მშობლები v s. შვილები - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, September 11, 2009

მშობლები v s. შვილები

ამ ბოლო დროს ქალაქში და ზოგადად საზოგადოებაში ბევრი ორსული ან ახლად ნამშობიარევი ქალი გამოჩნდა. იმდენად ბევრი რომ უკვე შემთხვევითობა და იშვიათობა აღარა.
ხოდა ეს რა შუაში იყო და ბოლო ცოტა ხანია, რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარ საზოგადოებაში განვითარდა რიგი მოვლენებისა ისე , რომ ”სასტავში” ატყდა ორსულობაზე და ბავშვებზე ღადაობა. არათუ ღადაობა უკვე დაგეგმვები როგორი იქნება შვილი , ვის დაემსგავსება და როგორ მოიქცევა, როგორ აიტანენ მშოლები მას როდესაც საკუთარ თავს ვერ იტანენ – ვაი და მას დაემსგავსა საწყალი ბაშვიც (მას ხომ არჩევანის შანსი არ აქვს)user.gif
აი მაგალითად მომავალი ბავშვის ერთ ერთი დახასიათება ასე ჟღერდა:
ინტეგრირებულ პეროიანი კახელი ელფი რომელიც გაჩენიდან რამოდენიმე წელში სახლს ააფეთქებდა”. biggrin.gif biggrin.gif

ან წერილი დაგვხვდებოდა მაგიდაზე.
"დედა. მამა. მე სამოგზაუროდ წავედი. არ ინერვიულოთ" givi.gif
ხოდა ამ ღადაობ ღადაობაში ერთ ერთმა აღმოაჩინა, (აქამდეც იცოდა ”მამენტ” რომ ჰყავდა) რომ თურმე მისი 18 წლის შვილი რომელიც სად და როგორ იყო არ იცოდა, მასთან ერთად ერთ ფორუმეზეა და პოსტავს , კი არადა დაჟე იცნობს კიდეც მას.
მართალია ცოტა გაუგებორბაშია ჯერ , მაგრამ ალბათ მალე მოვა აზრზე და ურთიერთობაც დალაგდება.
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დღეს ვსაუბრობდით მე და პოლსკა როგორია როდესაც გყავს ბავშვი, აი ასე უცებ გყავს და მორჩა, ან იცი რომ ორსულად ხარ რიგი გარემოებების შედეგად ( და არა სისულელის) ხოდა რას აკეთებ, რას ფიქრობ რა შეგრძნებები გაქვს.
3 მანამდე კი მე და დოდი ვსაუბრობდით ვილი რომ გახდება 12-13 წლის და რომ დაიწყებს გატრაკებას წიპა ” წავედი მე და ვსო” და გაიჯახუნებს კარს. დოდიმ რას ქვია გაიჯახუნეს კარსო :) ჯერ არ გაზრდილა ვილი , მან კიდე უკვე გაჭედა, ხოდა რა არის საბოლოოდ მშობლების და შვილების ურთიერთობა.
როგორ გვაძლევენ მშობლები თავისუფლებას, გასაქანს და ამ დროს მაინც გვაკონტროლებენ ისე, რომ ჩვენ გვეგონოს თავი დიდებად. გვაკონტროლებენ იმისთის, რომ მათმა შვილმა თავს არაფერი აუტეხოს, ცდილობენ დაგვიცვან რაღაცეებისგან რისიც თვითონ ეშინიათ ან ეშინოდათ.
ახლა გვაქვს ბრძოლა მშობლებთან მაგრამ რა იქნება როდესაც ჩვენც ”მტრის” ამპლუაში აღმოვჩნდებით? რას ვიგრძნობთ? როგორ გავუმკლავდებით ამას?
მოკლედ ძალიან ბევრი მომივიდა ეს ბავშვების თემა მგონი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, მაინც არ ვიცი რამდენად ადექვატური და ნორმალური ვიქნები მათთან გრძელლვადიან ურთიერთობაში მაშინ როდესაც მათ ”ჩემები” ერქმევათ.
დე, მა ვიცი რომ კითხულობთ ბლოგს და მიყვარხართ! :)
პოსტი კი ეძღვნება – პოლსკის, ოზიკას და კექსს. (თქვენც მიყვარხართ)

Blog Archive

Subsrcribe