რა იგეგმება – ჩემს ქორწილში : )

პოსტის შთაგონება მორიგი ქართული (ტრადიციული) ქორწილი გახლავთ!

როდესაც თავში დამკრავს იდეა, რომ გათხოვებას გადავწყვეტ და მომინდება რომ მქონდეს ქორწილი - არ ვიცი რა არ იქნება იმ ქორწილში , რა გამოვა და როგორ, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ შემდეგი პუნქტების შესრულებაზე ძალისხმევას და მონდომებას არ დავიშურებ:

  • პირველ რიგში სტუმრების სია

ძალიან ვიმედოვნებ, რომ ის ადამიანი რომელთან ერთადაც გადავწყვეტ მსგავსი სიგიჟის ჩადენას დაახლოებით მაინც იქნება იგივე აზრზე რაზეც მე , ამიტომ ვფიქრობ მაქსიმუმ 50 ადამიანი საკმარისი იქნება ამ დღის საუკეთესოდ აღსანიშნად

  • მეორე სტუმრების  DressCode

ნუ ვფიქრობ იმისათვის რომ არდაპატიჟებულ საზოგადოებას გული არ დასწყდეს ესოდენ ექსცენტრულ ქორწილზე ვერ მოხვედრის გამო , ყველა მოპატიჟებული სტუმარი აუცილებლად ნუდისტურ სტილში ”კოსტუმირებული” უნდა გამოცხადდეს : )

213

  • სტანდარტული რიტუალები

მართალია უკიდეგანოდ მორწმუნე არ ვარ და არც ეკლესიური წესებით ვცხოვრობ, მაგრამ თუ ჯვრისწერა გადაწყდა – აუცილებლად საფარაში. ხოდა თუ არადა მაინც საფარის მონასტერთან ახლოს განვითარდება მოვლენები: )

  • მოვლენების განვითარების ადგილი

როგორც უკვე აღვნიშნე მოვლენები განვითარდება ღია ცის ქვეშ, სადმე საფარის მონასტრის ახლოს (ნუ მთლად მიმდებარე ტერიტორიაზე არა რა თქმა უნდა. აუცილებლად ღამისთევით, ბევრი კარვებით მუსიკით და ღრიანცელით.

dancefloor_188aprev

  • პატარძლისა და სიძის (ნეფესაც ეძახიან ხო? ) ჩაცმულობა

ესეიგი ამაზე დიდი ხანი ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე, ასე რომ დამსწრე საზოგადოება საჭირო დროს, საჭირო ადგილზე თვითონ ნახავს ,თუმცა გპირდებით ხელში მეჭირება კაკტუსების დიდი თაიგული : ) რატომ?? აბა ვინც იჭერს იმას რომ უხარია მეც რომ გამიხარდეს ცოტა ხომ შეიძლება?

  • ტორტი

ოო მეგობრებო, რა თქმა უნდა ტორტი აუცილებლად იქნება (ჩემი ტორტებისადმი უსაზღვრო სიყვარულის დასტურად რა თქმა უნდა) მაგრამ მხოლოდ საჭმელად არა : ) ტორტი იქნება შესაზელად – ცხვირპირში. აბა ისე არაა საინტერესო – მოგიჭრიან , შეჭამ, მოგიჭრიან შეჭამ… ასე რომ როგორც კი გაიჭრება ტორტი პირველ ნაჭერს მე გავისვრი ნებისმიერი მიმართულებით : )

80__s_Themed_Wedding_Cake_by_DontDeconstruct

  • მუსიკა

ნუ მუსიკა ყველას რომ ესიამოვნოს ამისათვის ყველა სტუმარს მოსაწვევში ეწერება თან იქონიოს რამე ციფრული ინფ. გადამტანი საშუალება და ცოტა ცოტა ყველას გავახარებთ : )dreamstimecomp_9918070

მოკლედ მგონი სულ ეს იყო რაც გამახსენდა, დამამახსოვრდა და დავგეგმე : )

იმედია კარგი გამოვა , თუ გამოვა , როცა გამოვა, რაც გამოვა : )

Post a Comment

11 Comments

  1. კაია რებე,
    შენი იდეა მახსოვს, ქორწილების ორგანიზება რომ გინდოდა, არ დაივიწყო ეგ და გააკეთე რამე ;)

    ReplyDelete
  2. ჰუჰ, მე რომ გავჭერი ტორტი, ველოდე თორნიკეს, ახლა მაჭმევს_თქო და არაჰ, არადა მაგრა მშიოდა და ჩემით ვჭამე :)) მერე გამომართვა და ცხვირზე წამისვა და ამის პასუხად თავზე შევაზილე გემრიელად :))

    ReplyDelete
  3. eko - idea aris ganxorcieleba jer ara :D

    Kuda - : )))))))))))))))))))))))

    ReplyDelete
  4. Anonymous7:21 PM

    მგონი 50 კაცი ბევრია, ისე კაია ;))

    ReplyDelete
  5. Anonymous7:49 PM

    რატომ საფარაში და იქ ნუდისტური ქორწილი როგორ წარმოგიდგენია?

    ისე ვიხალისე, კაქტუსი კარგი აზრია ;)

    ReplyDelete
  6. შენ ამ ბოლო დროს ძაან მოუხშირე ქორწილებზე ლაპარაკს, სიარულს და რამე არ "მიჰქარო" :პ ყოველ შემთხვევაში, ჩემს ჩამოსვლამდე, იქნებ ქორწილში მაინც გნახო =))

    ReplyDelete
  7. Qilip - ara 50 kaci sauketeso raodenobaa : )

    Anonymous - zalian mshvenivrad : ) safaris monastris ikit ici ramdeni teritoriaa?? uuzaaarmazari da uuamravi : )

    Sunny ar idardo : ) sad mechqareba : )) jer chemi tavic yofnis gijad :D

    ReplyDelete
  8. კაქტუსების თაიგული მიგნებაა : D

    ReplyDelete
  9. Anonymous1:28 AM

    კაკტუსი და food fight მომეწონა ყველაზე ძალიან.

    ReplyDelete
  10. სტუმრების ნუდისტურ "კოსტუმებში" და ნეფე პატარძალი ჩაცმული ცოტა არ იყოს უსამართლობაა :DDDDD

    ReplyDelete
  11. მე ჰელოუინზე ვიყავი ქორწილში დაპატიჟებული და ერთი პირობე ვიფიქრე, Scream-ში როა ისე ხომ არ ჩავიცვა-თქო... :)
    მერე იყო მაგაზე პოსტის წერა რომ დავიწყე და ვნახე თურმე რა პოპულარულია ჰელოუინ-ქორწილები მსოფლიოში. ნუ შენ კი იცი ეგ პოსტი...
    ზოგი კიდევ კინოგმირებივით იცვამს... საერთოდ სხვადასხვა კოსტიუმირებული ქორწილები ბევრია დასავლეთში. მაგრამ ჩვენ ტრადიციონალისტი და ძალიან კონსერვატორი ხალხი ვართ.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!