Saturday, November 19, 2011

წწწ. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ცომ

არც ისე დიდი ხანი იყო რაც მიმოწერა გვქონდა ეგრეთ წოდებულ ვირტუალურ სივრცეში. აქტიური მიმოწერათქო რომ ვთქვა ძალიან მოვიტყუები, ძალიან.

როგორც არ უნდა იყოს ,მეტად თუ ნაკლებად ამას ურთიერთობა ერქვა, არაფრით გამორჩეული, მშვიდი, აუღელვებელი , სტაბილური და შორეული (ან თუნდაც დისტანციური).

თუმცა ”საქმემ” მოითხოვა და შეხვედრის აუცილებლობაც დადგა(არადა გეგმაშიც კი არ იყო მსგავსი რამ). შეხვედრის ადგილი და დრო ასევე მარტივად და მშვიდად დაითქვა, მეც როგორც მჩვევია (ძირითადად) დაუგვიანებლად მისვლა , ეგრე მივედი (ნუ კარგით ხო ,5 წუთი დამაგვიანდა დებილი მძღოლების გამო, ტარება რომ არ იციან და საცობებს ქმნიან).

ერთ უსახურ და არაფრით გამორჩეულ კაფეში შევედი , შემდეგ კი  გაფაციცებით დავიწყე ყურება. ამ დროს ჩემი სახელი შორეული კუთხიდან გავიგე, თვალები მოვჭუტე და მოსალოდნელი ობიექტის ძიებაში , არც ისე დარწმუნებულმა, პირველი ნაბიჯი გადავდგი.

Savannah_Day_Dreams_by_E_Bow_The_Letter

- გამარჯობა, როგორ ხარ? – მომმართა პირველმა

- მე იცი… შენ…. ისა …. – ავბლუკუნდი და ბრინჯივით მიმოვიფანტე ჰაერში

- ჰო ჩვენ ხომ უნდა შევხვედროდით, მე ვარ ი.რაღაცაგვარი – გაღიმებულმა და თითქოს ოდნავ შეცბუნებულმა გამაცნო თავისი თავი (თუმცა ასე თუ ისე მაინც ვიცნობდი)

კიდევ კარგი ჩემი ტვინი ბინარული სისტემით არ ახდენს ინფორმაციის დახარისხებასა და დამახსოვრებას თორემ უეჭველი ”ბლუ სქრინს ” ამოვაგდებდი, თუმცა გაჭედვით მაინც გავჭედე.

სკამზე დავეფერთხე და სულელივით გაღიმებული მივაჩერდი თანამოსაუბრეს.

- ვაიმე იცი მე , მე სულ სხვანაირი მეგონე, უფრო ასაკოვან და საერთოდაც სხვა ადამიანს ველოდებოდი. შენი საუბრის მანერიდან , აზროვნებიდან … მოკლედ სხვანაირი მყავდი წარმოდგენილი, იცი… – ვიღიმი, თავი შტერი მგონია , მაგრამ გულს არ ვიტეხ.

მიღიმის, უფრო სწორად იცინის და უცებ ვდუნდები, ვხვდები რომ It’s Ok. 

- ჩაის დალევ თუ…? – კითხვას იწყებს მაგრამ არ ვაცდი დასრულებას.

- დიახ , ჩაის დიდი სიამოვნებით დავლევდი, მეტი არაფერი მინდა მადლობა – ჯერ კიდევ დაძაბული ვარ ფრიად, მე ხომ წარმოდგენები ჩამომექცა თავზე.

- იცი სასიამოვნოა შეხვედრა, როგორც არ უნდა იყოს მაინც სხვა შეგრძნებაა, სხვანაირია ურთიერთობა, თვალებს ვხედავ – ვეუბნები და უკვე ვხვდები, რომ ჩემი მორიდებულობა და გაოგნება ჩაისთან ერთად კუჭში გადავუძახე მოსანელებლად.

ჩუმად ზის ჩემი თანამოსაუბრე, თუმცა ვხვდები რომ მისმენს და სულაც არ აპირებს საკუთარ ფიქრებში ჩაძირვას (მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დაფიქრებული იერი აქვს)

- ხო , აი იცი , ისა რაზეც შევხვდით მოკლედ , ისა … – ფუ ისევ გავჭედე, ისევ გავბრინჯდი, მგონი მისი მზერის ბრალია , უცნაური და გამომცდელი თვალებით იყურება.

- ხო , კი , რა თქმა უნდა – მერთვება ბლუყუნში და ეს ოდნავ მიმსუბუქებს მდგომარეობას.

”საქმეზე” საუბარი უფრო მარტივად წავიდა, შემდეგ ჩემი დაძაბულობა ერთიანად გაქრა და ისე ავჭიკჭიკდი, რომ ყურებმა ბზუილი დამიწყო. 3d44eb2eed67c7f8b390348e3a32edc0

ასაკი არ ეტყობოდა, ამიტომ გავბედე კითხვა (ეს აქამდე რატომ არასოდეს გამიკეთებია ვერ გეტყვით) შემდეგ პროფესიაზეც ჩამოვარდა საუბარი.

- მე ვწერ მე ბევრს ვწერ კარგად ვწერ თუ არა არ ვიცი მაგრამ ზოგადად მომწონს წერა საერთოდაც წერა …- ამოუსუნთქავად დავიწყე ლაქლაქი და მივხვდი, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ამიტომ გაჩუმება მომიწია.

როგორც აღმოჩნდა ისიც წერდა, თუმცა მთლად ისე არა როგორც მე, თუმცა ფრიად საინტერესო იყო მისი წერის სტილი და თემატიკა, უფრო სპეციფიური, უფრო რთული, უფრო ..- მოკლედ ბევრი უფრო, მაგრამ ზუსტად რამდენი არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ გავერკვიე წესიერად, სად მეცალა გაქანებული ვლაპარაკობდი, ამოუსუნთქავად.

შემდეგ ბევრი ვისაუბრე ჩემს ბავშვობაზე, გატაცებებზე, თავს გადახდენილ ისტორიებზე, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ეს ადამიანი სულ სხვა რამეს ისმენდა ჩემს ისტორიებში, სადაღაც უფრო სიღრმეში იყო ჩემს მონაყოლში ჩამძვრალი.

მისთვის ბევრი არაფერი მიკითხავს, არა უფრო სწორია თითქმის არაფერი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ ვერ ვკითხე.

რატომ?

რთული სათქმელია- იქნებ იმიტომ, რომ მაინც ვერ გავითავისე ბოლოლმდე - ამ ადამიანს ვიცნობდი თუ არა, შემეძლო უფრო თამამი ვყოფილიყავი თუ არა, ან იქნებ იმიტომ რომ მისი იერი და დამოკიდებულება არ მაძლევდა საშუალებას?

იქნებ ჩემი ქვეცნობიერი რაიმე დისტანციას გრძნობდა იმ უშუალობის მიღმა რომელიც ზედაპირულად ჩანდა? იქნებ ის ადამიანიც ჩემნაირად დაძაბული და გაბრინჯებული იყო , მაგრამ მე ჩემი სისულელის გადამკიდე ვერ შევნიშნე?

რთული სათქმელია , თუმცა გეტყვით რომ ჩაის ხვრეპასთან ერთად იმდენი ინფორმაციის გაცემა მოვახერხე ,რომ ალბათ ასე 2 – 3 დღე თავი გაბერილი ექნებოდა  და ტვინი კიდევ გამალებით ეცდებოდა ამ ყველაფრის გადახარსიხებას(რას ვერჩოდი კაცმა რომ თქვას) .

გამოგიტყდებით საინტერესო ადამიანად მომეჩვენა, უფრო მეტადაც კი ვიდრე მიმოწერის დროს, თუმცა მისი ”დამუღამება” ასე ადვილი არ აღმოჩნდა …

სასიამოვნო საღამო იყო ნამდვილად… იმედია კიდევ შევხვდები… იმედია ის უკვალოდ არ გაქრება (როგორ უცაბედადაც გაჩნდა, იქ კაფეში , შორეულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან)… იმედია კიდევ მომეცემა საშუალება მასთან ვისაუბრო და ახლა უკვე მას მოვუსმინო…

შეხვედრამდე ი. მორიგ შეხვედრამდე….

6 comments:

  1. ფრიად საინტერესოა :)
    მე კი ასეთ შეხვედრებს ვერიდები ხოლმე რატომღაც :))

    ReplyDelete
  2. Grafinia -სულ ტყუილად : ) არის ამაში რაღაც ძალიან საინტერესო, ექსცენტრული და ექსტრემალურიც

    ReplyDelete
  3. რა საოცრად საყვარელი ვინმე ხარ ჩორვენ. ვისიამოვნე ამ წერილის კითხვით.
    დავფიქრდი, გამეღიმა....
    ი.

    ReplyDelete
  4. წერის მანერა გაქვს საყვარელი :)) რასაც არ უნდა წერდე არ ვითრგუნები და უნებურად მეღიმება:))

    ReplyDelete
  5. ReziButa - ძალიან მსიამოვნებს ასეთი სახის რეაქციები ჩემს პოსტებზე. ზუსტად ამისათვის ვწერ ხშირად რომ ვიღაცამ ნაცნობი სიტუაცია ამოიცნოს, ან ნაცნობი ემოცია დაიჭიროს. მოხარული ვარ ფრიად ♥

    glamtaia - თაი მადლობა ♥♥♥

    ReplyDelete
  6. რა მაგარია... <3 რაღაცები მეცნო :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!