Saturday, February 27, 2010

ფიცი მწამს მაგრამ რაღაც მაინც მაკვირვებს….

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აქვს დაფიცებული….
რაღაცაზე დადებული ფიცი, აღთქმა….
რამდენს აქვს შესრულებული არ ვიცი, მაგრამ დაფიცება რაღაც ძალიან განსაკუთრებული და რატომღაც ძალიან ძლიერი რამეა….
I_Solemnly_Swear_by_DEAD_SoLdIeR უფრო სწორად ნუ ხო ძლიერი არის ….
ხოდა ადამიანები იფიცებენ მაშინ როდესაც უჭირთ… რატომ არავინ არაფერს ფიცულობს როდესაც კარგადაა და ულხინს??
არის თუ არა ფიცი გადასახადი კეთილდღეობისთვის? ნუ ან უკეთესი მდგომარებისთვის?
არის თუ არა ფიცი ვალუტა რომლითაც რაღაც უზენაესს ძალას[ღმერთს, როგორც გინდათ] ვუხდით საფასურს იმისათვის რაც გვინდა?
ძალიან უცნაურია დაიფიცო და მერე შენ თვითონ გჯეროდეს შენი სიტყვების სიძლიერისა.
რატომ უნდა ერქვას შენს გადაწყვეტილებას ფიცი? ან თუ ფიცი ქვია რატომ არ შეიძლება ის ისევე მარტივად დაივიწყო როგორც მაგალითად მეგობრისთვის მიცემული პირობა რომ ამ კვირაში აუცილებლად მოინახულებ?
ძალიან უცნაური რამეა ეს ფიცი რა…
ჰოდა რომ ვიფიცებთ ბოლო ხომ სხვებს მაინც აკვირვებთ?? : )))))

7 comments:

  1. ar vificeb arasdrze nu bavshvobis asaks tu ar chavtvlit:deda"l"s geficebi: lol roca cudat var an ragac ar momwons da minda shevcvalo ubralod vizaxi rom vso morcha.magram ar vificeb imitom rom atasi ... sheizleba moxdes da gadamiaros "vso morcham"
    roca ificeb cdunebac metia me ase vfiqrob

    ReplyDelete
  2. Dea albat martali xar :)) ar vici

    ReplyDelete
  3. უცნაურია, მაგრამ ფიცის ძალას ვერასოდეს ვგრძნობდი! ნებისმერ დროს შემიძლია ტყუილზე დავიფიცო და საერთოდ ნერვი არ ამიტოკდეს. ამიტომაც არ ვიფიცებ, თუ არ მომთხოვეს. თუ მომთხოვეს, რავიცი, თავის თავს დააბრალონ! :)

    ReplyDelete
  4. არ მიყვარს ფიცი და არც მაქვს ჩვევაში. მე ვამბობ ან ხოს ან არას და მორჩა...

    ReplyDelete
  5. ფრიად საინტერესო თემა წამოჭერი ;)
    ფიცი ცრურწმენის ნაწილია, რომელიც, როგორც შენ აღნიშნე, ვერბალური ვალუტაა, გარანტია.
    მეც ბევრჯერ დამიფიცია, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ არის სწორი: თუ დაიფიცებ, მისი ასრულების ტრაკიც უნდა გქონდეს. ჰოდა აწი, როცა ვიფიცებ – ვასურლებ. სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ ვპირდები :)))

    ReplyDelete
  6. რელიგიურად არ შეიძლება ფიცი.

    მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ძალიან მქონდა აკვიატებული.
    ახლა უკვე აღარ.
    ეს "დას ვფიცავარ" საგრძნობლად შევამცირე, მაგრამ ზოგჯერ მაინც წამომცდება ხოლმე.
    ახლა უკვე მხოლოდ "გეფიცები"-ზე გადავედი, თუმცა მინდა ამასაც გადავეჩვიო.








    ნუ ეს ხო, მაგრამ თან მიჩვევის ამბავია რა. ხომ ამბობს ვიღაცა "შეჩემა"-ს, "კაროჩე"-ს, ბოზიშვილი ვიყო"-ს. ხოდა შეცვევაზეც არის რა. და ბევრი არც უფიქრდება აზრს.

    ReplyDelete
  7. არასდროს ვიფიცები!
    გეფიცები, არასდროს :D
    lol just შუტკა. მართლა არ ვიფიცები ხოლმე, რავი, აზრზე არ ვარ რატომ, ალბათ გეთანხმები და იმიტომ.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!