Wednesday, July 07, 2010

წარსული მომავლის ისტორია ანუ რა იქნება მაშინ II

[ ისტორია #1 ]

ძლივს გამოვფხიზლდი.

ძლივს გამოვედი სიზმრის სამყაროდან. გულაღმა ვიწექი მზის სხივებით ჩახუთულ ოთახში და ვცდილობდი ყველაფერი გამეხსენებინა. მინდოდა დავბრუნებულიყავი რეალობაში.

თითქმის დავიჯერე რომ არაფერი არ ყოფილა, როცა ჩემს მაგიდაზე სპილოს ძვლისაგან გამოთლილ სავარცხელს შევხედე.

-ფუ – აღმომხდა ჩემდაუნებურად, არადა როგორ მინდოდა რომ ეს რეალობა - რეალობა კი არა რაღაც სიზმარი ყოფილიყო.და თანაც რა ცუდი გამოგონებაა სავარცხელი, მეზიზღება რა!

საწოლზე წამოვჯექი და როგორც მჩვევია თვალების სრესა დავიწყე, ასე ვიცი - სანამ არ ჩამისისხლიანდება და წვას არ დაიწყებს - ვერ ვეშვები.

რა ხდებოდა გუშინ? გუშინ ძალიან უცნაური რამე ხდებოდა. არა უფრო სწორად მოხდა.

რატომ წავყევი იმ ქალს , რამ მაიძულა ? ან ის ისტორია რომელიც მან მომიყვა , ნუთუ მართალია?

ნუთუ შესაძლებელია ასეთი რამეები ხდებოდეს ? გუშინ ამ თვის ბოლო პარასკევი იყო, დამთხვევაა? მეეჭვება.

-ბოლო პარაკსევი, პაარასკეევიი – წამეღიღინა უცებ და მე თვითონვე შევშფოთდი. არა აუცილებლად მჭირდება შხაპი გამოსაფხიზლებლად.

buf ****

ცივი წყლის ჭავლის შემდეგაც კი ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა მოხუცი ქალი – ლილე გახლდათ. ქალი რომელმაც მომხიბლა და შემაშინა კიდევაც, თუმცა მომაჯადოვათქო ყველაზე სწორი იქნება ამ შემთხვევაში.

ყლუპყლუპად ვსვავ ჩაის და ვიხსენებ ისტორიას რომელიც გუშინ განვითარდა-

”-ხოდა მე შენ მოგიყვები ნოემბრის სუსხიან საღამოზე, როდესაც ჩემი მომავალი ძალიან გარჩევადი და რეალურად მიღწევადი გახდა – მითხრა ჩაის დიდი ყლუპის შემდეგ და ტუმბოზე ცალი ფეხი აიკეცა.”

მოხუცი ქალისათვის საკმარისზე მეტად მოქნილი ჩანდა ჩემი მასპინძელი, თუმცა იმდენი გასაოცარი რამე ხდებოდა ჩემს თავს , რომ ამისათვის იმ მომენტში ყურადღება არ მიმიქცევია.

”-ძალიან ციოდა იმ წელს, ისეთი სუსხიანი იყო შემოდგომა რომ ზამთარს ალბათ შეშურდებოდა კიდეც, ახალი გამოქცეული ვიყავი და ჯერ ისიც კი არ მქონდა მოფიქრებული როგორ გადამეგორებინა ეს სასტიკი ამინდები და სეზონი…”

- საიდან იყავით გამოქცეული – ჩავეჩხირე უცებ მის ისტორიაში.

-იცი რა? – ვერ ვიტან როდესაც საუბარში მეჩრებიან – მითხრა საკმაოდ მკვახედ და თან დაინტერესებული მზერით შემომხედა, ეტყობა ამოწმებდა მეწყინებოდა ეს მე თუ არა.

- კარგით მაგრამ იცით იქნებ… – დავიწყე ახსნა რომ ახლა მან გამაწყვეტინა.

- ხოდა რა დროს ეგაა , მოკლედ ძალიან დიდი თავსატეხი მქონდა , ვიჯექი ავტობუსის გაჩერებაზე – აი ზუსტად ისე შენ როგორც იჯექი დღეს – თავჩაღუნული , სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი და გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი.

- ჩაი დაგიმატო? უცებ შეწყვიტა ისტორია ლილემ.

იმის გამო რომ წინა მისი შენიშვნით ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი ხმა ვერ ამოვიღე და თავის დაქნევით შემოვიფარგლე.

ლილე მშვიდად ადგა ტუმბოდან და სამზარულოში გავიდა , შემდეგ კი გამომძახა:

-ნუ ბორგავ, ჯერ ადრეა და არსად არ გაგვიანდება .

გაკვირვებისაგან ნერწყვი გადამცდა და ხველა ამიტყდა , სამზარეულოდან კი მშვიდი ხითხითი გავიგონე….

2 comments:

  1. მიყვარს ხითხითზე, ჩახველებაზე, ჩუმად ჩაცინებაზე რომ წერენ ხოლმე ^_^

    რათქმაუნდა ეს გადატანითი მნიშვნელობით ^_^

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!