შუშის მიღმა ჩაბუდებული საახალწლო სული - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Sunday, December 26, 2010

შუშის მიღმა ჩაბუდებული საახალწლო სული

ახალი წელი იმიტომაა კარგი და გასახარებელი, რომ ახალია.

საერთოდაც კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის რომ გამოამჟღავნო სიყვარული, სითბო და კრეატიულობა.

თბილისი თითქოს საახალწლო სულით გაიჟღინთა, ქუჩები ლამაზადაა განათებული (ნუ სილამაზე ფართო და ფარდობითი ცნებაა, მაგრამ მაინც) მაღაზიის ვიტრინებიც მორთულია, თუმცა აი ზუსტად ამ ბოლო პუნქტზე მინდა მოგიყვეთ რაღაც.

საქართველოში არც თუ ისე ცოტა ბრენდ მაღაზია და მიღებული ნორმა-სტანდარტების გამტარებელი ფირმაა უკვე, თუმცა მათი უმეტესობა მგონი მაინც ვერ ხვდება იმას, რომ ახალი წელი და მისი წინა პერიოდი საუეთესო საშუალებაა გაყიდვების გაზრდისათვის. ვერც ერთი მაღაზიის მეპატრონე მგონი ვერ იაზრებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგად მორთული ვიტრინა დამატებით  ხალხის  მოსაზიდად და რაც უფრო თვალწარმტაცია ვიზუალურად მისი დაწესებულება უფრო მეტ ადამიანს ამახსოვრდება ან აინტერესებს იგი.

გაიხსენეთ თუნდაც ერთი კარგად მორთული მაღაზია და მისი ვიტრინა თბილისში?

ვერ იზავთ მაგას, იმიტომ რომ ეგეთი უბრალოდ არ არის.

აი ესენი გადავიღე ორი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში:

shops

არავინ მითხრას რომ ამ კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ფული იმისათვის რომ თავს უფლება მისცენ კრეატიული დეკორაციების გაკეთებისა.

რატომ არ შეიძლება რომ თბილისშიც იყოს აი ასეთი საახალწლო ვიტრინები მაგალითად?

5204752079_4404c66516 1204587 xmas10-hermes-1 163089_477795229774_318223834774_5964065_7510977_n52807-black-friday  164426_477795024774_318223834774_5964053_7626060_n

ან რატომ არ ტარდება საქართველოში (ისევე როგორც ნიუ იორკში) საახალწლო მორთულობიანი ვიტრინების კონკურსი?

მოკლედ მე პირადად (თუ ქალაქის ზოგიერთი უბნის მორთულობას არ ჩავთვლით) თბილისური დეკორაციები სულ არ მიქმნის დღესასწაულის შეგრძნებას რაც ძალიან გულდასაწყვეტია, არადა ასეთი მაღაზიები ხომ ღიმილს და აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს….

ეხ.

გილოცავთ დამდეგ 2011 წელს ყველას!

პ.ს ვგონებ ახალ წელს საინტერესო პოსტით შევხვდებით :)

Blog Archive

Subsrcribe