Thursday, April 07, 2011

აიღე ის რაც გეკუთვნის , დანარჩენი დაუტოვე სხვას

გჯერათ იმისა რომ ყველა ჩვენი საქციელი რაღაცის ”საფასურია” ? არა?

არადა ნამდვილად ეგრე გამოდის, დაკვირვებული ვარ. გაეცი და მოგეცემაო რომ ამობენ ეგეც სიმართლეა…

როდესაც თმობ ერთს - სადმე სულ მალევე გეძლევა მეორე, რაც უფრო მეტს თმობ და გინდა , ნელა Wish_You_Were_Here_by_gorjuss ნელა უფრო და უფრო მეტი და სასურველი მოდის შენთან.

შეიძლება გაგეცინოთ კიდევაც, მაგრამ გირჩევთ ამას დაუკვირდეთ, ჩემს თავს სულ ასე ხდება…

ისეც არის რომ რაღაც , რაც ძალიან მინდა ხოლმე ზოგჯერ დიდი ხნის მერე, მაგრამ მაინც სრულად ჩემი ხდება.

ძალიან მაგარი შგერძნებაა იმის გაცნობიერება, რომ ერთის სანაცვლოდ მეორეს და უფრო სასურველსა თუ საჭიროს იღებ.

ძალიან მომწონს იმის გააზრებაც რომ შემიძლია დავთმო ერთი რათა მივიღო მეორე, ან დავთმო მეორეც რომ მესამე სულისშემხუთველად კარგი მქონდეს…

ცოტა რთულია ამის ახსნა თუ როგორ უნდა მიხვდე , გააცნობიერო და იმოქმედო, მაგრამ ეს შესაძლებელია მთვარია მოინდომო და გაიაზრო.

ითოხვეთ და მოგეცემათ , ხოლო ამასთანავე თუ გასცემთ - კიდევ ორჯერ მეტი მოგეცემათ მერწმუნეთ.

♥♥♥

7 comments:

  1. მთავარია იმდენი არ გასცე, რომ მინუსებში წახვიდე და მონაპოვარი არაფერი იყოს ამ დროს. ანუ ხშირად ხდება, რომ გასცემ რაღაცას, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იღებ. ერთ-ორჯერ კიდე ხო, მარა ინტენსიური ხასიათი როცა აქვს ამას, ვერაა კაი ამბავი :-)

    ReplyDelete
  2. გეთანხმები საკუთარი გამოცდილებიდან! ;))

    ReplyDelete
  3. დიდი ხანია, მეც ეგ აღმოვაჩინე, ოღონდ უფრო ზოგად ჭრილში: ქმედება იწვევს უკუქმედებას ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან :)

    ReplyDelete
  4. Anonymous10:45 AM

    მადლობა ჩორვენ :*

    ReplyDelete
  5. ფბ-ზე საღამომდე არ ვიქნები და აქედან გიპასუხებ.

    კარგია, რომ მითხარი. აწი აღარ დაგთაგავ.

    ReplyDelete
  6. ნამდვილად მასეა :))

    ReplyDelete
  7. მე იმას ვამჩნევ, რომ ყველაფერი დაბალანსებულია ამ ცხვრებაში! ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რამე მიმეღოს და სანაცვლოდ სხვა რამ არ დამეკარგოს!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!