Friday, October 30, 2009

ოთახის მოწყობა მინიმალური ხარჯით-Self hand made

მოკლედ რაშია საქმე რახან დავგეგმე ბარემღაც დავწერ :)

ჰოდა მინიმალური ხარჯი ძალიან ფართო ცნებაა, ამიტომ მე დავწერ აქ ვარიანტებს და მიახლოებით ფასებს თუ რა დაგიჯდებათ კრეატიულ საინტერესო , საკუთარი ხელით დეკორირებული ოთახი ან მისი ელემენტები.

პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ რაოდენ პატარა და უსახური ოთახიც არ უნდა გქონდეთ (ან გეჩვენებოდეთ რომ ეგეთია) სარკეები მას დაამშვენებს და ბევრად უფრო მშვენიერს და ვიზუალურად დიდს P1100713გახდის.

საჭირო მასალა :

  • სარკე – 1 მ2- 35 ლარი (არის თურქულებიც 28 ლარიანი მაგრამ მალე  ფუჭდება)
  • სილიკონი ანუ გერმეტიკი შუშის და სარკისათვის- 5-10 ლარი ( ნუ ამასთან აუცილებელია მისი შპრიციც ისე ვერ გამოიყენებთ)
  • პერმანენტ მარკერი (ფერი გამომდინარე ოთახის ფერიდან შეგიძლიათ აარჩიოთ რამოდენიმე ან ერთი) – 1.5 ლარი (ცალი)

რას ვაკეთებთ: სასურველ ფორმაზე და ზომაზე გამოჭრილ სარკეებს ვდებთ სახით დაბლა, ვუსვამთ გერმეტიკს ისე, რომ მოვიცვათ თითქმის P1100716 მთელი სარკე, მაგრამ მთლიანი ზედაპირი კი არა ზოგიერთი ნაწილები მხოლოდ ანუ კუთხეები, გვედრების შუა და ძირითადი სარკის შუა ნაწილი. შემდეგ ვიღებთ სარკეს და ვამაგრებთ კედელზე სასურველ ადგილას, გვიჭირავს და ვაწვებით ასე 2 წუთი, იმისათვის რომ სარკე დაფიქსირდეს და გერმეტიკმა აიღოს. აქვე რჩევა თუ სარკის ნაჭერი საკმაოდ დიდია მაშინ ასეთი ხერხით მიმაგრებულ სარკეს სჭირდება რამე საყრდენი სანამ გერმეტიკი დაიჭერს. გერმეტიკის გაშრობას ესაჭიროება 24 საათი.

მას შედეგ რაც თქვენი სარკე უკვე კარგად მიემაგრება კედელს , თაროს თუ სხვა ზედაპირს სადაც თქვენ ის დაამაგრეთ შეგიძლიათ მოიმარჯვოთ პერმანენტ მარკერი და ზედ გააკეთოთ სხვადასხვა ნაწერები, ჩარჩოები, ნახატები, მოკლედ სადამდეც ფანტაზია და ნიჭი გაგიქაჩავთ…. მას შემდეგ რაც პერმანენტ მარკერით მუშაობას მორჩებით შეგიძლიათ P1100717დატკბეთ თქვენი შედევრით. ოთახში ახლა როგორც პრაქტიკული, ისე დეკორატიული გამოყენების სარკეები გაქვთ, რომელიც ძალიან საინტერესო ელფერს შემატებს თქვენს ოთახს.

აი ასე სულ რაღაც 50 ლარად გაქვთ ახალი დეკორაცია, ჰენდ მეიდი თანაც თქვენით გაკეთებული.

(მე ჩემს სარკეზე სტიკერიც დავაწებე სპეციალურად შუშისთვის და გარშემო მარკერით კანტიც გავუკეთე ისევე როგორც მთლიან სარკეს)

შემდეგი იდეა მოიცავს საინტერესო სტენდის გაკეთებას რაც ოთახის დიზაინს განსაკუთრებულ სახეს შესძენს , გაახალისებს და თქვენ ყოველთვის გექნებათ რაღაც, რაც მოწყენილობის და უხაისათობის ჟამს შეგიძლიათ გამოცვალოთ , გაახალისოთ ან ”დაანავაროტკოთ”

მაშ ასე საჭირო მასალა:

  • რაიმე რასაც აქვს ჩარჩო (მაგალითად დიდი სურათის ჩარჩო, პინ ბორდი, მუყაოს უზარმაზარი ნაჭერი…)- ამის ფასი არ ვიც გააჩნია P1100714რას მოიძიებთ (ჩემი ბორდი 25 ლარი ღირდა)
  • მშენებლობისას გამყენებადი ღრიჭოების ამოსავსები ქაფი – 10-15 ლარი
  • პულვილიზატორიანი საღებავი (რა ფერიც გინდათ და გაწყობთ) – 5 ლარი
  • წებო (შესაძლოა დაგჭირდეთ)- 3 ლარი (მე მომენტი მაქვს :) )

რას ვაკეთებთ: ვიღებთ ქაფს და ან პირდაპირ ნაზად ვასხავთ ჩვენს ჩარჩოზე (თუმცა ამას არ გირჩევთ გაიძლაზნება) ან ვასხავთ რაიმე ზედაპირზე რომელიც არ გვჭირდება, ვაცლით გაშრობას (ამასაც კაი ხანი უნდა გასაშრობად) შემდეგ ვაჭრით ამ უსარგებლო დრობიეთ ზედაპირიდან  ნელა ქაღალდის საჭრელი დანით (აკა რეზაკი) .

ორივე შემთხვევაში როდესაც ქაფი გაშრება ვღებავთ პულვილიზატორით სადღაც 15 სანტიმეტრის დისტანციიდან (ნუ თუ P1100725პირდაპირ ჩარჩოზე დაასხით მანამდე კეთილი ინებეთ და შუშას და ყველა დანარჩენ ნაწილს გადააფარეთ გაზეთი რომ არ შეიღებოს). საღებავის გაშრობას ასე 5 საათი უნდა. თუ თქვენ ქაფი დანით ააჭერით და არ დაგისხავთ პირდაპირ ჩარჩოზე ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ წებო. წებოს ნაზად გაანაწილებთ ასანტის ღერით ან ყურის საწმენდი ჯოხით ჩარჩოს ზედაპირზე და ქაფის უკანა ნაწილზე, შემდეგ კი გამშრალ ქაფს დაადებთ ჩარჩოს და ოდნავ დააწვებით და დაიჭერთ, იმისათვის რომ P1100720დაფიქსირდეს ზედაპირები ერთმანეთზე.

მაშ ასე თქვენ ჩარჩო მზად გაქვთ ეხლა უნდა გააკეთოთ კოლაჟი ჩასვათ  ამ ჩარჩოში , დაკიდოთ კედელზე და დატკბეთ საკუთარი ნახელავით, ხოლო როგორც კი ცუდ განწყობაზე დადგებით , მოაცილოთ ძველი კოლაჟი და გააკეთოთ ახალი , ახალი განწყობის შესაბამისად.

მაშ ასე ჩვენ უკვე გვაქვს მეორე ჰენდ – სელფ მეიდ ნივთი სულ რაღაც 48 ლარად :)

 

 

და ბოლოს ყველაზე საინტერესო, თუ თქვენ გეზარებათ მადენი ზინტლაობა, მაგრამ მაინც გინდათ რაიმე საინტერესო სიახლე თქვენს ოთახში, შედით ინტერნეტში, მოიძიეთ ფოტო შედეგები სერჩ რაიმე ასეთს მიიღებთთერმ ”tribal tattoo”-ზე ან ”funny pictogram”-ზე (ან თქვენით დახატეთ თუ ნიჭი და იდეები ხელს გიწყობთ) ამობეჭდეთ სასურველი სურათი,  გამოჭერით ( ანუ გააკეთეთ ტრაფარეტი) მიადეთ კედელს და დავაი, შეღებეთ ცარიელი ადგილები, მოაცილეთ ტრაფარეტი კედელს და თქვენ გაქვთ ახალი საინტერესო ორნამენტი ოთახში :) სულ რაღაც ერთი თაბახის ფურცლის და ერთი მარკერის ან ქილა საღებავის ფასად :)

 

დღეისთვის სულ ეს იყო საუკეთესო სურვილებით იდეებ რა ვუყო ჩორვენი :)

5 comments:

  1. გრეიტ
    მომეწონა რჩევები ))

    ReplyDelete
  2. გენაცვალოს ქეთინო დეიდამ, ეგრე ვიზამ, ამ ხლამებს ჩამოვაცილებ კედლებს და აი მაგ კოლაჟს დავკიდებ! ამ კოლაჟზე კიდე დავაწეპებ ჩემი ქალიშვილობის და წინა ორი ქმრის ფოტოებს, შევხედავ, გულს გაუხარდება...
    იცოცხლე, იცოცხლე, კაი ხარ, კარგათ უნდა იყო!

    ReplyDelete
  3. რა კაი იდეებია ^^

    ReplyDelete
  4. fantazia da marjve xelebi. ai esaa es posti. veurtdebi me am suliskvetebas, da mec mag kategorias ganvekutvnebi visac myudro otaxi unda minimalur xarjze :) da rac mtavaria yvelafers chemit tu vaketeb ufro msiamovnebs!

    ReplyDelete
  5. ძალიან მაგარია!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!