პოსტის შთაგონება მორიგი ქართული (ტრადიციული) ქორწილი გახლავთ! |
როდესაც თავში დამკრავს იდეა, რომ გათხოვებას გადავწყვეტ და მომინდება რომ მქონდეს ქორწილი - არ ვიცი რა არ იქნება იმ ქორწილში , რა გამოვა და როგორ, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ შემდეგი პუნქტების შესრულებაზე ძალისხმევას და მონდომებას არ დავიშურებ:
- პირველ რიგში სტუმრების სია
ძალიან ვიმედოვნებ, რომ ის ადამიანი რომელთან ერთადაც გადავწყვეტ მსგავსი სიგიჟის ჩადენას დაახლოებით მაინც იქნება იგივე აზრზე რაზეც მე , ამიტომ ვფიქრობ მაქსიმუმ 50 ადამიანი საკმარისი იქნება ამ დღის საუკეთესოდ აღსანიშნად
- მეორე სტუმრების DressCode
ნუ ვფიქრობ იმისათვის რომ არდაპატიჟებულ საზოგადოებას გული არ დასწყდეს ესოდენ ექსცენტრულ ქორწილზე ვერ მოხვედრის გამო , ყველა მოპატიჟებული სტუმარი აუცილებლად ნუდისტურ სტილში ”კოსტუმირებული” უნდა გამოცხადდეს : )
- სტანდარტული რიტუალები
მართალია უკიდეგანოდ მორწმუნე არ ვარ და არც ეკლესიური წესებით ვცხოვრობ, მაგრამ თუ ჯვრისწერა გადაწყდა – აუცილებლად საფარაში. ხოდა თუ არადა მაინც საფარის მონასტერთან ახლოს განვითარდება მოვლენები: )
- მოვლენების განვითარების ადგილი
როგორც უკვე აღვნიშნე მოვლენები განვითარდება ღია ცის ქვეშ, სადმე საფარის მონასტრის ახლოს (ნუ მთლად მიმდებარე ტერიტორიაზე არა რა თქმა უნდა. აუცილებლად ღამისთევით, ბევრი კარვებით მუსიკით და ღრიანცელით.
- პატარძლისა და სიძის (ნეფესაც ეძახიან ხო? ) ჩაცმულობა
ესეიგი ამაზე დიდი ხანი ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე, ასე რომ დამსწრე საზოგადოება საჭირო დროს, საჭირო ადგილზე თვითონ ნახავს ,თუმცა გპირდებით ხელში მეჭირება კაკტუსების დიდი თაიგული : ) რატომ?? აბა ვინც იჭერს იმას რომ უხარია მეც რომ გამიხარდეს ცოტა ხომ შეიძლება?
- ტორტი
ოო მეგობრებო, რა თქმა უნდა ტორტი აუცილებლად იქნება (ჩემი ტორტებისადმი უსაზღვრო სიყვარულის დასტურად რა თქმა უნდა) მაგრამ მხოლოდ საჭმელად არა : ) ტორტი იქნება შესაზელად – ცხვირპირში. აბა ისე არაა საინტერესო – მოგიჭრიან , შეჭამ, მოგიჭრიან შეჭამ… ასე რომ როგორც კი გაიჭრება ტორტი პირველ ნაჭერს მე გავისვრი ნებისმიერი მიმართულებით : )
- მუსიკა
ნუ მუსიკა ყველას რომ ესიამოვნოს ამისათვის ყველა სტუმარს მოსაწვევში ეწერება თან იქონიოს რამე ციფრული ინფ. გადამტანი საშუალება და ცოტა ცოტა ყველას გავახარებთ : )
მოკლედ მგონი სულ ეს იყო რაც გამახსენდა, დამამახსოვრდა და დავგეგმე : )
იმედია კარგი გამოვა , თუ გამოვა , როცა გამოვა, რაც გამოვა : )
კაია რებე,
ReplyDeleteშენი იდეა მახსოვს, ქორწილების ორგანიზება რომ გინდოდა, არ დაივიწყო ეგ და გააკეთე რამე ;)
ჰუჰ, მე რომ გავჭერი ტორტი, ველოდე თორნიკეს, ახლა მაჭმევს_თქო და არაჰ, არადა მაგრა მშიოდა და ჩემით ვჭამე :)) მერე გამომართვა და ცხვირზე წამისვა და ამის პასუხად თავზე შევაზილე გემრიელად :))
ReplyDeleteeko - idea aris ganxorcieleba jer ara :D
ReplyDeleteKuda - : )))))))))))))))))))))))
მგონი 50 კაცი ბევრია, ისე კაია ;))
ReplyDeleteრატომ საფარაში და იქ ნუდისტური ქორწილი როგორ წარმოგიდგენია?
ReplyDeleteისე ვიხალისე, კაქტუსი კარგი აზრია ;)
შენ ამ ბოლო დროს ძაან მოუხშირე ქორწილებზე ლაპარაკს, სიარულს და რამე არ "მიჰქარო" :პ ყოველ შემთხვევაში, ჩემს ჩამოსვლამდე, იქნებ ქორწილში მაინც გნახო =))
ReplyDeleteQilip - ara 50 kaci sauketeso raodenobaa : )
ReplyDeleteAnonymous - zalian mshvenivrad : ) safaris monastris ikit ici ramdeni teritoriaa?? uuzaaarmazari da uuamravi : )
Sunny ar idardo : ) sad mechqareba : )) jer chemi tavic yofnis gijad :D
კაქტუსების თაიგული მიგნებაა : D
ReplyDeleteკაკტუსი და food fight მომეწონა ყველაზე ძალიან.
ReplyDeleteსტუმრების ნუდისტურ "კოსტუმებში" და ნეფე პატარძალი ჩაცმული ცოტა არ იყოს უსამართლობაა :DDDDD
ReplyDeleteმე ჰელოუინზე ვიყავი ქორწილში დაპატიჟებული და ერთი პირობე ვიფიქრე, Scream-ში როა ისე ხომ არ ჩავიცვა-თქო... :)
ReplyDeleteმერე იყო მაგაზე პოსტის წერა რომ დავიწყე და ვნახე თურმე რა პოპულარულია ჰელოუინ-ქორწილები მსოფლიოში. ნუ შენ კი იცი ეგ პოსტი...
ზოგი კიდევ კინოგმირებივით იცვამს... საერთოდ სხვადასხვა კოსტიუმირებული ქორწილები ბევრია დასავლეთში. მაგრამ ჩვენ ტრადიციონალისტი და ძალიან კონსერვატორი ხალხი ვართ.