Saturday, August 28, 2010

მესტიის მოლოდინში – დღე I (21-25 აგვისტო)

როდესაც მიზანს დაისახავ აღარ აქვს აზრი როგორ განახორციელებ მას, გადაწყვეტილება და მოქმედებები თავისით ჩნდებიან გზადაგზა…

ზუსტად ასე მოხდა მაშინ როდესაც მე მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე – მესტიაში წასვლა გადავწყვიტე – ვთქვი და ქვა ავაგდე…

თითქმის ბოლო დღემდე არ ვიცოდი როგორ და რანაირად ,ან ვისთან ერთად წავიდოდი.

19 აგვისტოს სამნი აღმოვჩნდით ბედს მინდობილები (და ჩემს ახირებას აყოლილებიც) – მე , მაო და  ბაია.

მოვლენები ელვისებურად განვითარდა და 20 აგვისტოს ღამე, მაოსთან სახლში უკვე წინასამგზავრო ციებ-ცხელება გვქონდა. ჩანთებში ვდებდით და იქიდან ვიღებდით აურაცხელ ნივთებს, ვბჭობდით და განვიხილავდით მომავალ მოგზაურობას.

გეგმა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

21 აგვისტო

-რეისი: თბილისი –ნიკორწმინდა (რაჭა)

- გადაადგილების საშუალება: რაჭამდე სამარშუტო ტაქსი, ნიკორწმინდიდან ”ნივა” + 2 ადამიანი –გელა და ქეთი (ნივის უკვე არსებული მგზავრები)

-საბოლოო დანიშნულების ადგილი : მესტია, სასტუმრო თეთნულდის ტერიტორია.

-მგზავრობის დრო: 10 საათი

რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები:

21-ში მე მაო და ბაკო დილის 7 საათზე უკვე მეტროს ვაგონში ვისხედით და ვიგერიებდით რა გაოგნებულ მზერებს, ვცდილობდით დიდუბის ავტოსადგურ ”ოკრიბაში” დროულად მივსულიყავით, რათა პირველივე სამარშუტო ტაქსს გავყოლოდით და ძალიან არ დაგვეგვიანებინა რაჭაში ჩასვლა.

DSC_0259 DSC_0255 DSC_0256

როგორც იქნა მივაღწიეთ და გაგვიმართლა, ეგრევე ვიპოვნეთ სამი ადგილის მქონდე ”მარშუტკა” , ვეცით და შევლაგდით შიგნით, ამ დროს მე გავვარდი და ის დარჩენილი წვრილმანები შევიძინე რაც წინა დღით დაგვაკლდა . (ასეთი კი იყო – სიგარეტი, ფოტოფირები, წამლები და წყალი)

მგზავრობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა , სულ ბოლო სკამები საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და იატაკს ფეხს ვერ ვაწვდენდით , ამის გამო ფეხები სასწაულად გვიბუჟდებოდა, მოკლედ ძალიან დავიტანჯეთ. გზადაგზა გვეძინა , ვჭამდით, თავზე ბოთლები გვეყრებოდა (სამარშუტო ტაქსს სკამების ზემოთ ბარგის განყოფილება ჰქონდა, სადაც წყალი და რაღაცეები გვეწყო).

DSC_0260 DSC_0263   

ნიკორწმინდაში მივაღწიეთ დღის 1 საათზე. ჩვენს შემდეგ ტრანსპორტს მაოს მეგობარი გელა მართავდა .გადავბარდით იქით , თუმცა ძალიან უცნაურად – მე ფეხებში ჩემი ზურგჩანთა მედო და ზედ ვიყავი ამხედრებული, ბაკო და ქეთი კი კარავზე და პარალონზე ისხდნენ ჩემს გვერდით, წინ მაო იჯდა და ფეხებში მისივე ზურგჩანთა ჰქონდა ჩაკვეხილი. მგზავრობა ძალიან მხიარულად დავიწყეთ და სვანეთის შესასვლელში პირველივე კილომეტრზე ”გააჩერე გააჩერეს” ძახილით გადმოვცვივდით რომ ხეობაში მდინარისათვის და ხედისათვის ფოტოები გადაგვეღო.

DSC_0290 DSC_0298

 

 

ნელა ნელა იცვლებოდა რაჭის ბუნება და სვანურდებოდა. ქვემო სვანეთიც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა, ხალხი საკმაოდ მოღუშული, მაგრამ მაინც მჭერმეტყველი გახლდათ.

DSC_0270ამბროლაურთან ახლოს ბენზინის ავზი გავავსეთ ბოლომდე. ამ სადგურზე უმაგრესი ბებო მოგვემსახურა, გულმოდგინეთ აგვივსო ავზი და დაგვემშვიდობა. (ჩვენ კი ამ დროს მანქანიდან ვეპაპარაცებოდით და რამოდენიმე სურათიც გადაუღო ბაკომ)

სვანეთ-რაჭის საზღვრიდან გადავედით თუ არა ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე - ჰაერი და ტემპერატურა მკვეთრად შეიცვალა, სიო უფრო გრილი გახდა , ჰაერი უფრო მსუბუქი და კამკამა. ჩვენც თვალების ცეცებას არ ვეშვებოდით, ყველა მხარეს გაფაციცებით ვათვალიერებდით.

მიმართულება ცაგერისკენ გვქონდა, თუმცა შიგნით არ შევსულვართ , გვერდი ავუარეთ და ლენტეხისაკენ ავიღეთ გეზი, აი აქ კი სადღაც გზის შუაში ჩამოჰკრა უბედურების ზარმაა….

ჩვენს ნივას ”რულევოი წიაგის” ბოლტი მოსძვრა და დაგვეკარგა. გავჩერდით სადღაც მიტოვებულ სოფელში, გზაზე სადაც წელიწადში ორი სამიოდე მანქანა თუ დადის სულ, თუმცა ბედად კეთილი ხალხი მაინც გამოჩნდა და დახმარება აღგვითქვეს. მანამდე სანამ გელა და ორი ადგილობრივი მანქანას უკირკიტებდნენ - მე , ბაკო და ქეთი გავუყევით გზას აღმა – იმ იმედით რომ თუ ბოლტი სადმე ახლოს გაგვძვრა ვიპოვნიდით.

DSC_0318 DSC_0324

ძალიან ბევრი ვიარეთ და მიუხედავად იმის რომ ვიპოვნეთ ალბათ ასე უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში დაკარგული ყველა ბოლტ-გაიკა, ”სცეპლენიის დისკი” და რავიც კიდევ რამდენი უსარგებლო რამე , ყველაფერი ავხიკეთ და უკან მოვიტანეთ , მაინც  არაფერი გამოგვადგა.

ამ დროს მაოს ყველაზე რთული მისია ჰქონდა, სუპს ხარშავდა შუაგულ ტრასაზე , რათა ცოტა დავნაყრებულიყავით – დილიდან არავის არაფერი არ გვქონდა ნაჭამი.

სადღაც 2 საათიანი ლოდინისა და ფოტონადირობის მერე გელა დაბრუნდა საჭირო ნაწილით, მანქანა შეკეთდა და ჩვენც დავიძარით. ამ მომენტისათვის საათის ისრები 5 საათზე ცოტა მეტს გვიჩვენებდნენ და ჩვენც დავფიქრდით ღირდა თუ არა იმ დღეს ზემო სვანეთში ასვლა , თუ ისევ იქვე დავბანაკებულიყავით და მეორე დღეს ადრიანად გაგვეგრძელებინა გზა.

000029 000030

საბოლოოდ მძღოლმა და მოგზაურობათუხუცესმა გელამ გადაწყვიტა რაც იქნება იქნება მოდით ავიდეთ მესტიამდე დღესვეო. იმ მივარდნილ სოფელში კი გვითხრეს დაახლოებით 100 კილომეტრი გაქვთ მესტიამე და თან საკმაოდ დანჯღრეული გზაო, მაგრამ ჩვენ მაინც არ დავიხიეთ უკან და შევუდექით მსველობას. 000021

გზადაგზა უკვე ხედები მიმქრალი და გაუფერულებული ხდებოდა, მზე ეფარებოდა მთებს და ტემპერატურაც სწრაფად ვარდებოდა.

თავიდან საკმაოდ მხიარულად ვიყავით და მიუხედავად იმისა რომ უკიდეგანოდ გვეძინებოდა თვალების დახუჭვა ყველას გვენანებოდა (ნუ გელას გარდა მას უბრალოდ არ შეეძლო თავისათვის ამის უფლება მიეცა) ხედები ხომ ასე სწრაფად იცვლებოდა და ყველაფერი ულამაზესი იყო, ასე რომ ჩვენც დაჭყეტილები ისევ აქეთ იქით ვიყურებოდით გაფაციცებულები.

xzfg

სოფლებში მოსახლეობასთან მისალმებას თურმე სვანეთში აზრი არ აქვს, ყველა მაინც პირქუშად გიყურებს და უმეტესად უკან სალამითვე არ გპასუხობენ. საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით ეს ცოტა უცნაურიც კი მომეჩვენა.

მზე ჩავიდა ჩვენ კი გზის ნახევარიც არ გქვონდა გავლილი მესტიამდე, მანქანის სწრაფად მართვა აღარ შეიძლებოდა – დაკარგული ნაწილი სხვა რაღაცით გვქონდა ჩანაცვლებული და შეიძლებოდა ისევ დაგვკარგვოდა, ეს კი ვერ იქნებოდა კაი ამბავი ისეთ მიყრუებულ გზას ვიყავით დამგდრები. ამ გზაზე ალბათ ჩვენს გარდა სულ 10-იოდე ვიზიტორ / სტუმარი თუ იქნებოდა ნამყოფი ამ ზაფხულის განმავლობაში.

ღამე აცივდა, ჩვენც უზომოდ დავიღალეთ, გვენანებოდა კიდეც რომ გარშემო ულამაზესი ხედები იყო და ჩვენ კი მხოლოდ ფარების შუქზე განათებულ ჯუნგლებისმაგვარ მცენარეებს ვხედავდით მხოლოდ, თუმცა ამაშიც იყო რაღაც ექსტრემალური და სასიამოვნო. ვიცინოდით იმაზე, რომ ჩვენს გარდა ალბათ არც ერთ გიჟ ეკიპაჟს ღამე აქ არ ჰქონდა გავლილი და თან ასე არ ახარებდა ის , რომ ამ გზას ღამე ნახულობდა. გზაში ჯუნგლების თავზე მთვარე ამოცურდა და რაღაც მწვერვალი (რომელიც აზრზე არ ვარ რა იყო, ფოტოს დავდებ და თქვენ იცანით თუ შეძლებთ) ულამაზესად განათდა, ჩვენც არც დავფიქრებულვართ გადმოვხტით მანქანიდან და ფოტოპარატების ჩხაკაჩხუკი ავტეხეთ.

DSC_0350 DSC_0357

ამავე გზაზე ისეთ უდაბურ და მივარდნილ ადგილებში მიტოვებული და ნახევრადაშენებული შენობები გვხდებოდა გაოცებული დავრჩი. ვივარაუდეთ რა რომ ეს შენობები კომუნისტების პერიოდისა იყო , ამის გამო კიდევ უფრო შევფიქრიანდი მე პირადად. ნეტა რა უნდა ყოფილიყო მანდ, ან რისთვის აგებდნენ ამხელა კონსტრუქციებს ესოდენ პირწავარდნილ და მიუვალ ადგილას. ყველაფერი ამის შემდეგ კი გადავწყვიტე ეს შენობები მე შევიძინო – რისთვის ჯერ არ ვიცი მაგრამ ძალიან მინდა.

მალევე გავცდით ზესხოს ალპინისტური ბანაკის ასახვევსაც, სადაც კიდევ ერთხელ გაიჟღერა დარჩენის და გათენების იდეამ , მაგრამ ისიც მალევე უგულებელვყავით და გზა განვაგრძეთ. (ისე ეგეც სანახავი დამრჩა)

ამ ამბიდან სულ მალე გამოჩნდა განათებული ადგილი უზარმაზარი მთის ძირში, ეს უშგული გახლდათ. ულამაზესად შეფენილი დასახლება ხეობას ისე ლამაზად იყო მორგებული რომ სუნთქვა შეგეკვრებოდა ადამიანს. კოშკები და სახლები ერთმანეთთან ისე იდგა ფერხულს ცეკვავდნენ თითქოს. ყველა შენობა რელიეფის ბუნებრივ გაგრძელებას ჰგავდა. ეს ყველაფერი ღამე ჩადა ასე და წარმომიდგენია დღისით რა სილამაზის ნახვა შეიძლება უშგულში, თუმცა ამჯერად ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ.

svanetia

განვარგძეთ გზა მესტიისაკენ , სადღაც შუაში დავიკარგეთ და მულახში ჩავედით, მაშინ როცა გვერდი უნდა აგვევლო. ვიღაც მოხუც ბაბუს დავაცხერით თავზე , რომელმაც იხალისა ძალიან ჩვენზე და ბოლოს დარჩენაც შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ ზრდილობიანი უარი განვაცხადეთ და ისევ გამოვბრუდნით ახლა უკვე ძალიან დარწმუნებული იმაში რომ გზა აღარ აგვერეოდა და ნამდვილად მესტიაში ჩავიდოდით.(ისე ამ ბაბუასთან სახლის წინ ისეთი მაგარი მარხილი იდო , კინაღამ მანქანიდან გადმოვხტი და ფოტოს გადაღება დავიწყე)

როგორც იქნა მულახიდან სადღაც 40 წუთის შემდეგ მესტიაში შევადგით ბორბლები.

ბაკო გათიშული იდო მანქანის უკანა სავარძელზე, მაოს წნევა ჰქონდა და ასევე გათიშული იდო მანქანის წინა სავარძელზე, ქეთიც გვარიანად დაღლილიყო მაგრამ არ იმჩნევდა, გელა დაძაბული და ძალიან დაღლილი იყო ამდენი ბოდიალით და რთული გზით – მე კი, მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი და მიუხედავად იმისა რომ დაღლილი და ნახევრად მძინარე ვიყავი , მაინც მზად ვიყავი კიდევ ამდენი მევლო რათა სასურველ ადგილას მივსულიყავი.

DSC_0368მესტიაში ქეთის და გელას Guest House –ში ოთახი ჰქონდათ ნაქირავები და იმ ღამეს თეთნულდში ასვლის მაგივრად მათ ოთახში გავშალეთ საძილე ტომრები, მასპინძლები ძალიან კეთილი ხალხი იყო, დაგვაპურეს და ისე გაგვიშვეს დასაძინებლად. აქვე გეტყვით რომ მე და ქეთიმ გზაში რატომღაც აჯაფსანდალი ვინატრეთ და ასე აგსრულებოდეთ ყველას ყველაფერი, როგორც ჩვენ მაშინ როდესაც მასპინძელმა უზარმაზარი თასი აჯაფსანდალი ცხვირწინ დაგვიდო მაგიდაზე.

ღამე მოცელილები დავეყარეთ - ვინ საწოლზე ვინ პარალონზე და მეტი არ მახსოვს.

საბოლოოდ გზაში ვიყავით 15 საათი, ან ცოტა მეტი.

ასე დასრულდა დღე პირველი , სახელად – მესტიის მოლიდინში.

პ.ს – პირველი დღე ფესტივალისა დაუნანებლად გამოვტოვეთ, მაგრამ შემდეგ დღეებში ისეთი სიამოვნება მივიღეთ ეს დიდი დანაკლისი არ ყოფილა.

პ.პ.ს ფოტოებს მთლიანი მოგზაურობიდან შემდეგ ნაწილში შემოგთ\ავაზებთ ფლიკრის ალბომის სახით.

8 comments:

  1. ნამდვილი მწერალი ხარ :))

    რომ ვკითხულობდი ასე მეგონა მანდ ვიყავი...

    ისე ძალიან მაგარი იქნებოდა შუა ტრასაზე "სუპი", ბოლოს და ბოლოს რა ქენით მიირთვით???

    :D:D:D:D:D

    ReplyDelete
  2. იფ, ვისიამოვნე და თან, როგორც ყოველთვის მშურს. ფოტოები სასაულია, ხოდა, რო ჩავიდე თვითონ მივაგნებ ყველაფერს ამ პოსტის გამოისობით :))))))))

    ReplyDelete
  3. Meanderdze - ra tqma unda supi mivirtvit , ara ufro sworad vshtantqet mshivrebma da gavudeqit mas mere gzas : ) magram jers ad xar kidev 3 dgea cin :D mosayolad :D

    ReplyDelete
  4. Jokay - ki nadmvilad miagneb da kidev davwer saintereso rameebs shemdegi dgeebis istoriashi : )
    tanac sanaxavi martlac uamravi rameebia!!
    aseve fotoebis didi nawils shemogtavazebt shemdeg postshi Flickr-is fotoalbomsi saxit!

    ReplyDelete
  5. მშურს კი არა ვსკდები შურით :)))
    საშინლად მომქანცველი მგზავრობა იქნებოდა, მაგრამ ის ამად ღირდა. :)
    არ მინდა სვანეთის უნახავად მოვკვდე :)

    ReplyDelete
  6. OMG
    ვინ გირჩიათ მესტიაში ცაგერიდან წასვლა? მაგაზე რთული მარშრუტი მგონი საქართველოში არ არის. მესტია "ახლოა" ზუგდიდიდან, ლენტეხი და ქვემო სვანეთი - ცაგერიდან . ზემო და ქვემო სვანეთს შორის კი სრულიად გაუკეთებელი და თითქმის დაუსახლებელი 70 კილომეტრიანი მონაკვეთია. ესეც, თუ უშგულამდე გავზომავთ, თორე მესტია უშგული კიდევ დამატებით 45 კმ. რა თქმა უნდა, ერთ დღეში ამდენს ვერ გაივლიდით. ისიც მიკვირს, ამდენი როგორ მოახერხეთ :O

    მისალმებაზე გამიკვირდა, როგორც წესი ყველა გპასუხობს, თუმცა არა ისეთი ოვაციებით, როგორც სხვაგან. ჩვეულებრივად, მთის ჩვეულებისამებრ, მძიმედ :)

    ეს პეიზაჟი შესაძლოა აილამაა, თან ზესხოსთან ახლოს ყოფილხართ, ან მეორე მწვერვალი, არ მახსოვს რა ქვია.

    ისე, მაინც კარგია რომ მთელი სვანეთი გაიარეთ, ჩემი აზრით ყველაზე შთამბეჭდავი მთები და პეიზაჟები ზუსტად ზემო და ქვემო სვანეთის შემაერთებელ გზაზეა :)

    იმედია, უკანაც მაგ გზით არ დაბრუნდით :D

    ReplyDelete
  7. Katiee- aravinac ar gvirchia extremalebi vart : )))
    hoda bevri rom iyo gza vicodit magram mainc davadeqit mag gzas : )

    misalmebaze mestiashi gvpasuxobdnen manamde titqmis aravin :) rato ar vic namdvilad.

    ki zesxostan nagdad axlo iyo es mwvervali mara jer ver gavarkvie ra aris : )))

    ho da peizajebi martla ulamazesi da ujunglesi iyo agvfrtovanebulebi davrchit : )
    uakan gza ki zugdidshi chamovlaslasdit : ) magram mzinared gzashi sul ori xedi davinaxe pozis shecvlisas :D ase rom kidev var wasasvleli :D

    ReplyDelete
  8. ვაჰ ვაჰ რა კარგი დრო გიტარებია ;))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!