Tuesday, November 30, 2010

გაი*ვეს დაცვის ბიჭებმა!

აღშფოთებული ვარ უკვე რა ხანია, მაგრამ აქამდე თავი ვერ მოვაბი ამ პოსტის დაწერას.

ესეიგი მეგობრებო - მე არ ვიცი ვის ექვემდებარებიან ქალაქში არსებული დასასვენებელი სკვერ-პარკები და გამწვანებული ტერიტორიები , ალბათ მერიას, ხოლო იქ ”მომუშავე” დაცვის ბიჭები ამ სკვერების მეთვალყურე  ”უფროსობას” არა?

თუ ეს იერარქია ამ პრინციპითაა აწყობილი, მაშინ მერიიდან ქვემოთ ყველა დასახოცი და თავდაყირა დასაკიდებელია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დაცვის ბიჭები.

არ ვიცი თქვენ შეგმთხვევიათ თუ არა სიტუაციები რომლებშიც მე ვარ მოხვედრილი.

მაგალითად:

მუშტაიდის პარკში სცენასთან ამფითეატრის სტილში განლაგებულ სკამებზე ვისხედით ერთ რიგში ბევრი ადამიანი, ერთ ერთ წინა რიგში ვიჯექი, გვერდულად და ფეხები შემოკეცილი მქონდა სკამზე [თუმცა ფეხსაცმელი დასაჯდომ ნაწილზე არ მეწყო, ჰაერში ვაქანავებდი]. ამ დროს მოენთო ჩემთან ორი დაცვის ბიჭი და მეუბნებიან

- გასწორდი ეგრე ჯდომა აკრძალულია.

მე ვეკითხები:

- როგორ ეგრე ? მე ფეხებით არ ვსვრი და არ ვაფუჭებ სკამს.

-არ შეიძლება და მორჩა, შემოტრიალდი.

ძალიან გავცეცხლდი და ისევ ვეუბნები:

-იქნებ წარმომიდგინოთ წესები სადაც აკრძალიალულია ამ პარკში სკამზე გვერდულად ჯდომა მეთქი.

ამაზე ისინი მპასუხობენ რომ რომ ეგრეა და ბევრს ნუ ვლაპარაკობ.

ამ ისტორიაში პირველი გამაღიზიანებელი იყო მათი ტონი პირველად რომ მოვიდნენ, მეორე ის რომ გებლატავებიან და ჰგონიათ რომ შენზე რამით მაინც უკეთესები არიან და ბოლოს წარმოდგენა არ აქვთ არანაირ წესსა და უფლება - ვალდებულებებზე.

მეორე ისტორია ვერის პარკში საღამო ხანს შემემთხვა.

ამ პარკის ერთ მიყრუებულ ნაწილში ვიჯექი მეგობართან ერთად , უფრო სწორად ის იჯდა მე კიდევ ნახევრად მასზე მიყუდებულ- დაწოლილი, მისკენ ზურგით ვიყავი. (მინდა გაცნობოთ რომ არც ზასაობას და არც მსგავს კიდევ უფრო პიკანტურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია თორე ალბათ დაგვიჭერდნენ კიდეც, არც ფეხები მქონდა აწეული, ისინი მიწაზე მეწყო მშვიდად) ამ დროს ისევ მოენთო ჩვენთან ორი, თანაც მთვრალი დაცვის ბიჭი.

- პარკში სკამზე წოლა არ შეიძლება.

რაც შემეძლო მშვიდად ვპასუხობ (და თან უკვე წამოვჯექქი)

- რომელი წესების მიხედვით? და თანაც მე არ ვწევარ , იქნება მანახოთ სად წერია მსგავსი რამე?

- არ წერია და მე რომ გეუბნები ეგრეა გაიგე?? – მპასუხობს ისე უხეშად რომ ჭკუიდან გადავდივარ.

- თქვენი სახელები მითხარით თუ შეიძლებათქო და ამოვიღე ბლოკნოტი რომ ჩავიწერო

ცოტა კი შეცბნენ და რად გინდაო მკითხეს .

- ჩემთვის თუ წოლა არ შეიძლება სკამზე, თქვენთვის ალბათ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დალევა არა??

ამის შემდეგ კიდევ ბევრი იბლატავეს და ბოლოს წავიდნენ.

 

იცით რაშია საქმე? თუ მართლა არ შეიძლება ეგეთი რაღაც, მაშინ ან ამ დაცვის ბიჭებს ამოუბეჭდონ ეს წესები რომ მე და ჩემნაირებს ცხვირზე აგვაკრან და სალაპარაკოდ არ გავიხადონ ეს ყველაფერი, ან პარკში აბრები ჩამოკიდონ (რა გაუხდათ მილიონებს სისულელეებში ხარჯავს მერია და) ან ამ დაცვის ბიჭებს ცოტა კარგად აუხსნან რისი უფლება აქვთ და რისი არა , ან როგორ ესაუბრონ პარკის ვიზიტორებს.

ისე ამ ინციდენტების შემდეგ შევამოწმე და :

  • თუ შენ ზიხარ სკამზე, ორივე ფეხი აკაპიწებული გაქვს და ფეხსაცმლის ძირი გიდევს დასაჯდომ ადგილზე – ხმას არ გცემს არავინ, საერთოდ . ზედაც არ გიყურებენ
  • თუ შენ ზიხარ პარკში და გულიანად იფურთხები მზესუმზირის ან სხვა რამის ნარჩენებს , ან სულაც ნერწყვის დიდი გუბეებით ავსებ გარემოს – ეგეც არავის ადარდებს და ხმას არ გცემენ.
  • თუ შენ ცარიელ სკამზე ზიხარ მარტო და ისე აკეთებ რომ შენს გვერდით ვერავინ ჩამოჯდება და ამას აკეთებნ გამიზნულად – ესეც არავის ადარდებს.

ხოდა მაშინ მითხარით ეხლა მე – არიან თუ არა ეს დაცვის ბიჭები ###-ბი??

uniInc.php

იცით რატომ მგონია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ბიჭების ამბიციის ბრალია??

კიდევ ერთი ისტორია შემემთხვა როდესაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში (არტ გენის დროს) მოვიდა დაცვა ჩემთან და ჩემს მეგობრებთან და გვითხრა : ”ბალახზე ნუ ზიხართ გაზონი ფუჭდებაო”,(გაზონი თურმე გაუკრეჭავი ყელამდე ბალახია, რომელიც უაზროდ არის დაგაწოლილ გადმოწოლილ და 1000 ხვიარით გავსებული) მე ვკითხე აბა სად წავიდეთ მეთქი და ეგ ჩვენი საქმე არაა დირექტორის ბრძანებააო.

გავცეცხლდი, მივენთე სალაროში და დირექტორი ვინაა და სად ვიპოვნო მეთქი, იქვე მიმითითეს – აი იქ ზისო.

შევედი ამ კაცთან და ვკითხე რატომ გასცა ასეთი ბრძანება და რა უნდა გვექნა ხალხს, ის ტიპი გამოშტერდა – ვინ გითხრა ეგეთი სისულელე, ეგრეც რომ იყოს არტ გენზე მსგავს განკარგულებას ვერ გავცემდი ორგანიზატორებთან კონტრაქტი მაქვსო.

გამომყვა იმ დაცვასთან და ისეთი დაახურა თავზე ყველაფერი, რამდენს ბედავთ ვინ მოგცათ უფლება ჩემი სახელით რაღაცეების გადაწყვეტისო. ხოდა აი ზუსტად ამიტომ მგონია რომ ეს დაცვის ბიჭები უბრალოდ თავზე იჯვავენ. ჰგონიათ რომ რადგან ფორმა ჩააცვეს და რაღაც უფლებები მისცეს შეუძიათ რაც მოეპრიანებათ ყველაფერი აკეთონ!!

ასე რომ მერიამ და პარკების დირექტორ - მეთვალყურეებმა მიხედონ სასწრაფოდ ამ საქმეს ჯობია.

[ ვერანაირი ცხელი ხაზის ნომერი ვერ მოვიძიე ამ საკითხზე თორე დარეკვას ვაპირებდი]

13 comments:

  1. ჩემთვის თუ წოლა არ შეიძლება სკამზე, თქვენთვის ალბათ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დალევა არა??

    Kochag, egre unda magat
    tavxedebi

    ReplyDelete
  2. Taa - tavxedebi da absoluturi uzrdelobebis gansaxierebebi :@

    ReplyDelete
  3. მაგარი აღშფოთებული პოსტია. და მე ეგეთი არაფერი შემთხვევია, მაგრამ ამას ქვია სამოქალაქო აზროვნება ხოდა რესპექთ! ეგ დაცვის ბიჭები გონებით პროვინციალები არიან ძირითად შემტხვევაში (

    ReplyDelete
  4. როცა ვხვდები, რომ ეგეთი ჩლუნგი მებლატავება, მაგრად მეცოდება. განა ირონიულად, მართლა მეცოდება, რომ ეგეთივე წარმატებით შეუძლიათ, ბრმა იარაღად გამოიყენონ.
    ხოდა ამიტომ საკუთარ თავში ეს გრძნობა უნდა ჩავახშო, თორემ აქეთ მე გამოვდივარ დასჯილი :პ

    ReplyDelete
  5. მომწონს შენი წერის სტილი. მსიამოვნებს რომ ვკითხულობ.

    ReplyDelete
  6. ღიმილი დამავიწყდა :))))))))))

    ReplyDelete
  7. სამჯერ ვიჩხუბე დაცვის ბიჭებთან.რა სასაცილო სახელია საერთოდ დაცვის ბიჭი.მაგან როგორ უნდა დამიცვას :))

    ReplyDelete
  8. Tjorven, ra magari xar! egre unda! me bevrjer mkonia msgavsi (da uaresi) shemtxveva parkebis dacvis bichebtan da sagol, rom ar shearchine!
    I want to FOLLOW this blog!
    <3

    ReplyDelete
  9. A**holes! მეც ვეჩხუბე დაცვას ამ ზაფხულს, ფეხები სკამზე მელაგა და ასე ჯდომა არ შეიძლებაო. ამ დროს გვერდით სკამზე ორი აქლემი იჯდა და მზესუმზირას თავის ფეხებთან იფურთხებოდა :| სასწაული ლოგიკა აქვთ თბილისელ პოლიციელებს თუ დაცვებს, რაც ჰქვიათ.

    ReplyDelete
  10. bavshvobashi ro tiskavdnen da exla forma chaicves da avi kacebi hgoniat eg sastavia

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!