Wednesday, August 17, 2011

კანდიდატი #2 – თავს გადახდენილი ისტორია

სახელი: აკა

ასაკი: 24

სიმაღლე: 174

პროფესია: ”ჟივაძიორ”

შეხვედრა #1

რთული სათქმელია პიკნიკზე შეხვედრა რამდენად კარგია ადამიანის გასაცნობად, თანაც არც ისე მეგობრულ გარემოში, თუმცა ფაქტია ჩემს შემთხვევაში ყველაფერი კარგად გამოვიდა.

ბუნება და ”ველური” გარემო ასე თუ ისე  უბიძგებს ადამიანებს რაღაც პირველყოფილისა და გიჟურისკენ , ხოდა ეტყობა მასშიც გაიღვიძა იმ დღეს მონადირემ.

ძალიან, ძალიან მსუბუქად და შეუმჩნევლად (სხვებისათვის) ფლირტი წამოიწყო, თავიდან უბრალოდ შემთხვევითი გამოხედვები იყო, შემდეგ (ვითომ) რაღაც საერთო ”დავალება” საჭიროების მიხედვით, შემდეგ მსუბუქი შეხებები, რომელიც ასევე თითქოს და შემთხვევითობაა.

რეალურად თუ ვიტყვი - მაშინ მნიშვნელობაც არ მიმინიჭებია ამ ყველაფრისათვის, დიდი იყო შანსი იმისა, რომ შემდეგი შეხვედრა საუკუნის მერე გვქონოდა, აქედან გამომდინარე დავტკბი ამ ყველაფრით და პიკნიკის დასრულებისთანავე დავივიწყე.

შეხვედრა #2

რა თქმა უნდა რადგან თავიდანვე ერთად ”გავიჩითეთ”, ესეიგი სამეგობრო წრეც ასე თუ ისე ერთი გვქონდა - სადაც შედგა კიდეც მეორე შეხვედრა.

მეორე შეხევედრა უკვე ალკოჰოლშეპარული გამოვიდა, ცოტა უფრო თამამი და უფრო საინტერესო ფლირტით.

მსუბუქი შეხებებიდან უკვე ”სითბოების” აქტიური მიმოცვლა დაიწყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც ვცდილობდით რომ ეს ყველაფერი გარშემომყოფებისათვის ნამეტანი თვალშიმოსახვედრი არ Teenage_Wasteland_by_Usagisamaყოფილიყო, თუმცა ვის რას გამოაპარებ?

გაჩნდა კითხვები , თუმცა მოხერხდა ამ კითხვების თავიდან აცილებაც, თანაც - ფაქტიურად მართალი პასუხებით.

შეხვედრა #3

ამჯერად ისე გამოვიდა რომ თავისთავად ”სკუჩნი პონტი” იყო ყველასთვის და ჩვენც ვცდილობდით ინფორმაციის მიმოცვლის საშუალებით უფრო მეტად ჩავღრმავებოდით ერთმანეთს.

საუბარი იმაზე თუ რას საქმიანობს, როგორ ხარჯავს უამრავ თავისუფალ დროს, რა ინტერესები გვაქვს ისეთი, რომელიც შეიძლება საერთო აღმოჩნდეს (ასეთები აღმოგვაჩნდა მინდა გითხრათ), მეგობრებზე ცოტა წაჭორავება და ისტორიების გახსენება, ნუ მოკლედ როგორც ხდება მაშინ ,როდესაც ადამიანები ერთმანეთს ერთ ”სასტავში ” ხვდებიან.

შეხვედრა #4

ფრიად ინტიმური გამოგვივიდა ეს შეხვედრა. ფრიად კი არა უბრალოდ ინტიმური. აი ისეთი - რომ იგრძნობ და ჰოპლაა გადაეშვები შეგრძნებების მორევში.

სიმართლე თუ გინდათ მაგრად მეკიდა გაგრძელდებოდა თუ არა ამის მერე ისტორია, არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა ინტიმის წუთებში. (რა ცუდი შემცვლელი სიტყვაა ინტიმი – სექსისათვის)

იცით როგორი მამრი აღმოჩნდა? აი შეგრძნებებს რომ ამუღამებს, წვრილმან დეტალებზე რომ კაიფობს, სხვანაირად რომ გრძნობს სიტუაციას (წინასწარ თუ რა დავარქვა არ ვიცი). მოკლედ შთამბეჭდავი იყო ნამდვილად.

შეხვედრა #5

- გამარჯობა აკა, როგორ ხარ?  - ვეკითხები და თან ვაგრძელებ ჩაის დასხმას, რამ შემოახეტა სამზარეულოში ნეტა.

- არამიშავს, შენც კარგად იმედია… – ისიც ისევე მშვიდად და უემოციოდ მიბრუნებს პასუხს, თუ კითხვას.

- ჰო რავი, რატო არა რო? – ასე ვასრულებ დიალოგს და გავდივარ სასტუმრო ოთახში, სადაც ისეთი Couple2_by_cubalibre83ღრიანცელია სიტყვას ვერ გაარჩევ ადამიანი.

ისიც შემოვიდა, დაჯდა მოპირდაპირე მხარეს და მთელი საღამო საუკეთესოდ გავატარეთ, ზუსტად ისე როგორც პირველი შეხვედრისას.

შეხვედრა #6 , 7, 8 ….. n-1

ზოგჯერ ”გვცხელა”, ზოგჯერ არც ისე. ხან პირველად და თავიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ხანაც ისე კარგად ვგრძნობთ დამკიდებულებასა და ემოციას ,რომ ეჭვიც კი მებადება - ჩემი მეორე მე ხომ არაა ოღონდაც მამაკაცის სხეულში.

ხანდახან ფეირვერკივით იფეთქებს ხოლმე ლტოლვა , ზოგჯერ კი ისეთივე უცნობები ვართ ერთმანეთისათვის როგორც ავტობუსის სავარძელზე გვერდით მჯდომი ადამიანი.

ეს რაღაც ავადმყოფურ გართობას ჰგავს, მაგრამ ძალიან მაგრად ”მოაქვს” და თანაც სულ, მაშინაც კი თუ თავი ავტობუსის მგზავრი მგონია.

ჩვენ კიდევ დიდხანს ვითამაშებთ კატა თაგვობანას – საერთო სამეგობრო წრეს ხომ ვერსად გავექცევით… და გვინდა რომ …?

________კანდიდატის/ურთიერთობის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით_______________

ურთიერთობის ქულა – 8/10 (აქედან 7-ი შეგრძნებებსა და ემოციურობაში, ერთიც ისე სპონტანურობას)

სექსი – 6/10 (თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები)

ექსტრემალურობა/საინტერესოობა – 8/10

* * *

პ.ს. ეს ამბავი გამოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა რეალურ პიროვნებასა თუ მოვლენასთან შემთხვევითობაა.

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!