Tuesday, October 04, 2011

არც ფიფქია ვარ და არც კონკია, მაგრამ მე მათი მესმის….

სიმართლე გითხრათ ამბები ბოროტ დედინაცვალზე ყოველთვის გამოგონილი და გაბუქებული მეგონა, wicked_stepmotherთუმცა შევცდი და თანაც ძალიან….

პირველად რომ ჩვენი სახლის პარმაღს გადმოაბიჯა ისიც ისეთი თბილი და საყვარელი, კეთილი და მზრუნველი ჩანდა, მოკლედ გული აგევსებოდა სითბოთი და სიყვარულით. ჩვენც ოჯახის არსებულ წევრებს რა გზა გვქონდა - მივიღეთ ყველაფერი როგორც იყო და ვიფიქრეთ, რომ ნორმალური ადამიანი შემოგვემატათქო – ოი აქაც როგორ შევცდით. 

ნელა ნელა, უფრო სწორად კი პატარას დაბადების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, დამძიმდა, გაფუჭდა, ბურუსითა და ჩხუბებით დაიფარა. რთული იყო იმის აღიარება რომ ასეთი ”ფუმფულა”,”საყვარელი” და ”სათნო” ”დედიკო” მონსტრად გადაიქცა. თუმცა ფაქტია ამას ყველა ხედავდა (ეს ჩემს ინტრიგნობას და სუბიექტურობას გამორიცხავს) ყველას უკვირდა და შემდეგ თანდათან ყველამ ხმა ამოიღო. მაგრამ რად გინდა? კედელს ცერცვი შეაყარეო ხომ გაგიგიათ? ზუსტად ასე მოხდა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და გაუსაძლისი გახდა, ახალი ”დედიკო” უფრო ბოროტი და შეუბრალებელი, ოჯახი კი დაქსასულ განერვიულებული.

დასანანია რომ დედინაცვლებზე ზღაპრები  თუ მულტფილმები მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი გვგონია და არა ჭკუის სასწავლებელი. ყველას ჰგონია რომ ეს მათ არ დაემართებათ , მაგრამ ცხოვრება სხვანაირადაა მოწყობილი და ეს ამ საკითხსაც ეხება.evil-stepmother

სიმართლე თუ გინდათ ბრძოლით დავიღალე. აღარც ჩხუბი მინდა, აღარც აყალმაყალი, არც საქმის გარჩევა და მოკლედ ყველას თავში ქვა უხლია. ხომ არის ნათქვამი ყველას ის აქვს რასაც იმსახურებსო? ჰოდა დაე იყოს ეგრე. აღარც თვალის ახელას ვაპირებ ვინმესთვის, არც სიმართლის მტკიცებას – ამიერიდან ცალკე არსება ვარ, რომელიც უბრალოდ გვერდითა ოთახში ცხოვრობს , ცდილობს მათი საგიჟეთი არ გაიზიროს და არც მონაწილეობა მიიღოს რამენაირად.

ვწუხვარ რომ ჩემს თავს ასეთი რამ ხდება და რაღაც დოზით დანარჩენი ოჯახის წევრებიც კი მეცოდება თუმცა მარტო ვარ ამ ბრძოლაში და სასიკვდილო ჭრილობის მიღებას ჯობია თავი რამეს შევაფარო…. თუმცა ვინ იცის ამ ბრძოლის მერე ომი როგორ განვითარდება!

5 comments:

  1. გამოსავალი მომწონს - თავის გარიდება. ბრძოლა მოსაწყენია და ნერვებს გაგიფუჭებს :/ დაიკიდე და შენთვის იცხოვრე.

    ReplyDelete
  2. ჰო, რა ძნელია... გარიდება აჯობებს.

    ReplyDelete
  3. არცერთი ზღაპარი და არცერთი მულტფილმი არ არის ფანტაზიის შედეგი. ორივე საუკეთესო საშუალებაა იმის დასანახად, როგორები ვართ ადამიანები სინამდვილეში. ბავშვებს კი არა, უფროსებს უნდა სვავდნენ და უკითხავდნენ/აჩვენებდნენ.

    ReplyDelete
  4. Anonymous1:35 PM

    dedinacvals cakitkhuli aqvs es blogi?

    ReplyDelete
  5. Anonymous - არ ვიცი, მაგრამ მე მკიდია : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!