Monday, May 17, 2010

ბიოლოგიური არსება – ძმა …

სისხლი და ხორცი….

არა ეგრე არა.

შენი ნაწილი….

არა არც ესე.

უბრალოდ და-ძმა…

პატარა საძაგელი არსებები, რომელიც გვიმწარებდნენ ბავშვობას, გვეჩხუბებოდნენ და ვეჩხუბებოდით….

chven45

გვართმევდნენ და ვართმევდით… შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ისინი გაიზარდნენ….ჩვენც…

ასე გაიზარდა და შეიცვალა ჩემი ძმაც. ძალიან მავნე პატარა ღლავი ახლა უკვე ზრდასრული ახალგაზრდაა და მართალია ისევ ძალიან სასაცილო ვინმეა, მაგრამ ახლა ჩემთვის (ეხლა მეც გავიზარდე და უკეთ ვიგრძენი) ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანია.

ჩემი ძმა ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაოცებას, პატარაობიდანვე პედანტური და აუტანელი იყო, ზუსტად ახსოვდა როგორ და სად იდო ყველა მისი ნივთი, ნუ აი გულისამრევი სიზუსტით…

ძალიან უცნაური ვინმე იყო და არის კიდევაც… ცოტას ლაპარაკობს , დადის ჩუმად და უხმაუროდ, სულ ჭკვიანი სახე აქვს (ეს უბრალოდ სახე აქვს ასეთი თორე… :) )….

kukii რაც გაიზარდა და თავისი  ფული აქვს (ხან მამას მიცემული ჯიბის, ხანაც მისი პირადი შრომით მოპოვებული) ხან რას მჩუქნის ხოლმე, ხან რას….

რამოდენიმე თვის წინ სახლში მოვიდა აღტკინებული და რომ არ დავხვდი ამიფეთქა მობილური ტერელფონი , ყოველ 15 წუთში ერთხელ მირეკავდა და მეკითხებოდა ”სახლში როდის მოხვალ”-ო. ვერც კი მივხვდი ასე უცებ რა დაემართა მეთქი (ძირითადად უხარია როცა სახლში არ ვარ)

მოსვლისთანავე კი ამოსუნთქვის შანსი არ მომცა და გულსაკიდი გამომიწოდა - ”ეს შენო” (ძალიან საყვარელი კაცუნა ლურჯი მინისგან , ვერცხლის თხელი რკალით)

ერთი კვირის წინ ისევ გადაწყვიტა ჩემთვის საჩუქარი გაკეთებინა , ზუსტად იმ დღეს ქალაქში შევხვდით ერთმანეთს და ვითომ ისე უბრალოდ ახსენა წიგნი ვიყიდეო, ნუ რადგან წიგნების დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა და მხოლოდ უცნაურ, ან ჩემი თაროდან წაღებულ წიგნებს კითხულობს, დავინტერესდი მისი შენაძენით.

ჯიბიდან პატარა წიგნი, სახელად Notebook –ამოაცურა, ყდაზე ლამაზი ვარდისფერი ყვავილებით და გამომიწოდა ”აი ესააო”

გამოვართვი და კარგად რომ დავაკვირდი რა ეწერა ყდაზე გამეცინა, ეს რა არის მეთქი და ეს შენო.

present

ეს აღმოჩნდა სასაცილო და ლამაზი ფრაზების კრებული რომელიც დების შესახებაა. ძალიან ვიხალისეთ ამ ყველაფრის ერთად კითხვით , შემდეგ კი ლუკას ვთხოვე თვითონაც ჩაეწერა შიგნით რაღაცეები და აი  მაგალითიც:

წიგნის quote :

Sisters are the best people to have with you when you’re shopping for clothes. Tehy tell you the truth”

ლუკამ გვერდით მიაწერა:

Can not add anything else, ultimate truth :D

ლუკას ყველა მინაწერი არსებულ ფრაზაზე ბევრად სასაცილო და სახლისო აღმოჩნდა, კითხვისას ძალიან ბევრი ვიცინე.

აი კიდევ -

წიგნის quote :

“Sisters know when to yell at you – and when to hug”

ლუკამ მიაწერა (დიიდი ასოებით):

AGREE

მოკლედ ეს წიგნი საუკეთესო გასართობი და ძალიან ძალიან ამაჩუყებელი რაღაც იყო, ყველა საჩუქარს შორის….

sister

მე ჩემი (შტერი) ძმა!!!

16 comments:

  1. rogori lovely dzma gkolia, ra magaria :)

    aba me dzalian didi ori dzma mkavs.

    bagshi, rom makitxavdnen, bavshvebs mamachemi egonat :D :D :D

    ReplyDelete
  2. Maka - : ))))) au didi zmebic taviseburi kaifia, me bizashvilebi myvanan mase : ) ♥ ♥ Tumca isinic sul 6-8 wlit ufrosebi arian :D

    ReplyDelete
  3. გული გამითბა რაღაც..

    მეც მიყვარს ჩემი თავგასიებული ძმა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკამათობთ.. :))

    ReplyDelete
  4. uprosi dzma 40 tslis mkavs, meore 37(sxvatashoris ert dges davibadet, ert saatshi da 12 welia sxvaoba:))))
    p.s. I still love them :D :D :D

    ReplyDelete
  5. Vasasi - chvenc magram mere ra :D

    Maka : ) ^_^

    ReplyDelete
  6. რა საყვრლები ხართ! ლუკა ძალიან მაგარი სახელია.

    ReplyDelete
  7. ვაიმე რა საყვარელი ძმა გყააავს
    და რამდენი წლისაა
    ნეტა ცემს ძმას როდის მოემატება ტვინი = ((

    ReplyDelete
  8. Rodrigo - : ) Thx :D

    Siyvarulovna - 20 faqtiurad :D
    moemateba sad cava :D

    ReplyDelete
  9. xshirad mxvdeba xolme quchashi,magram ar vicnob shens zmas : -s

    ReplyDelete
  10. მე ერთს დავამატებ, ფრიად სიმპათიური!!! ხასიათი და სულიერი სამყარო როგორი აქვს, არ ვიცი, არ ვიცნობ :D

    ReplyDelete
  11. თორნიკე - გაეცანი : ) წინააღმდეგი არ იქნება ))))

    კუდა - ხასიათი სასწაული : ))) :*

    ReplyDelete
  12. კარგი ძმა გყავს :) მართალია, მე რომ ვნახე, სულ პატარა იყო, მაგრამ ახლა ფოტოებიდან ვხედავ, რომ დიდია და სიმპატიური :)))

    და სულ ის მახსენდება, ფბ–ზე რომ ფოტოები დავინახე და დავიბენი, პრევიუზე ჩემი აწ უკვე ყოფილი ბფ მეგონა, მეთქი ბებესთან და მაოსთან ერთად და უნდაა :D:D:D

    ReplyDelete
  13. katiee - : )))))))))))))))))))

    ReplyDelete
  14. :)

    ramdeni xania shentan ar shemovsulvarrrrrrrrrrrr :D

    gamarjoba.

    ReplyDelete
  15. სულ ჭკვიანი სახე აქვს (ეს უბრალოდ სახე აქვს ასეთი თორე… :) )….
    :)))))))))))))))))





    აბა ჩემი და კი არ მაჩუქებს რაიმე მსგავს... :შ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!