Saturday, May 29, 2010

ბავშვობაში გადახვეწა მომინდა…

გქონიათ შეგრძნება რომ ისევ 3-4 წლის ხართ? ისევ ისეთი გარემოა თქვენს გარშემო და ისევ ისე გრძნობთ თავს როგორც მაშინ? ისეთივე მსუბუქები ხართ და ლაღები??

არასოდეს გდომებიათ სულ ცოტა ხნით მაინც, ისე გეყურებინათ სამყაროსთვის როგორც სადღაც ღრმა ბავშვობაში?

P1120442

მე მესმის ის აზრი, რომ ჩვენ ბავშვებად ასაკის და მიუხედავად კიდევ დიდი ხანი ვრჩებით, მაგრამ ეს ბავშვები ხომ სადღაც ბნელ კუნჭულში გვყვავს მიმალული , ჩვენ კი დიდ და სერიოზულ ადამიანებს ვთამაშობთ?

დღეს მე დავბრუნდი ბავშვობაში, ისევ ისეთი შეგრძნებები მქონდა, ისევ ისე აღვიქვავდი სამყაროს, ისევ ისე ვხედავდი ბიძაჩემს და ბიცოლაჩემს…

 P1120441 

ისევ გამახსენდა საყვარელი სუნები, გემოები, განწყობა, ყველაფერი გამახსენდა….

მოგონებები ჩემს გარშემო კარუსელივით დატრიალდა….

დღეს ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს ზღაპარს ვუსმენდი ისევ.

მას მერე, რაც მე ბოლოჯერ შევძელი ვინილის ფირფიტებზე ჩაწერილი, 1986 წელს გამოშვებული ზღაპრის მოსმენა 15 წელიწადი გავიდა.

P1120440

სულ რაღაც 5-6 წლის ვიყავი როდესაც ”პრაიგრივაწელთან” (როგორც აღმოჩნდა) სკამზე მუხლდაყრდნობილი და თავხელებჩამოდებული გაუჩერებლივ ვუსმენდი ამ ზღაპარს. დამთავრდებოდა ერთი გვერდი, გადავაბრუნებდი და ისევ თავიდან.

ეს ფირფიტა გახლავთ გენიალური მიუზიკლი ”ზღაპარ-ქალაქი”, რომლის პირველი ნაწილი 1985 , ხოლო მეორე კი  1986 წელს გამოუშვეს.

P1120436

სიტყვები და მუსიკა – ირმა სოხაძეს ეკუთვნის, როლების უმეტესობა მისი გახმოვანებულია ხოლო დანარჩენი გმირების გახმოვანებაში საბავშვო მუსიკალური თეატრის (პიონერ-ქალაქის) მზიურის წევრების დიდი წვლილია.

P1120438

მინდა გითხრათ , რომ დღეს როდესაც ამ ზღაპარს ისევ თავიდან ვუსმენდი ამდენი ხნის შემდეგ, სიმღერის ტექსტები მახსოვდა. ვიჯექი და ჩემთვის ვღიღინებდი , ფირფიტის პარალელურად.

ეს არის ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი გენიალური და საყვარელი მოგონება.

ვინილის ფირფიტა, რომელიც სულ რაღაც 2000 ცალი იყო ტირაჟით მეც შემხვდა მაშინდელ პერიოდში და გამილამაზა ბავშვობა, თანაც სულ რაღაც 1.45 მანეთად.

P1120445

არა რა, ზღაპრები და ოცნებები ძალიან იაფი ღირს, უბრალოდ უნდა გაგიმართლოს და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე, ზუსტად ისე როგორც ამ ზღაპრის მთავარი გმირი გოგონა….

მე მიყვარს ზღაპრები, დღემდე მგონია რომ (ცოტა უცნაურ და ზოგჯერ სასტიკ მაგრამ მაინც) ზღაპარში ვცხოვრობ.

მე ვარ ბავშვი რომელსაც აიძულებენ იყოს სერიზოული და ფეხი აუწყოს როგორც დროს ისე საზოგადოებას…..

P1120449

~ესეც პატარა მუსიკალური ფაილი , მართალია ცუდი ხარისხის მაგრამ დაახლოებით ისმინება ჩემი ზღაპარი ~

12 comments:

  1. არ მინდა :შ

    ReplyDelete
  2. ჰეჰ ბავშვობა, მიუხედავად ყველაფრსა ყოველთვის მოიძებნება ნათელი წერტილებიც იქ ...

    ReplyDelete
  3. Clown - ra ? ratom?
    Rodrigo - bevri nateli wertili imho : )

    ReplyDelete
  4. @ჩორვენი¹³
    რავი, არ მინდა ბავშვობის დაბრუნება :შ

    დიდად უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ არ მინდა :შ

    ReplyDelete
  5. მეც არ ვიტყოდი უარს მსგავს ფირფიტაზე, თუნდაც ახლა.

    ReplyDelete
  6. ver gaxsna sheni zgapari :(

    ReplyDelete
  7. Green ui xoo?? :D dasanania :D realplayer rtavs :D

    ReplyDelete
  8. did xania dizaini shecvale?

    axla shemovaghtsieee! <3 miyvars rombebi! Chemi sisustea! osts gvian tsavikitxav, xval rom gamocdas chavabareb! ki ara da tu chavabareb :))) :*

    ReplyDelete
  9. Anonymous9:41 AM

    ძალიან მიყვარს ეგ ზღაპარი, ჩემი ბავშვობის ერთერთი ლამაზი მოგონებაა... დღესაც მახსოვს ის სიმღერები და ხანდახან ვღიღინებ ხოლმე ;)ძალიან მინდა mp3 ფორმატში ვიპოვო, რომ ჩემს ბავშვებსაც გავულამაზო ბავშვობა...

    ჯუკა

    ReplyDelete
  10. Juka - tu shevzeli da movipove mp3 formatshi aucileblad davdeb blogzec

    ReplyDelete
  11. აუ მარუს, ფბზეც მოგწერე მარა იქნებ აქ უფრო მალე ნახო :)))) პლზ პლ ზპლზ თუ გაქვს მპ3 ან რავი ცუდი ხარისხით მაინც :*

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!