Sunday, January 31, 2010

ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი მივიღე!!

ზოგადად ადამიანს ყველაზე მეტად ყურადღება სიამოვნებს, როგორც არ უნდა იყოს გამოხატული ეს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიღაცა ზრუნავს, ახსოვხარ და ცდილობს გასიამოვნოს!

მე ძალიან მიყვარს საჩუქრები, როგორც მათი მიღება ისევე ჩუქება (შეიძება ჩუქება კიდევ უფრო მეტ კაიფს მანიჭებს) , მაგრამ როდესაც სრულიად მოულოდნელად გჩუქნიან იმას რაც შენთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი არის ძალიან ლამაზად შეფუთული და თან შოკოლადის არომატიც დაჰკრავს მზად ხარ ყირა გაჭიმო!!

1დიახ, მე დღეს მივიღე ძალიან ძალიან დიდი ყურადღება , რომელიც უგემრიელესი შოკოლადით იყო გამოხატული და რაც მთავარია მე ვიცი რომ ეს ძალიან ძალიან კეთილი სურვილით და დიდი მონდომებით იქნა გაკეთებული!!!

 

სადღაც 1 საათის წინ იღება ჩემი ოთახის კარები და დგანან - ჩემი ძმა და თიკა (იესემელი რომელსაც კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი ვინმეა, ეგეც და მისი მეგობრებიც, საერთოდ მევასებიან ESMელები) ნუ პირველი რეაქცია იყო ყბის გაღება და როდის როდის მოვიფიქრე გამარჯობის თქმა. 7

თიკა შემოვიდა გადმომცა ლამაზი ცელოფნის

პარკი და მითხრა - ” ეს ჩვენგან მალე

გამოჯამრთელდი”ო.

 

უცებ ვერც მივხვდი რა იყო, აღფრთოვანებულმა გავაცილე კიბეზე თიკა , დანანებით ვუთხარი არ გადაგედოს შენცთქო და ასე გაღიმებული ვიდექი ოთახის კარებში სანამ ჩემმა ძმამ არ გააცილა.

შემოვედი ოთახში გავხსენი პარკი და შიგნით იდო ულამაზესი შოკოლადის ყუთი, ლამაზი ბარათით, რომელშიც მალე გამოჯამრთელებას მისურვებდა შოკოლადის სახელოსნო!

6

ვერ აგიღწერთ შეგრძნებას. ჯერ ვხტოდი , მერე გაღიმებული ვიჯექი , მერე ისევ ვხტოდი, სანამ თავბრუ არ დამეხვა და მგონი სიცხემაც ამიწია. (მაგრამ ვის აინტერესებდა ეგ )

ჩემს ძმას დავუძახე და მეთქი ლუკა საიდან როგორ რანაირადთქო?

თურმე დილითვე დაურეკავთ, ლუკას შეუთანხმდნენ სიუპრიზზე და ასეთი მაგარი რამე მომიწყვეს.

 

შოკოლადის სახელოსნო ერთადერთი ქართული შოკოლადის 3 მწარმოებელია დღესდღეობით, და მთავარი იცით რა არის რომ ეს შოკოლადები Handmade არის, თითოეული ირთვება და ლამაზდება ხელით.

ხოლო აი გემო, ვერ გეტყვით…. ბევრი შოკოლადი გამისინჯავს , საერთოდ ძალიან მიყვარს შოკოლადი და გეტყვით რომ გემოთი ის არ ჩამოუვარდება არც შვეიცარულ, არც რუსულ და არც სხვა რომელიმე შოკოლადს.

ჩემს სასაჩუქრე ყუთში შოკოლადის ასორტი გახლდათ.

მოკლედ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის გამოსახატად რა ბედნიერი იყო ეს წუთები, იმის შეგრძნება რომ გავახსენდი, იცოდნენ რომ ავად ვარ და ასეთი მაგარი საიურპრიზი გამიკეთეს!!!

5

ნუ მერე მომიწია რამოდენიმე შოკოლადით ოჯახის წევრების გამასპინძლება, რა ვქნათ ღორი ხომ არ ვარ, მაგრამ მეც საკმაოდ დამრჩა და როგორც კი პოსტის წერას მოვრჩები კიდევ ერთს დავაგემოვნებ!!!

 

მათ ვისაც გინდათ გაუკეთოთ საყვარელ ადამიანებს გენიალური საჩუქარი (არა მხოლოდ ლამაზად შეფუთული, არამედ გემრიელი და ორიგინალური, რადგან შოკოლადის სახელოსნო –ში თქვენ სხვადასხვა ორრიგინალური ფორმის შოკოლადებსაც დაგიმზადებენ სურვილის მიხედვით) მიმართეთ შოკოლადის სახელოსნო –ს .

+995 95 92 73 92

+995 98 104 144

chocoparlour@gmail.com

4

I Shokoladis sakhelosno !!!

სიტყვები არ მყოფნის მართლაც და!!

 გისურვებთ ყველას ასეთ სასიამონო წუთებს, ბევრ ყურადღებას და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შოკოლადის სახელოსნო ს შოკოლადების არომატით!!!

2

11 comments:

  1. საშინლად მომინდა შოკოლადი. ისეთ ვიდზეა გემოც კი ვიგრძენი.

    გამოჯანმრთელებას გისურვებ, ან კი რა გამყოფებს ავად ადამიანს ასეთი სიურპრიზის და გემრიელობის მერე :D

    ReplyDelete
  2. Anonymous7:42 PM

    1 tsali MAINTS damitove... torem ukan dagibruneb......
    vtsr da vshli vtsr da vshli.... ragatsa emotsiebs tavi ver movabi....ME MIYVARS EG XALXI!
    M.G.

    ReplyDelete
  3. eee ra magaria :))) me kidev isic ar vicodi, rom avad iyavi :)))
    au ra magaria eee
    mec ki gamixarda daje

    ReplyDelete
  4. wooow ra magari sachuqaria dorbli moamdga...

    so sweet <3 <3 vgijdebi eget sachuqrebzeee...

    ReplyDelete
  5. სასტიკად მომინდა შოკოლადი :შ

    ReplyDelete
  6. clown shegizlia sheukveto mat , facebookis gverdi maqvs dalinkuli tavis price listit! da ambit gaecani martla ze ramea!

    ReplyDelete
  7. რიგითი კომენტარი: "აუ რა მაგარიააააააააააააააააააააა, მეც მომინდაააააააააააააააააა" :)
    არარიგითი კომენტარი: შემდეგში ბელგიური შოკოლადის შადრევანი მოერთვათ და ეგრე საყვარლად იღიმებოდე :) + არ იყო "ძაააააააააააააააააააააააააან" თავისუფალი და არც "ძააააააააააააააააააააააან" კომპლექსიანი. იყავი შოკოლადივით ტკბილ–მწარე და ბრძენ–კეთილი :))

    მარად (თუ არა და ამ შემთხვევაში მაინც) შენი Zurriuss :))

    ReplyDelete
  8. zuri sagol sagool!! genialuri komentari iyo :* <3 madloba sayvarelo

    ReplyDelete
  9. ავადმყოფობისას შოკოლადი არ შეიძლება.

    შეიძლება გაწყინოს და კიდევ ათასი გვერდითი ეფექტი აქვს.

    ძალიან საშიშია !!!

    ლიკვიდაციისათვის გამოაგზავნეთ ჩემთან.

    P.S. ყუთები შეგიძლიათ დაიტოვოთ ტკბილი მოგონებებისათვის.

    : D

    ReplyDelete
  10. OTO
    lol vaime imdeni vixarxare slokini amityda : ))))
    :*

    ReplyDelete
  11. ra magaria, mniam mniam. ra kargia, mshvenieri ideaa sasachuqred.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!