213 - IV

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში
.
29 ოქტომბერი - 365 ნაბიჯი

დილით როგორც წინა საღამოს დამიბარა ბაკომ 10 საათზე გავიღვიძე, ავიზლაზნე და აღმოვაჩინე რომ ბაკოს ეძინა.
გადავწყვიტე ჯერ ცხვირ-პირი დამებანა და მერე ცივი წყლით გამეღვიძებინა.
აბაზანიდან  გამოსულს ფხიზლად დამიხვდა და გეგმა ვერ განვახორციელე. სანამ ბაკოს აბაზანის ჯერი იყომ ე მობილურს ჩავუჯექი და ამ დროა გამოდის კარში საწყალი სახით, ლამის იტიროს , ხელში კბილის ჯაგრისი უჭირავს და მოთქვამს. უცებ ვერ მივხვდი რა დაემართა. თურმე ჯაგრისი პირდაპირ ონკანის წყალს შეუშვირა, ამის გაკეთება კი  აქ მიზანშეწონილი არ არის. ბაკო უცებ დავამშვიდე, ჯაგრისი გავწმინდეთ და ბედნიერმა გააგრძელა დილის პროცედურები.

საბოდიალოდ გასვლამდე ძალიან ბევრი ვიზოზინეთ და სადღაც 12:00 ზე გავედით ჰოსტელიდან. რა თქმა უნდა რუკა და გუგლ ოკ თან გვქონდა თუმცა უკანასკნელმა ცოტა გვიღალატა. 
პირველი რაც ვქენით ვისაუზმეთ. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე რომ ნეპალური ჩაი შემეკვეთა. ვაი შენს მარიამს - რძიანი ჩაი მომიტანეს რომელსაც დარიჩინის გემო დაჰკრავდა. რძე ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ის ფული დამენანა რომეელიც უნდა გადამეხადა, ამიტომ დავლიე. სადღაც მესამე ჭიქაზე აღმოვაჩინე რომ ისეთი ცუდიც არაა როგორც თავიდანნ მომეჩვენა. საჭმელად სენდვიჩი და ტოსტები მოვითხოვეთ, რაც მშვენიალური აღმოჩნდა. 
პირველი დანიშნულების წერტილი  იყო  Swoyambhu - მაიმუნების ტაძარი.
მართალია გვირჩიეს ტაქსით წადითო,  მაგრამ არ დავნებდით და ფეხით გავიარეთ ქალაქი. საკმაოდ რთულია რადგან ქუჩებს ან არ აწერია ან ლათინურად არ აწერია, თუმცა ჩვენ ვიპოვნეთ გამოსავალი და მაღაზიის აბრებზე ლათინურად დაწერილ  მისამართებს ვეძებდით. 
გასაოცარია, მაგრამ არ დავკარგულვართ. გზადაგზა , მთელს ქალაქში გაფანტულ პატარა ქანდაკებებს და სალოცავებს ვხვდებოდით. ქალაქში ყველა გესალმება, ყველა გიღიმის, ისინიც კი ვისაც შენგან არანაირი სარგებლის მღება არ აქვს გადაწყვეტილი. 
მაიმუნების ტაძარში ასასვლელად 365 კიბე უნდა ა იარო, რომელიც საკმაოდ ციცაბო ბორცვზეა შეფენილი. გარშემო ბევრი პატარა სალოცავის ტიპის რამეები დგას, მაიმუნები კი თავისუფლად დარბიანწინ და უკან. ტაძარში ასვლისთანავე ჩაისუნთქავ და შეიძლება წამოსვლამდე ვერც ამოისუნთქო. ხალხი ბევრია, მაგრამ მშვიდად შეიძლება ყველაფრის ნახვა. ჩვენ გაგვიმართლა და ბერების რიტუალსაც შევესწარით, რომელიც ფრიად შთამბეჭდავია. დამბურძგლა და ისე შთავიბეჭდე ლამის ავჩუყდი. ჩამოსვლა უფრო დამღლელი აღმოჩნდა. 

იქიდან მეორე წერტილისკენ წავედით Kathmandu Durbar Square - თუმცა იქ დიდი ამბავი დაგვხვდა. კულტურული მემკვიდრეობის დღეები დაგვხვდა თუ რაღაც ამდაგვარი და დიდ კონცერტსაც დავესწარით. უკანა გზაზე სხვა გზით წამოვედიტ და ისევ მშვენივრად გამოვიკვლიეთ გზა. რთულია ქუჩაში ისე იარო რომ ტრანსპორტს არჩაუვარდე ქვეშ. მიუხედავად იმისა რომ იდეაში მარცხენა მხრის მოძრაობაა ყველა მაინც ისე დადის როგორც უნდა, თანაც აქ ტროტუარებიც არ არის. მოკლედ 2-ჯერ გადავურჩუ მოტოციკლს. 

ჯამში ეს დღე ძალიან საინტრესო და სასიამოვნო გამოვიდა. ისე დავამუღამეთ, რომ გამყიდველის წინ რომ ამოიღებ და დაითვლი ფულს და ნახავს რამდენიც გაქვს ეგრევე გნებდება შენს ფასზე, ზუსტად ასე ვიყიდე ჩემი რუდრაქშა.

ფოტოებს ვერ ვაბამ მაპატიეთ,ისედაც მობილურიდან ვპოსტან. იხილეთ ჩემი ფეისბიუქი. 

Post a Comment

2 Comments

  1. ვისაც ფეისბუქი არ გვაქვს, რა ვქნათ? :-(((( მოაბი, როგორც გინდა ეგ სურათები. :პ

    ReplyDelete
    Replies
    1. Sunny ვერაფრით )) ჯერ მოვილურიდან პოსტვა ნამდვილი ტანჯვაა და ფოტოების მიბმაზე ფიქრიც არ მინდა ))

      ალბათ როდისმე მერე თუ ვიზამ ))

      Delete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!