც ერთი არ დანებდა და მაინც ბოლომდე გაიარეს ყველა დაბრკოლება , მიუხედავად 1000 გადაყირავებისა და მოცურებისა.
მონაწილეების თქმით შეჯიბრს ართულებდა ფხვიერი და გაუტკეპნავი თოვლი, რაც ყოველი მონაწილის გავლის შემდეგ ახალ მიმართულებასა და ლიანდებს იძენდა, ხოლო ყოველი შემდგომი მონაწილე (მანქანის სიმძიმისა და ზომის მიხედვით) ცდილობდა დაეძლია ეს წინააღმდეგობა ან გაეკვალა საკუთარი გზა.
შეჯიბრს პერიოდულად აკლდებოდა მაყურებელი ამინდის გამო, ქარი და ხშირი თოვა ფაქტიურად გაუსაძლისს ხდიდა გულშემატკივრობას.
საბოლოოდ გვიან საღამოს იყო დაჯილდოვება , სნოუბორდერებისა და მოთხილამურეების შოუთი რომლებიც დიიდ ტრამპლინზე ხტებოდნენ და საინტერესო სალტოებს აკეთებდნენ.
პრიზები თეგეტა მოტორსმა და კომპანია გალფმა დააწესეს, მხარდამჭერი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ხოლო ორგანიზატორი - ექსტრემალური სპორტის ფედერაცია.
ყველაფერი ლამაზი ფეირვერკით დასრულდა, ძალიან მიყვარს როდესაც გამარჯვებულები პედისტალზე დგანან ხოლო უკან სხვდასხვაფრად ელვარებენ ხოლმე ცეცხლის ენები ♥
აგერ გამარჯვებულების სიაც კატეგორიების მიხედვით:
კატეგორია სტანდარტი:
1. გარი გასპარიან (სომხეთი) – (101) – Mitsubishi Pajero
2. პაატა წაქაძე – (106) – Mitsubishi Pajero
3. ლაშა გორგაძე – (107) – Mitsubishi Pajero
კატეგორია მონსტრები:
1. დავით კოზანაშვილი – (202) – Jeep Cherokee
2. ვასილ გაგნიძე – (205) – Toyota LC prado 78
3. ლევ უნანოვი – (204) – Toyota Hilux
კატეგორია ექსტრიმი:
1. სანდრო ცხადაძე – (312) – Toyota LC 80
2. დავით მამუკაშვილი – (323) – Jeep Wrangler
3. ვახტანგ ფიცხელაური – (324) – Nissan Patrol
კატეგრია მოტოციკლები:
1. გიორგი ცისკარიშვილი – (406)
2. ბესო დევდარიანი – (408)
3. დავით ლობჟანიძე – (402)
კატეგორია თოვლმავლები:
1. თემურ ხაჩატურიანი – (507)
2. ლევან თურმანიძე – (501)
3. შაკო სირაძე – (508)
პ.ს ფოტო მასალა აღებულია Off-Road.ge – ფორუმიდან!
Saturday, February 25, 2012
თმაში ძალაა! მოუფრთხილდით მას!
ამ ბოლო დროს ვატყობ სამყარომ გადაწყვიტა ჩემი წუწუნი სერვისისა და ზოგადად ქართული მომსახურების თაობაზე აღგავოს და ამიტომ სულ ისეთ დაწესებულებებში ვხვდები, სადაც ყველამ იცის თავის საქმე.
დღესაც ასეთ ადგილას - ჰეარჰაუსში მოვხვდი. 4 შაბათს დავურეკე და ორი ადამიანის ვიზიტზე შევუთანხმდი, ასე რომ შუადღეზე მე და მაო ერთად მივკუსკუსდით.
ჯერ მორიდებულად შევედით შიგნით (ისე მანამდე მისვლისას ცოტა დავიკარგეთ, თავს რომ არ მიაბრუნებ ადამიანი ეგაა რა) დაგვხვდა ქეთი – ყველაზე გაღიმებული და უშუალო ადამიანი ამ ქვეყანაზე (მე მგონი)
თავიდან ქეთიმ დაგვისვა კითხვები - რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა და შემდეგ დაიწყ რაც დაიწყო. პირველად ჩემი თმისთვის ფერის შერჩევა იყო რიგში, მერე დედას ვარცხნილობა.
მინდა გითხრათ გოგოებმა ბევრი იფიქრეს როგორ უნდა აერიათ საღებავები იმისათვის, რომ ჩემი თუთიყუშის კუდი ერთ მთლიან ფერზე დაესვათ, შემდეგ კი თვითონ პროცესი დაიწყო.
დედა უცებ მორჩა ვარცხნილობის შესწორებას და მერე ნახევრად მძინარე იჯდა და მე მელოდებოდა (თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაძლო)
დაახლოებით 2 საათი დავყავი ჰეარჰაუსში, თუმცა არც მოწყენა მიგვრძნია და არც ის, რომ სადმე უცხო ადამიანებთან ვიყავი. ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, მეგობრული სიტუაცია და მოკლედ ძალიან კარგია.
ჰეარჰაუსში ნაწნავებისა და ვარცხნილობების იმხელა არჩევანია რომ შეიძლება ერთი ორი დღე მოგიწიოთ იმაზე ფიქრი რომელი გავიკეთოო, მართლაც ძალიან ლამაზ რამეებს აკეთებენ გოგოები ♥
მე საჩუქრად ერთ ერთი ასეთი ნაწნავთაგანი მერგო – როგორ მიხდება არც კი იცით.
უი და კიდევ რა უნდა გითხრათ - ვისაც გინდათ დროებითი სვირინგი ამას ჰეარჰაუსში აკეთებენ!!
ნამდვილად დროებით სვირინგს რომელიც დაახლოებით 7-10 დღე იქნება თქვენს სხეულზე,არ დააზიანებს მას და თანაც ის შეგიძლიათ ფერადი გაიკეთოთ. სპეციალური პულველიზატორით ხდება ნახატის დატანა კანზე და ის სრულიად უსაფრთხოა ♥ სპეციალური ტრაფარეტის საშუალებით თქვენს სხეულზე სხვადასხვა გამოსახულებები გაჩნდება!!
მოკლედ ეწვიეთ თქვენ თვითონ ამ ადგილს და ჩაატარეთ გოგოებთან ერთად ექსპერიმენტები ♥ ცდად ნამდვილად ღირს!
ეს სარეკლამო პოსტი არაა, ეს აღფრთოვანების შედეგია ♥

