Tuesday, June 29, 2010

წარსული მომავლის ისტორია ანუ რა იქნება მაშინ

- რომელი საათია ალბათ იცი არა? – ამ ფრაზამ შემახტუნა ადგილზე, მოულოდნელი და ძალიან მკვეთრად დასმული კითხვა იყო.
- დიახ ეხლავე,- ვპასუხობ და მობილურს ვეძებ ჯიბეში,თან ვფიქრობ ასეთი უკმეხი მოხუცების ატანა არ მაქვს და რა მაიძულებს რომ ასე სასწრაფოდ ვუპასუხო მის კითხვას?

old_woman_old_lady_cheeky_crop380w- მობილური არ მაქვს და საათი კიდევ მაჯებს მიღლის, თანაც მარჯვენაზე მიყვარს ტარება და ეს ორმაგ დისკომფორტს მიქმნის – არც მითხოვია ახსნა, ისე გამიგრძელა დიალოგი ძალიან სასაცილო გარეგნობის მოხუცმა, რომელსაც ასაკი და ხანგრძლივი ცხოვრება  მხოლოდ ნაოჭებზე და ჭაღარაზე ეტყობოდა.


- 8-ს აკლია 17 წუთი - ვუპასუხე ძალიან ფრთხილად, ისე თითქოს მისი შეშინება არ მინდოდა.
- ჰოდა ძალიან კარგი , ზუსტად ჩაის სმის დრო მოსულა, იქნებ გქონდეს დრო რომ სახლამდე მიმაცილო და ჩაის დალევაც მოსაწრო, ძალიან დავიღალე და ხელჯოხი კი თან არ მაქვს – ისევ ისე უკმეხად, მაგრამ უფრო კეთილი ხმით მითხრა მოხუცმა.
ეს ის შემთხვევა იყო როდესაც ასეთი აბეზარი ქალბატონი თავიდან არ მომიშორიებია ცივი და აგრესიული პასუხით. მის წინაშე ფარხმალი დავყარე და ძალიან მორჩილად დავუქნიე თავი.


ავდექი, ხელი ხელში გამიყარა და მაღლა ავუყვეთ ქუჩასო მითხრა.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. არ ვიცი რას ფიქრობდა ჩემი მომავალი მასპინძელი, მე კი მის გარეგნობასა და თავხედობაზე ვფიქრობდი.
შეგეხედათ ერთი, ვერაფრით იფიქრებდით რომ ასეთ სასაცილო მოხუცს ვინმეს (მით უმეტეს ჩემნაირი უხასიათოს ადამიანის ) ასე ერთბაშად დამარცხება და დაყოლიება შეეძლებოდა.
ქალი ჩაცმული იყო ძალიან ახალგაზრდულადთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ისეც არა ბებიებს რომ სჩვევიათ. მუქი ლურჯი ვილვეტის შარვალი (რომელიც საკმაოდ გაცრცილი მაგრამ მაინც ლამაზი იყო), ზოლებიანი პერანგი, ან უფრო სწორია ბლუზა ეცვა, ყელზე აბრეშუმის ყელსახვევი ჰქონდა მოხვეული და ხელში პატარა ჩანთა ეჭირა, რომელიც ბლუზისფერი ბაფთებით იყო მორთული.

დადიოდა მოკლე, მაგრამ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით და ვერც იფიქრებდა ადამიანი, რომ მას ხელჯოხი საერთოდ რამეში სჭირდებოდა.
მოხუც ქალს , რომელსაც რატომღაც უსიტყვოდ დავთანხმდი სახლამდე გაყოლასა და ჩაის დალევას, ძალიან ეშმაკური გამოხედვა და ცოცხალი თვალები ჰქონდა,მისი ღიმილიც კი ძალიან მაცდური იყო. ჭაღარა თმა გრძელ ნაწნავად ჰქონდა აკრეფილი და შავი თასმით შეკრული. ხელზე ორი ბეჭედი ეკეთა , მაჯას კი ბევრი წვრილ წვრილი ვერცხლისფერი რგოლები უმშვენებდა.

ამ ფიქრებში ვიყავი რომ როგორც იქნა აღმართი დასრულდა და ორ უზარმაზარ კორპუსს მივადექით, თუმცა არც ერთის სადარბაზოში არ შევსულვართ. ჩვენ ამ კორპუსებს შორის ვიწრო , ბნელ და გრძელ დერეფანში შევედით. სარფიანად დავიძაბე, თუმცა სიტყვა არ მითქვამს, არც მას აუხსნია არაფერი -ნელა მივიკვლევდით გზას წყვდიადში.
შემდეგ მომენტალურად გაიშალა დერეფანი და კორპუსებს უკან არსებულ პატარა სივრცეში მოვხვდით სადაც ერთ სართულიანი , ქოხივით შენობა იდგა , თუმცა გარედან ძალიან ლამაზად იყო მორთული.

სახლი ხვიარას დაეფარა ხოლო შიგადაშიგ სხვასხვა მცენარეების ყლორტებიც ჩანდა .
6a00e0098cf3a1883300e54f2fa8858834-800wiშესასვლელ კართან უამრავი გვიმრები იდგა (თავი მეგონა ახალ ზელანდიაში), ზოგი დიდ ქოთნებში ზოგიც პატარაში, გვიმრების უკან მოჩანდა სავარძელი რომელიც ჭრელი ნაჭრებით იყო ამოკემსილი.
მოხუცმა ხელი გამიშვა და კარისაკენ წავიდა, შემდეგ შემოტრიალდა და ისევ ისე მაცდურად მკითხა:

- რა იყო ხომ არ გადაიფიქრე, მე ისევ მინდა შენი ჩაიზე დაპატიჟება, თანაც ორცხობილაც უნდა მქონდეს – და კარებს გასაღები მოარგო ამ დროს კი თან წაიბუტბუტა:

-თუ რა თქმა უნდა სიმსუნაგის მომენტში სულ არ შემომეჭამა .

აღარ ვიცოდი რა მექნა, ძალიან მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები ან რა ხდებოდა იმ სახლის მსგავს ნაგებობაში, მაგრამ ამავე დროს მაინც ძალიან გაოცებული და შეცბუნებული ვიყავი როგორც ამ ქალით ისე საკუთარი ქცევით , რომელიც მე სულ არ მახასიათებდა.

- რას დგეხარ მანდ, შეეზრდე? გაინძერი დროზე – გამომაფხიზლა მოხუცმა , მოურიდებლად.

ფართხა ფურთხით შევისწორე ჩანთა მხარზე და კარისკენ დავიძარი. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე იატაკის პირველმა ფიცარმა გაიჭრიალა, ისევ შევხტი.
ამდენი უსარგებლო ნივთი ჩემს სახლშიც კი არა მგონია როდისმე დაგროვდეს. ამ ქოხში სულ სამი ოთახი და დიდი ვერანდა იყო, ნუ თუ შეიძლება ჯერ ამ შენობას სახლი ეწოდოს და მერე იმ გაშლილ და ხვიარით შემორაგვულ ადგილს - ვერანდა.

ყველა ოთახში იყო უამრავი ფოტოები, სუვენირები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხელნაკეთი ნივთები. კედლებზე ეკიდა მუსიკალური ინსტრუმენტები, ფოტოებიც, ქსოვილის ნაჭრები წარწერებით, ჯაჭვები და სხვადახვა გაუგებარი ნივთი.
ფაქტიურად შემეძლო მეთქვა რომ სამოთხეში თუ არა, მუზეუმში მაინც ვიყავი იმ მომენტში. დავდიოდი კედლიდან კედლამდე და ვათვალიერებდი ყველაფერს. ვცდილობდი არ გამომრჩენოდა არც ერთი დეტალი და ნივთი რომელიც კი იყო იქ იმ მომენტში.

ბედის ირონიაა ალბათ , რომ იმ დროს ფოტოაპარატი თან არ მქონდა ამ ყველაფრის აღსაბეჭდათ თორემ ნამდვილად არავინ დაიჯერებდა რომ ასეთ ადგილას ვიყავი.
ამ დროს ჩემი მოხუცი გამოკუსკუსდა სამზარეულოდან და ხელში ორი მიღრეცილ - მოღრეცილი ფინჯანი ეჭირა.

- ლილე – მითხრა მან ღიმილით, თუმცა ჩემი გაოგნებული სახე რომ დაინახა დაამატა, - ლილე მქვია მეთქი მინდოდა მეთქვა.

ჩუმად დავუქნიე თავი და ჩემსკენ გამოწვდილი ფინჯანი ავიღე. ჩაი მოვსვი, ძალიან უცნაური და უცხო 03y2gwp0189   გემო ჰქონდა , მომეწონა.

მასპინძელმა ჩემს უკან მდგომ სავარძელზე მიმითითა , თვითონ კი ბამბუკის ტუმბოზე ჩამოჯდა ჩემს წინ.

- ალბათ გაინტერესებს ამდენი რამე რატომ მაქვს, რატომ ვაგროვებ ან საიდან მოვიდა?

ისევ მდუმარედ დავუქნიე თავი და უცნაური ნივთებით სავსე სავარძელში კომფორტულად მოკალათება ვცადე, თუმცა უნდა გითხრათ არ გამომივიდა, ყველა მხრიდან რაღაცეები მერჭობოდა.

- არა, არა, ახლა ამდენი დრო არ გვაქვს რომ მთელი ისტორია თვიდან ბოლომდე მოგიყვე, მააგრამ შეგიძლია  ჩაიზე მესტუმრო ხოლმე ყოველი თვის პირველ სამშაბათსა და ბოლო პარასკევს და მაშინ აუცილებლად გეტყვი სად, რა , როგორ და როდის გადამხდა , ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვი თუ რატომ აგირჩიე ავტობუსის გაჩერებაზე შენ, შევთანმხდით?

- იცით… – ძლივს ამოვიბლუყუნე რაღაც და ის ის იყო უნდა მეთქვა რომ ალბათ ვერ შევძლებ თქვენთან ასე ხშირად სტუმრობასთქო რომ მან დაიწყო საუბარი:

- ზუსტად შენს ასაკში ვიყავი მაშინ როდესაც ნოემბრის სუსხიან საღამოს……

[ისტორია # 2 ]

16 comments:

  1. აუ, აუ... ესტუმრე ხოლმეე! და აქ დაწერა არ დაგავიწყდეეს! ^^ დამაინტერესა! შე ინტრიგანო! ^^

    ReplyDelete
  2. ჩორვეენ, არიქა ეს რა მიქენი :D რა საყვარელი მოხუცია და რა ქოხი ააქვს!

    ReplyDelete
  3. Kanario - : ))) vecdebi vestrumro xolme : )

    Rodriogo - ra mogivida kaco?> :D

    ReplyDelete
  4. auuu,rato shewyvite? malemalemale veli gagrzelebas!!

    ReplyDelete
  5. Anonymous2:14 AM

    ძალიან საინტერესოდ წერ, თუმცა ცოტა გავბრაზდი ...
    რატომ შეწყვიტე ასე უცებ, რას გვერჩი?
    იქნებ,სულაც არა აქვს გაგრძელება და , უბრალოდ, ასე დამაინტრიგებლად მთავრდება???
    არა და, ყველაზე საინტესო ახლა უნდა დაწყებულიყო, მგონი... :(
    საშინლად მიყვარს ბებიების მონათხრობის მოსმენა.
    უმორჩილესად გთხოვ–გააგრძელე,PLEASE

    ReplyDelete
  6. ფინალის გამო რა :D

    ReplyDelete
  7. Anonymous - salami : ) hoda vanxot sheizleba gavagrzelo kidec : ) shen ki gamochndi dagvenaxe vin xar : )

    Rodrigo- nu ho nu ho:D

    ReplyDelete
  8. ვაიმე,მოგკლავ :D რა მოხდა იმ სუსხიან დღეს,რატომ არ დაამთავრე? თუ მე ვერ ვიპოვე გაგრძელება,თუ რა ხდება, სასწრაფოდ მოყევი :D :*

    ReplyDelete
  9. Anonymous12:13 AM

    ჩორვენის:

    აბა როგორ გამოვჩნდე, არც ბლოგი მაქვს, არც საიტი... :(
    ... და არც საქართველოში ვარ, რომ მოგინახულო...
    არავის ვემალები.
    წარმატებებს გისურვებ!

    ReplyDelete
  10. Mirabella - rame saintereso moxdeboda im sagamos darcmunebuli var : )

    Anonymous - mere ra rom arc blogi gaqvs da aqac ar xar : ) me online nacnobebic miyvars da ravic xshrad shemo xolme mailzec momcere tu mogindeba me zalian gamaxareb : )

    ReplyDelete
  11. Anonymous3:35 PM

    ჩორვენის:
    OK.
    დიდი მადლობა ასეთი თბილი და თავაზიანი მასპინძლობისთვის.
    კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგზე ;)
    აქაურობის ხშირი სტუმარი ვიქნები (იმედია).
    მოგწერ აუცილებლად.
    ყველა ემიგრანტის სახელით წარმატებებს გისურვებ.

    მაია

    ReplyDelete
  12. რა აღშფოთებული შემოვვარდი კომენტარებში და სანამ სხვათა აღშფოთებებიც ჩავიკითხე, გადამიარა, გადამირჩი : ))))))))
    გააგრძელე რა...
    დიდი ხანია შენს ბლოგს არ ვსტუმრებივარ, ჰოდა კიდევ იმან გადაგარჩინა, რომ სხვა რამეებიც წასაკითხი მაქვს : )))))

    ReplyDelete
  13. აი დაჟე პირველი კომენტარი დავწერე ამ უბლოგო ქალმა : )))))

    პ.ს. ჯინჯერი ვარ. ის nino said-ო, მე თვითონ მეუცხოვა : )))))

    ReplyDelete
  14. va salami Jinj : )))
    caikitxe caikitxe da isa ho albat gavagrzeleb :D

    ReplyDelete
  15. au lilian gcem an gikben,an rame uketes dasasjel xerxs gamovdzbni,mteli game es gaidzvera bebo melandeboda da mawvala..isedac gaadreuli sizmrebi damiprtxo blin ;( dassrule raa :d

    ReplyDelete
  16. ჩორვენ, ჩორვენ, ლილიან ლილიან, მარიამ მარიამ ბლანკ ბლააანკკ

    გაგრძელება მსურს:(
    ისე მაინტერესებს(((

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!