Sunday, March 14, 2010

აღიარება – ნაწილი II (ისევ ბავშვობა)

მაშ ასე თქვენ უკვე გაეცანით პირველ ნაწილს ( თუ ერ კიდევ არა მაშინ აგერ დაკლიკეთ – აგერ)

თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ ისტორიისა რასაც ჩემი ბავშვობა ქვია.

ნუ იმის მოყოლას აზრი არ აქვს რომ მეც ისევე როგორც იმ დროის ბევრი სხვა ბავშვი ”სიმილაკ”-ზე გავიზარდე და პამპერსის წინაპარს - ”პადგუზნიკს” (სხვანაირად არც ვიცი რა ერქვა) მიკეთებდნენ, გაუბედურებული უცნაური ეტლით მასეირნებდნენ და უხარისხო ”რეიტუზს” მაცმევდნენ.

2CF14A94-0C6B-42C6-9E4D-FFB523328EF920 ეს ყველაფერი ისე საშინელად არ მეჩვენებოდა მე ხომ დიდი დროის გატარება მიწევდა ვერის პარკში არსებულ ჩოგბურთის კორტებზე (და მის შემოგარენში), რადგან დედა იქ ასწავლიდა და მეც რაღა თქმა უნდა დიდი გულისყურით ვიკვლევდი ყველაფერს. მინდა გითხრათ დღემდე მიყვარს იქაურობა  სიბინძურისა და რაღაც ცუდი აურის მიუხედევად.

დღემდე ძალიან კარგად მახსოვს რა უცნაურად იკარგებოდა ბადეს მოხვედრილი ბურთები, ისინი უკან თითქმის არასოდეს ვარდებოდნენ. ჩემთვის ეს დღემდე გამოცანაა… როგორ ვაკვირდებოდი ღობის უკან მსხდარ წყვილებს რომელბიც უცნაურ დისტანციაზე ისხდნენ და რას აკეთებდნენ დღემდე არ ვიცი. :) მოკლედ ბევრი კითხვები მქონდა პასუხების ძებნაზე კი დროის დაკარგვა ძალიან მეზარებოდა (თუმცა ეს ჩვევა არ გამომყვა ბოლომდე და ახლა პირიქით შეიძლება მთელი ძალისხმევა ახსნისა და პასუხის მოსაძიებლად გამოვიყენო)

ამ პერიოდში იცით როგორი ვიყავი? ძალიან მოუსვენარი, შემეძლო მერბინა ერთი ოთახიდან მეორეში, მეორედან მესამეში და ასე დაუსრულებლად. ან კიდევ სულ ისმოდა ფრაზა :

”- მარიამ დასვი ლუკა, დასვი ლუკა, დაგივარდება…”

დიახ, დიახ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა თვითონაც კარგად დადიოდა და საკმაოდ მძიმე იყო, მაინც დავატორღიალებდი უბედურს აქეთ იქით და ვსარგებლობდი იმით რომ 3 თუ 4 წლამდე არ ლაპარაკობდა. 

მეც მოგეხსენებათ მეტი რა მინდოდა და ვაწვალებდი საწყალს, თუმცა ძირითადად ვალში არ მრჩებოდა… საძაგელი.

კიდევ ძალიან სასაცილო იყო ერთი მომენტი, მე და ლუკა ვიჯექით დიდ ოთახში (ლუკა სადღაც 2.5 წლისაა, მე 4ის) დედა არ ვიცი სად იყო , მაგრამ ფაქტია ის რაც იქ მოხდა ვერაფრით აიცილა თავიდან.

ლუკა მიხოხდა განჯინასთან (კედლის დიდ კარადასთან, სადაც დიდი P1110427რაოდენობით ჭურჭელს ინახავს ყველა ოჯახი, არადა რისთვის კაცმა არ იცის, იქიდან ხომ ნახევარსაც არავინ იყენებს/და), გახსნა უზარმაზარი კარი , საიდანაც  გამოახოხა ორი ასევე უზარმაზარი ბროლის ლარნაკი.

მე ამ ყველაფერს მშვიდი სახით ვუყურებ სავარძელში ჩაფლული და აზრადაც არ მომდის მისი შეჩერება.

ხოდა მერე ეს ორი ლარნაკი დაიჭირა აქეთ იქით, თითო ხელში და რაც კი ძალა და ღონე ჰქონდა მიაფშვნა ერთმანეთს.

თქვენ არ იცით რა ბედნიერი სახე ჰქონდა მას, როდესაც ჰაერში აიჭრა და შემდეგ უკან ჩამიცვივდა  ბროლის უამრავი ბრჭყვიალა ნატეხი. ამ ზრიალზე შემოვარდა ოთახში დედაჩემი და ჩემს ძმაზე მეტად მე მომხვდა, თუმცა ეს ამად ღირდა. :)

კიდევ ერთი და თანაც მე მგონი ძალიან სატნადრტული სიტუაცია იყო როდესაც სახლში დაჭერობანას თამაშისას თავით შევვარდი დიდ შუშიან კარებში, მე თვითონაც ფრიად შემეშინდა , თუმცა კიდევ კარგად გადავრჩი რომ არ ავისისხლე/ავიჩეხე.

ამავე პერიოდში დედამ სადღაც მიპოვნა ძველი , არა უფრო სწორია ძალიან ძველი ”როლიკები”, იცით როგორი, რაღაც რკინა რომაა 12 ბორბლებით(4 ცალით) და ზემოდან უბრალოდ თასმები რომ უნდა გადაიჭირო.

ძალიან სასაცილო ვიყავი , მე ამ 4 ბორბლიანი ”დაპატოპნი” როლიკებით, დიდ ოთახში და სავარძელზე დედა - რომელიც მაგულიანებს , თან მიხსნის როგორ უნდა ვიარო. რა თქმა უნდა უამრავჯერ განვერთხე პარკეტს და კიდევ უფრო მეტჯერ შევქმენი სახლში საავარიო (საშიში) სიტუაცია ავეჯისა და ჭურჭლისთვის, მაგრამ მინდა გითხრათ მას მერე გენიალურად ვდგევარ ”როლიკებზე” და ძალიან მიყვარს.

კიდევ ერთ რამეს გავიხსენებ ამავე პერიოდიდან -

მაშ ასე - ბებიასთან აგარაკზე ყოველ ზაფხულს მივდიოდით, ბავშვებს სუფთა ჰაერი და ამბავი სჭირდებათო, ხოდა მეც რაღა თქმა უნდა Marf(268)გამოწერილი მქონდა ყოველ ზაფხულს იქ ჩასვლა. ეზო დიდი გვაქვს, საქანელაც კი იდგა ერთ დროს (ნუ მანამდე სანამ შიგნით ვეტეოდით ), ხეები , ჩრდილი მოკლედ საუკეთესო ადგილია ბავშვი რომ ზაფხულში წაიყვანო.

ისე სიმართლე რომ ვთქვათ ეხლაც ძალიან მიყვარს იქ ყოფნა უბრალოდ  3-4 დღეზე მეტად ვერ ვლძებ, მერე ვტყიურდები და ძალიან საშიში ვარ სიცოცხლისათვის.

ხოდა სად გავჩერდი, ა ხო მოკლედ მეც ასე 3-4 წლის გახლავართ, ჩასული ვარ ბებიასთან და ზუსტად იმ წელს საადრეო ვაშლმა ისე მოისხა რომ ავ თვალს არ ენახვებოდა და მეზობლებს გულს უხეთქვდა.

ხოდა ამ ვაშლის წინ ერთ მწკრივად გახლდათ დარგული ვარდები, P1110428ვარდები დაახლოებით ჩემი სიმაღლის იყვნენ, თუმცა ბოლო მომენტამდე ამას ხელი არ შეუშია ჩემთვის ვაშლის მოწყვეტა მეცადა.

შევძვერი ბუჩქებში, მივაღწიე ხემდე და როდესაც ხელი გავიწვდინე ვაშლისკენ შარვალზე უკან რაღაცამ დამქაჩა, (ვავა მე ვავა ) წავიწიე თუ არა და უფო ძლიერად დამქაჩააა…

აი იქ წახდა ჩემი საქმეეე, რომ მოვრთე ღრიალი - ”ბებიაა ვიღაცამ დამიჭირაა” მეთქი მთელი დასახლება ფეხზე დავაყენე. აი ასე ჩამეშალა ვაშლის მოპარვის მცდელობა , სადღაც ღრმა ბავშვობაში.

 

რა თქმა უნდა არაფრით არ შეიძლება აქვე არ მოგიყვეთ ჩემი და ნათლიაჩემის შვილის ურთიერთობა, რომელთან ერთადაც დიიდი დრო მაქვს გატარებული ბავშვობიდან. მას სანდრო ქვია და სადღაც უხსოვარ დროს თურმე ძალიან სასაცილოდ მივმართავდი :

”სან (ამოხვნეშა) დროოო” – ასე ვეძახდი .

ერთ ზამთარს მშობლებს ჩვენი ბაკურიანში წაყვანა გადაუწყვიტავთ,ნუ რა თქმა უნდა ეს აზრი სისრულეშიც მოიყვანეს და ასე აღმოვჩნდით პირველად ბევრ თოვლში.

სიმართლე თუ გინდათ მე ბევრი არაფერი მახსოვს ამ ვოიაჟიდან მაგრამ ასეთ ისტორიას გვიყვებიან მშობლები:

”გვერდიგვერდ გვეძინა ხოლმე, მე ბავშვის გისოსებიან საწოლში , სანდროს მშობლების საწოლზე (ერთი წლით დიდია ჩემზე) დილით  გავიძვიძებდით თუ არა ეგრევე ვყოფდით ერთმანეთთან ხელს, ვცვლიდით საწოვარებს (სოსკებს ანუ) ცოტა ხანი ვღეჭავდით ერთმანეთის საწოვარებს, შემდეგ ვწვდებოდით ერთმანეთს თმებში და ვაჯაგუნებინებდით თავს ამ ჩემი საწოლის ”რიკულებზე”.

დიახ, აი ასეთი უცნაური ტრადიციული გაღვიძება და დილა გვქონია ჩვენ.

____________________________________________________

დღესაც აქ შევჩერდები და შემდეგ ნაწილში უკვე ჩემს სკოლაში მისვლას და იქაურ ისტორიებს მოგიყვებით .

8 comments:

  1. მეც უპამპერსოდ გავიზარდე :D

    ReplyDelete
  2. vaaaaah dzaaan vixalise :D mara nu shen da sandros istoriebi ramndejerac ar unda movismino yoveltvis gulianad gicini :D

    exac sasaciloebi xart ertad :D :D :D

    ReplyDelete
  3. მიყვარს რაა.. მიყვარს ამეების წაკითხვა და შენი ფოტოები! :)

    რაღაცნაირი პოსტი იყო.. შენც რო გაგახსენებს რაღაცეებს და გაგეღიმება ,ტკბილია ბავშვობა..

    ReplyDelete
  4. Clown - lol :D sachustvuiu :D

    koko - lol :D

    Daliela - ^_^ mixaria rom aseti sasiamovno emociebi gamoicviaa <3

    ReplyDelete
  5. magari iyo :))) ra dzalian xalisiani xar tjorven :) martla visiamovne. ise, sainteresod vitardeba yvelaferi, imedia gaagrdzeleb ;)

    P.S. msgavsi posti, minda rom tvali gadaavlo :) ise tu dagainteresebs.

    http://centuryof66.blogspot.com/2010/03/blog-post_14.html

    ReplyDelete
  6. century of 66
    ra tqma unda gavagrzeleb :D

    ReplyDelete
  7. მე ვერასოდეს გავბედავ ამგვარი პოსტების დაწერას:) გაიხარე!

    ReplyDelete
  8. rodrigo :) mec egre megona :) da axac mgonia rom cxovrebis ragac etapis agceramde rom mival gavchedav magram mainc vagulianeb chems tavs da vcer :) vcer imisatvis rom ufro tavisuflad vigrzno tavi :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!