მწვანეთვალებაწრფე

რა დიდია ცდუნება მოუსმინო სხვების საუბარს და რა რთულია თავის შეკავება.
თუ თავის შეკავებას არ ცდილობ შემდეგ სინდისის ქენჯნაც არ აყოვნებს ხოლმე, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიზანმიმართულად უგდებ ყურს საუბარს.

ხალხით გადაჭედილ კაფეში თუ შემთხვევით ვიღაცის საუბარს მოუსმენ, სულაც არ ითვლება ცუდ საქციელად, იქ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს.

ამიტომ აბსოლუტურად არ მაწუხებს სინდისი იმ დიალოგის მოსმენის შემდეგ, რომელიც თქვენც  უნდა გაგიზიაროთ:

- აუ იცი როგორია? აი ფილმებში რომ სპეციალურად არჩევენ თითქმის სრულყოფილ ტიპებს. მაღალია და სიმპატიური და კიდევ აი რაღაცნაირი... 
-მოიცა რა შენ ყოველ მეორეზე ეგრე ამბობ, გჭირს ალბათ რაღაც 
- არა, რა ყოველ მეორეზე. ეს მართლა როგორია იცი? აი აგიღწერ და წარმოიდგინე:
-აქვს მუქი ფერის თმა, რაღაცნაირად მიმართულების გარეშე ეზრდება, კიდევ მუქი მწვანე ან რაღაც მაგდაგვარი თვალები აქვს და უცნაური გამოხედვა. გამოხედვა რომელშიც ვერაფერს ვერ დაიჭერ კონკრეტულს. ტუჩებიც აქვს... 
- მართლაა? თუჩებიც კი აქვს?? ღმერთო ჩემი რას არ გაიგებ  ადამიანი, ტუჩებიანი კაცებიც არსებობენ... 
-ფუ კაი ნუ იცი ეგრე! "ვაფშე" არ მეღადავება ეხლა მე... 
-რატო კაცო გიჭირს რამე?? სუნთქვა? თავბრუ გეხვევა? 
- ძალიან ცუდი ტიპი ხარ, ინხ რა.... 
-ჰო კაი , განაგრძე ვეცდები წარმოვიდგინო ტიპი, რომელსაც აქვს ტუჩები.... 
-არა რა, ლაპარაკი არ შეიძლება შენთან, მაგრამ კაი.... მსიამოვნებს ამ ყველაფრის მოყოლა... ხოოდა მოკლედ ტუჩების აქვს აი რაღაცნაირი... უფრო იცი როგორი, ჰმ მშვიდი და ზომიერი 
- ზომიერი ტუჩი რაღაა? დებილი ხარ რა... 
- ოო , აი როგორ აგიხსნა რა, მოკლედ კარგი ტუჩები აქვს (ამ დროს პირის წკლაპუნიც გავიგე ოღონდ ვერ მივხვდი რამე დააგემოვნა თუ წარმოდგენებში იყო) 
-კიდევ რა აქვს განსაკუთრებული ტუჩების, თვალების და თმის გარდა? თუ სულ ეგაა შენი სუპერ კაცი?? 
-აუ არა , კიდევ აი ძალიან საკაიფო ცხვირი აქვს და ტორსიც მაგარი აქვს და საერთოდაც თავი მაგრად უჭირავს , რაღაცნაირად - აგრესიულად თუ რაღაც ეგრე....
თანაც ხომ იცი გაბურძგნული კაცების სიყვარულში "იასნა", ეგეც რაღაც მაგ კატეგორიაში გადის, მაგრამ აი სხვანაირია.... 
- ჰო მჯერა , ჩემს ქუჩაზე რომ ბომჟია ისიც ისე განსაკუთრებულად გაბურძგნული დადის ვერავის შეადარებ.... 
- იდიოტი ხარ! თუ კაიფს არ მორჩები წავალ... 
- სად შენს სუპერმენთან? 

ამის შემდეგ კიდევ დიდი ხანი იკამათეს და საბოლოოდ ისევ იგივე თემას დაუბრუნდნენ:

- აუ აი იცი როგორ იცვამს? აი ძალიან .... ფუ შესაფერისი სიტყვაც კი არ მახსოვს. "ძერზკად" და ამავე დროს სადად .
კიდევ რა ახასიათებს იცი?? უფრო სწორად რა ევასება?? ხელზე უკეთია ბეჭედი, რომელიც ალბათ ძალიან ძველია, შიგნით როდესღაც მიმანქრის ორნამენტი ექნებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ცოტაღაა იმ ორნამენტისაგან შერჩენილი, თუმცა ცუდად სულაც არ გამოიყურება.
- საერთოდაც რომ ვუყურებ .... აი ვუყურებ და მორჩა რა... აზრი არ აქვს რა ხდება გარშემო.... ის უბრალოდ არის და მერე ყველაფერი სხვა ქრება... 
 -კიდევ მისი საუბრის მანერა მომწონს და კიდევ ის, რომ არაფერს ამბობს და როცა ამბობს ვერაფერსაც ვერ გაიგებ...
-რა მოგწონს მერე მაგაში? თავი რომ დებილი გგონია? 
-არა თავი სულ არ მგონია დებილი, უფრო მეტად ის მგონია რომ ძალიან უცნაურია და სხვანაირად ფიქრობს, ძალიან მარტივ რამეებზეც კი.... 
-შიშველი უკვე წარმოიდგინე თუ ჯერ მაქამდე არ განვითარებულხარ?? 

ამის შემდეგ საუბარი და ჩხუბი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა მოსმენა ვეღარ შევძელი ორი მიზეზით:
1. იმიტომ რომ ჩვენს გვერდით მაგიდა ძალიან ახმაურდა და
2. ჩემთვის დავიწყე ფიქრი, ამ დიალოგზეც და საერთოდ ადამიანებზეც .

აი ხომ არაფერი განსაკუთრებული, ალბათ მილიონობით ასეთი საუბარი არის ყოველ დღეს და წუთს დედამიწაზე, მაგრამ ყველაზე დასანანი ისაა, რომ ისინი ვიზეც საუბრობენ ვერასოდეს იგებენ ამ ყველაფერს....(ნუ თითქმის ვერასოდეს) არადა რა საინტერესო იქნებოდა სამყაროს რომ მიჰქონდეს ეს ინფორმაცია განსჯის "საგნამდე" და რაიმე სახით აცნობებდეს მათ....

ეგ რომ ხდებოდეს ალბათ ადამიანები ლაპარაკს გადაეჩვეოდნენ, ჩვენ ხომ ყოველ წუთს ვიღაცას ვარჩევთ, ვაკრიტიკებთ და ვახსენებთ....


Post a Comment

6 Comments

  1. ძალიან პატარა ბავშვების დიალოგს ჰგავს, ასე 15-17 წლისებისას

    ReplyDelete
  2. Nati - ამ ისტორიაში მთავარი ეგ სულაც არაა ;)

    ReplyDelete
  3. აღრრრრრრრრრრრრრ მინდა მინდა მომდიოდეს ეს სიგნალები :))

    ReplyDelete
  4. მომენტრა აქაურობა და შენი ახალი თავგადასავლების წაკითხვა :)
    რაც შეეხება ამ დიალოგს. მსგავსს უამრავჯერ შევსწრებივარ და ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო ადამიანი, რომელზეც ლაპარაკობენ ან დავფიქრდე თემაზე , რომელზეც საუბრობენ. და ა.შ

    ReplyDelete
  5. Anonymous4:07 AM

    ძალიან სასარგებლო და ძალიან მავნე იქნებოდა ეგ რომ არსებობდეს. სასარგებლო მაშინ, როცა ჩემზე ილაპარაკებდნენ და საზიანო მაშინ, როცა სხვებზე ვილაპარაკებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მგონი არავინ ისურვებდა მის არსებობას... თუნდაც იმიტომ რომ ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია გალანძღო ბოსი :დ

    ReplyDelete
  6. ერთი პერიოდი მინდოდა ეგეთი ხალხი დამეხოცა. :დდ

    ახლა კი მათი დაიგნორების Mode-ში ვარ. ნერვებს ვუფრთხილდები.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!