შავმა სიკვდილმა მათ მოაკითხა …. - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Wednesday, January 06, 2010

შავმა სიკვდილმა მათ მოაკითხა ….

სიცოცხლე რომელიც ელვის სისწრაფით დასრულდა…. სიცოცხლე რომელიც ყველას დაენანა…

ჯერ ვერ გავიაზრე, ჯერ ვერ შევეგუე, ჯერ ვერ დავიჯერე … სხვაგან ვარ თითქოს…

სიცოცხლე სიკვდილით არ უნდა მთავრდებოდეს…

ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება რომ ვერაფერს ცვლი, ვერაფერს აკეთებ… მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლია შეეგუო…

1

გეცოდინებათ რა ძნელია შეგუება, რა ძნელია ფარ-ხმალის დაყრა…. გულის სიღრმეში ყველამ ვიცოდით, მაგრამ გვინდოდა დაგვეჯერებინა ის რაც უკეთესი იყო, ის რაც გვინდოდა რომ ყოფილიყო….

”გაზნექილია სართული ხალხით….

ჟღერს პანაშვიდი მოცარტით, ბახით….”

ასეთ დროს მინდა მჯეროდეს რომ ისინი სადღაც ახლოს არიან და ნამდვილად იციან აქ (ამ რეალობაში) რომ ვიღაცას დააკლდა, ვიღაცას გული დასწყდა, დაენანა და მოენატრება…

ყველამ მინდა იცოდეს რომ სიცოცხლე როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მაინც ღირს… მეზიზღება ადამიანები ვინც ვერ აფასებს რას ნიშნავს იყო ცოცხალი… დააფასეთ ყველამ ის რაც გაქვთ…

“არ არის სიტყვა, არ არის სიტყვა,

სიტყვა სამძიმრად რომელიც ითქმის….”

სიცოცხლე ძალიან უცბად სრულდება.

rip

in loving memories of

კაპოტა და დათო

Blog Archive

Subsrcribe