საკვების ნარჩენი არც ისე უპრობლემოა როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარჩენები ნაგავსაყრელზე მეთანს გამოყოფენ, რაც შემდეგ დედამიწაზე აისახება სათბურის ეფექტის სახით. ეს გაზები აჩქარებენ გლობალურ დათბობას და ბევრად უფრო სწრაფად მივექანებით იმ წერტილისკენ, როდესაც რამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ საკვების ნარჩენები ბიოდეგრადირებადია (სრულად იშლება) და მოკლე დროში იშლება, მათ ამისთვის სპეციალური პირობები სჭირდებათ და ამ პირობებს კომპოსტი ჰქვია.
კომპოსტირება ძალიან სასასრგებლო და ღირებული რამეა, მისი გამოყენება თითქმის სრულად ანაცვლებს ნებისმიერი ხელოვნური გამანოყიერებლის აუცილებლობას და მიწა გასაოცარ მოსავალს იძლევა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპოსტირებასაც აქვს წესები და კორპუსებში მცხოვრები ადამიანებისთვის რთულია, თუმცა შესაძლებელი (!) .

ამის შემდეგ უკვე მოდის ნარჩენების შემცირების ხერხი, რომელსაც სრულად მოხმარება ჰქვია. ასეთ დროს ნარჩენები პირდაპირ კი არ იყრება, არამედ რაღაცაში კიდევ გამოიყენება, მათ სრულად უსარგებლობამდე.
სასარგებლო ხერხია საკვების გაყინვაც, ამ შემთხვევაში პროდუქტი უფრო დიდი ხანი არ ფუჭდება და ნაკლებად მოხვდება ნაგავში.
არის კიდევ დაზოგვის მეთოდიც, როდესაც ზუსტად ვიცით (და ამას სჭირდება დაკვირვება და აღრიცხვის წარმოება) რამდენ პროდუქტს მოვიხმართ დღეში, კვირაში ან თვეში და წინასწარ დაგეგმილი მენიუს შესაბამისად ზუსტ ოდენობას ვყიდულობთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტების არასწორი შენახვა ხშირად აჩქარებს მათ გაფუჭებას და ესეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
და ბოლოს, ნარჩენების გაზრდა და ახალ პროდუქტად ქცევაა, თუმცა კი ყველა ხილი ან ბოსტნეული ამის საშუალებას არ იძლევა.
მოდით განვიხილოთ მაგალითები თითოეულ პუნქტში:
კომპოსტი
საკვები პროდუქტის კომპოსტირება მათ სწორად, სწორ პირობებში დაშლას გულისხმობს. სითბოს, ტენის და დამხმარე მწერების საშუალებით საკვების ნარჩენი ნოყიერ და კარგ ნიადაგად იქცევა. კომპოსტს აქვს დამახასიათებელი სურნელი, თუმცა თუ სწორად მიდის პროცესები ეს სურნელი თითქმის არასოდესაა შემაწუხებელი.
კომპოსტი უმეტესად ღია ცის ქვეშ, დიდ ფართობზე კეთდება , თუმცა შენობაში ზომიერი აივნის შემთხვევაში მცირე კომპოსტის მოწყობა მაინც შესაძლებელია. სწორი კონტეინერის შერჩევა პირველია ამ მიმართულებით. კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც კომპოსტის კეთება აქვთ გადაყვეტილი მაინც მოუწევთ იმაზე დაფიქრება თუ სად გაიტანენ ამ მასას, მას შემდეგ რაც ის "დამწიფდება". სწორედ ამიტომაა ეზოს გარეშე კომპოსტის მოწყობა მცირე თავისტკივილი.
სრული მოხმარება
ხილის და ბოსტნეულის დიდი უმრავლესობა იმაზე ადრე ხვდება ნაგავში, ვიდრე ამოწურავს სარგებელს.
მაგალითად ხახვის ფურცლები, კომბოსტოს ხვიტი, სტაფილოს კუდები, ყაბაყის კანები, ბროკოლის ძირები - ესენი ყველა დიდებულ ბულიონს ქმნიან და სულაც არ იმსახურებენ ეგრევე ნაგავში გადაყრას. ასეთი მონარჩენი რაღაცეები კარგად ინახება საყინულეში (შემდეგ ნაწილშიც განვიხილავთ).

ასევეა ხილის კანებიც, ვაშლის და კომშის გულები, ან გამოწურული ციტრუსების ნარჩენი - ისინი საუკეთესო კომპოტად იქცევიან.
წვენსაწურში გაწურული ხილის და ბოსტნეულის რბილობი, თხილის ან შვრიის რძის გაკეთების შემდეგ მორჩენილი მასა საუკეთესოა კრეკერებისა და მაფინებისთვის.
ვარიანტები ამოუწურავია.
გაყინვა
თითქმის ყველა ხილი, ბოსტნეული და მომზადებული საჭმელიც კი, კარგად ინახება საყინულეში.გაყინვა უხდება მწიფე ხილს, ბოსტნეულის ნარჩენებს ბულიონისთვის (ზედა პუნქტში უკვე ვახსენეთ ეს), ფარშს, მოხარშულ და პორციებად დანაწევრებულ ბრინჯსა და წიწიბურას, პომიდვრის საწებელს, ჰუმუსს, ნარჩენებით მოხარშულ ბულიონს და რას აღარ.
ყველაზე კარგია ხერხი ნარჩენების შესამცირებლად - წინასწარ გაამზადოთ მთელი კვირის მენიუს ნაწილი მაინც, ის რასაც დიდი დრო უნდა მოსამზადებლად და შემდეგ უბრალოდ შეათბოთ.
ან თუ მთლიანად ვერ შეჭამთ კერძს და მოგბეზრდებათ, ნარჩენი გაყინოთ და რამდენიმე დღის მერე მიუბრუნდეთ.
დაზოგვა
დაზოგვას აუცილებლად სჭირდება მცირე გამოთვლები. საშუალოდ რამდენჯერ მიირთვამთ სახლში, რამდენი ადამიანი და რამდენს.
ძირითადად რა პროდუქტები იხარჯება და რა დროში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი დაკვირვების შედეგად შეიძლება კვირის მენიუს წინასწარ გამზადება და გაყინვა, მაგალითად: გარნირების მომზადება და შემდეგ უკვე ზუსტად ჭამის წინ მათი ძირითად კერძთან ერთად გათბობა.
დაზოგვა საშუალებას იძლევა, რომ ზუსტად იმდენი ვიყიდოთ და ისე გავთვალოთ, რომ პროდუქტები მოულოდნელად არ გაფუჭდეს და გადასაყრელი არ გახდეს.

ამ მეთოდით ფინანსური რესურსიც დიდებულად იზოგება.
სწორი შენახვა
ალბათ გახსოვთ, ან გინახავთ ბებიები კარტოფილს ბნელ კარადაში რომ ინახავდნენ, ან ხახვის ასხმულები ფანჯარაზე რომ ეკიდათ, სადაც კარგი ვენტილაცია იყო.
აი ეს ცოდნები კარგმა მაცივრებმა ერთგვარად დაგვაკარგინა და ითვლება, რომ მაცივარი ყველაფერს კარგად ინახავს, მაგრამ ნურას უკაცრავად.
არათუ კარგად არ ინახავს, ზოგი პროდუქტი საეთოდ არ უნდა მოხვდეს შიგნით, ზოგი კი კონკრეტულ თაროზე ინახება მხოლოდ.
ამაზე ცალკე პოსტის დაწერაც კი შეიძლება იმდენად სპეციფიკური თემაა.
გაზრდა
ამის გაკეთებისთვის არ არის აუცილებელი ეზო ან ბაღი. მეტსაც გეტყვით, უმეტესად აივანიც კი არ არის აუცილებელი და ნარჩენების გაზრდა ფანჯრის რაფაზეც შეიძლება.
სალათის ფოთლებს თუ ფესვებიანს (ან ძირებიანს იყიდით) ხელით მოწიწკნით ფოთლებს და დანარჩენს წყალში ჩადებთ, დაახლოებით 10 დღეში ახალი ფოთლები გექნებათ. იგივე პრინციპი მუშაობს მწვანე ხახვსა და ოხრახუშზეც.
გამოდის რომ ერთის ფასად რამდენიმე პროდუქტს იღებთ, სახლიდან გაუსვლელად, პირდაპი ფანჯრის რაფაზე გაზრდით.
იზოგება დრო, ფული და გარემოც ნაკლებად ნაგვიანდება.
ნარჩენების შემცირება შეიძლება ფუფუნების ნაწილი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, ნარჩენების შემცირება ფინანსურ ხარჯებსაც მშვენივრად ამცირებს, უმეტეს შემთხვევაში.
შესაბამისად გამოდის, რომ გარემოზე ზრუნვა მომგებიანია არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ფინანსურ ასპექტშიც.

გრძელვადიანად ჩვენ დავზოგავთ რესურსს და შესაძლოა უფრო უკეთეს გარემოსა და სამყაროშიც გავიღვიძოთ ერთ დღეს.
არ არის აუცილებელი ყველაფრის იდეალურად შესრულება,მცირე და მრავალფეროვანი ნაბიჯებიც კმარა თუ ამას ყველა გავაკეთებთ.
ჩვენ ვერ გავაკეთებთ ყველაფერს რაც აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია რომ გავაკეთოთ სულ მცირე მაინც.
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!