ჩვენისთანა ბედნი – ერი…ჯანდაბისკენ ჰერი - ჰერი - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Tuesday, May 31, 2011

ჩვენისთანა ბედნი – ერი…ჯანდაბისკენ ჰერი - ჰერი

ბებია და ბაბუა

ქართველისთვის ტაბუა

 (ც) კოტე ყუბანეიშვილი

უფროს თაობას უკვირს და აწუხებს ისეთი კითხვები როგორიცაა : რატომ არიან ახალგაზრდები ასეთ Baby_v_s_the_Meat_Grinder_by_Nocturnal_Devilაგრესიულები? რატომ ინგრევა ამდენი ოჯახი? რატომ არიან ამდენი ნარკომანები? რატომ ბერდება ერი? და კიდევ სხვა მრავალ თემასთან დაკავშირებული კითხვები ჟღერდება… თუმცა არავინ არ დაფიქრებულა მე მგონი ,რომ ახალგაზრდა თაობის ფსიქოლოგიური ტრავმები უმეტესობა მათი(წინამორბედი თაობის) ბრალია.

ჩვენს საზოგადოებაში პრობლემის აღიარება (რომელიც ოჯახს ან ინდივიდს აქვს) დიდ სირთულეს წარმოადგენს, ხოლო ამ პრობლემის რამენაირად გადაწყვეტა, მაგალითად ფსიქოლოგის დახმარებით მაინც - საერთოდ სასწაულს უტოლდება. ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმას , რომ როგორც ბრმა ნაწლავის შეტევისას უნდა მიხვიდე ექიმთან , ისევე უნდა მიხვიდე ექიმთან მაშინ, როდესაც მაგალითად შვილი შენი საკუთრება გგონია და ფიქრობ, რომ როგორც გინდა ისე უნდა გამოიყენო -დამოუკიდებელი, საღად მოაზროვნე , მუშა ინდივიდი.

მშობლების უმეტესობას მე მგონი დღემდე აქვს ის აზრი თავში ჩაბეჭდილი ,რომ ჯობია ბავშვმა ორივე მშობელთან ერთად იცხოვროს, მაგრამ დღენიადაგ სკანდალებს და ისტერიკებს, ცემას და სხვა სახის ძალადობას უყუროს , ვიდრე ის რომ მშობლები კვირაში 3-3 დღე ნახოს და ორივე ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი ეგონოს.

წარმოუდგენელია რატომ ვერ ხვდებიან (ზრდასრული და წესით მოაზროვნე) ადამიანები რომ 2-3 წლის ბავშვის ტვინიც კი უკვე ისრუტავს ყველაფერს დაწყებული – მშობლების დამოკიდებულებისაგან ერთმანეთისადმი და დამთავრებული თავისი ტოლი არსებებისაგან წამოსული იმპულსებით post-36-1162148220დამთავრებული.

ახლგაზრდა თაობების პრობლემების უმეტესობა არის მათი წინამორბედების ბრალი, ხოლო თუ ისინიც ისეთივე შეუგნებლები იზრდებიან , მაშინ კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად დეგრადირებული და ჩაკეტილი გამოდის, ან ცდილობს გათავისუფლებას არასწორი გზებით – ეს ყველაფერი კი უფრო და უფრო ვნებს მთელს ერს.   

ვერაფრით წარმომიდგენია რომ თაობა რომელიც 17-18 წლის ასაკში გაგრაში საჭყუმპალაოდ დადიოდა დღეს თავის 17 წლის შვილებს მონებივით ეპყრობა და თავს იმით იმართლებს , რომ დღევანდელი სიტუაცია მაშინდელს არ ჰგავს და ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

არაფრით მჯერა რომ ჩვენი დედები და მამები , რომლებიც თითქოს ასეთ ლაღ და საინტერესო ისტორიებს ყვებიან , ასეთ მონსტრებად გადაიქცნენ და ვერც კი იაზრებენ მარტივ რაღაცას -  ცვლილება მათში იმდენად დიდია რომ ეს მათ შვილებზე უარყოფითად ისახება.

იქნებ შემახსენოთ როგორ იქმნება სტერეოტიპები? მენტალიტეტის წვრილმანი დეტალები რომლითაც ყველას თავი გვაქვს გამოჭედილი და ათასი ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელების საშუალება? ნუთუ მათ ახალი თაობები ქმნიან? – არა ხო?

ძალიან რთულია გააცნობიერო რომ გაქვს პრობლემა, მაგაზე რთული მისი ხმამაღლა აღიარებაა ხოლო ამის შემდეგ უკვე მოგვარებას წინ აღარაფერი უდგას , მაგრამ ვაი რომ ვცდებით და გვგონია -

”ჩვენისთანა ბედნიერი

არის განა სადმე ერი?”

(ც) კოტე ყუბანეიშვილი

pace flag

Blog Archive

Subsrcribe