Saturday, April 17, 2010

მშობლები v s.შვილები Vol.2

მშობლები - უფროსი ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვენს შექმნა –ჩამოყალიბებაზე ძირითად გავლენას ახდენენ.

მე რა თქმა უნდა  პატივს ვცემ მათ ღვაწლს და მონდომებას მაგრამ, არსებობს ბევრი მაგრამ….

20041130-freid_lis პირველი და მთავარი ის, რომ ადამიანების უმეტესობას სიახლებიის მიღება უჭირს და გამონაკლისი არც წინა (უფროსი) თაობის ადამიანები არიან, ამიტომ მათი მხრიდან ახალგაზრდების დადანაშაულება ტენდენციურობასა და გაფუჭებულობაში (რაც რეალურად დროისთვის ფეხის აწყობა უფროა) სასაცილო მგონია.

მეორე რაც ძალიან მაღიზიანებს მათი მხრიდან, არის ობიექტური აზრის უგულებელყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მათზე პატარაა ასაკით.

ტექსტი - ”შენ რა იცი , რა გინახავს რომ მეკამათებიო” ყველაზე აბსურდული მგონია და სულის სიღრმემდე შეურაცხმყოფს მე პირადად!

ძალიან ძალიან დასანანია რომ უფროს თაობას ავიწყდება წარსული, ის რასაც თვითონ ეჯახებოდნენ განვითარების სხვადასხვა პერიოდებზე, სულ ვფიქრობ ამაზე და ძალიან მინდა რომ მეც არ დამავიწყდეს….

ყოველთვის ვცდილობ რომ პატარებთან როდესაც მაქვს ურთიერთობა არ იგრძნონ ის რომ მე რამენაირი პრიორიტეტი ან პრივილეგია მაქვს გარემოსთან ურთიერთობაში… არასოდეს ვესაუბრები პატარებს ისე როგორც პატარებს…. ვცდილობ მათ ისევე ადქვატურად (მაგრამ მათთვის გასაგები სიტყვებით და არა მაღალფარდოვანი ენით) ავუხსნა და ვუთხრა ის რაც მინდა რომ გაიგონ… ზუსტად ისევე როგორც ამას დედაჩემი აკეთებდა…

baby_on_the_beach_by_poivre საერთოდ სულ რამოდენიმე ადამიანია ჩემს გარშემო (ასაკით დიდს ვგულისხმობ) ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია… ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ რჩევას ან აზრს უპირობოდ ვიღებ, უბრალოდ მე ამაზე ვიწყებ ფიქრს, ვფიქრობ ბევრს , მერე ან ვირგებ და ვხვდები რომ მეც მაწყობს და კარგია ან უგულებელვყოფ…

ძალიან სასაცილოა ის რომ ბევრი ვერ ხვდება იმას რომ რაც მან თავის პერიოდში 40 წელიწადის განმავლობაში ნახა მე შეიძლება 20-ში მომესწრო იგივე!!

დრონი მეფობენ…

ყველაფერი აჩქარდა, დრო სწრაფად მიჰქრის, მოვლენები ერთი მეორეს ელვისებურად ცვლის, ადამიანები კი ადევქატურობას დღითიდღე უფრო და უფრო სწრაფად ფლანგავენ…

196234LqSP_w

3 comments:

  1. მართლი ხარ :)))

    ReplyDelete
  2. taks..
    ორი საინტერესო საკითხია..
    მშობლები და ეფექტური კომულინაცია :დ
    მგონი ჩვენი მშობლების თაობაა სწორედ ის თაობა, რომელმაც თავი შესწირა შვილებს. დღეს ბევრის ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი შვილია და ეს ძალიან ცუდია როგორც მშობლისთვის, ისე შვილისთვის.
    და მართალი ხარ, ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკო, ბავშვი წაიქცა? რომ მიხავლ, თავზე დაადგები და ეტყვი, ადექი, ქორწილამდე დაგავიწყდება! ეგ არაფერს უშველის. უნდა ჩაიკუნტო, გაუთანაბრდე, გეტკინა, ხო? უთხრა, კი, გეტყვის და გაჩუმდება. არც თავს შეგაცოდებს და არც თავი შეეცოდება. ის შენტან თანასწორია ამ დროს..
    ნუ, რა შუაში იყო ეხლა, მაგრამ..
    თუ იყო, ხო?
    ახლა გავიღვიძე და..

    ReplyDelete
  3. შენ რა იყო, ჩემს მაგივრად დაწერე? :D:D:D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!