Monday, October 11, 2010

ფარიკაობა- ჩემია…

ყოველთვის ჯინიანი და უცნაური ვიყავი.
ყოველთვის ვცდილობდი ჩემი გამეტანა. სულ მინდა და მორჩა მქონდა, თუ რაღაცას გადავწყვეტდი ეგრეც უნდა მომხდარიყო.
post-25-1182249209ძალიან ხშირად ”მინდა”ს დიდი ხანი ველოდებოდი და ”უნდა”ც დიდად არ ნებდებოდა ჩემს ახირებას, თუმცა ისევე როგორც ყურის გახვრეტას შემპირდა დედა (მას მერე რაც ძალიან ძალიან ტვინი წავიღე) ასევე მიმიყვანეს ფარიკაობის დარბაზში.
თავიდან ფრიად მორიდებული ვიყავი, შემდეგ გავშინაურდი და მალევე თავი დავანებე ამ სპორტს. არა იმიტომ კი არა რომ აღარ მომწონდა? არა პირიქით კივილამდე მომწონდა, უბრალოდ იქ არავინ იყო ისეთი ვისგანაც ვისწავლიდი, ვისაც მივბაძავდი , ვისაც ნამდვილ მასწავლებლად ვიგრძნობდი.
ასე დასრულდა ჩემი პირველი მცდელობა ვყოფილიყავი მოფარიკავე, თუმცა ამ მცდელობიდან ჩემი საყვარელი მუზარადი და გაცრეცილი მაგრამ მაინც ძალიან ძვირფასი ხელთათმანი შემრჩა.

******
დიდი ხანი გავიდა მას მერე რაც ბოლოჯერ ვიყავი დარბაზში,თუმცა ფარიკაობა სულ თან მდევდა…
სულ მახსენდებოდა , სულ სადღაც ვეჩეხებოდი…
ეს არის სპორტი რომელიც სავსეა დახვეწილი მოძრაობებით და განსაკუთრებული სულით (თუ შეიძლება სპორტის სახეობას ჰქონდეს სული)
******
symb339
ჰოდა აი როცა რაღაც ძალიან გინდა და ძალიან გიყვარს მაინც მეორდება, მაინც გაქვს ადრე თუ გვიან , მაინც აღწევ მიზანს…
მე ისევ დავდივარ საფარიკაო დარბაზში და ისევ დავიწყე ვარჯიში!
ისევ ისე მომწონს და მსიამოვნებს ეს სპორტი.
უმაგრესია.
ერთი სული მაქვს როდის დავიჭერ ხელში ჩემს იარაღს ♥

8 comments:

  1. თუ არ ვცდები ფარიკაობაზე დედაჩემი აფანატებდა და დადიოდა კიდევაც :დ

    ReplyDelete
  2. ლილ, სად დადიხარ?

    ReplyDelete
  3. აიიიიიიიიი ზუსტად ესე ვარ ცურვაზე!!! ოღონდ ჯერ არ მივსულვარ და მომავალ წელს ვაპირებ გაზაფხულისკენ! ისე მინდა ისეეეე ;***

    ReplyDelete
  4. იმედია ახლა მაინც დაგხვდება ვინმე ისეთი ვისგანაც ისწავლი და ნამდვილ მასწავლებლად შეიგრძნობ ;)

    ReplyDelete
  5. martla lamazi sportia da ragac iseti, aristokratiuli :)

    ReplyDelete
  6. ფარიკაობა, ჩემი აზრით, ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური საშუალებაა. დახვეწილ მოძრაობებზე დირიჟორი გამახსენდა. ისიც თავისებურად მოფარიკავეა :))

    პ.ს. ბლოგის თემა და ჰედერი რულობენ!

    ReplyDelete
  7. aa !! madloba rom gesmit raa ♥♥

    ReplyDelete
  8. sad aris swvrtneli drbazi sadac mwvrtneli merab bazadzea ???

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!