წარსულის მხიარული მოგონება - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, June 13, 2009

წარსულის მხიარული მოგონება

P1090355

ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი ზოგადად, მაგრამ როგორც ყველა ბავშვს მეც მქონდა დღიურები.

P1090356

ჩემი დღიურები 13 წლის ასაკში წყდება მაგრამ მანამდეც იმდენი სისულელის დაწერა მოვასწარი რომ ნამდვილად არ მწყდება გული დაკარგულ ჩანაწერებზე (იმათზე, ამის შემდეგ რომ შეიძლებოდა დამეწერა)

ალბათ ყმაწილობაშიც (ლოლ) ვგრძნობდი რომ მომავალში მემუარების წერა მომინდებოდა, ამიტომ ზედმიწევნით კარგად მაქვს აღწერილი ყველაფერი რაც ჩემს თავს 11დან 13 წლამდე ხდებოდა.

P1090344ყველა მოვლენა, ადამიანი ან ჩაცმულობა გულისრევამდე მისული სიზუსტით მაქვს აღწერილი , ხოლო თუ გამიმართლებდა ფოტოებსაც “ვჩითავდი” და შიგნით ვაკრავდი (საზარელი მინაწერებით)

 

ჰოდა რატომ გიყვებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დღეს ვიპოვნე ზუსტად ეს დღიურები და სიცილისაგან პულსი ეხლაც აჩქარებული მაქვს.

 

 

ძალიან ბევრი სასაცილო რაღაცები მიწერია :

დღიური #1 – 11 წლის

ნუ ჯერ ძალიან კაიფია დღიურის დასაწყისში ჩემი ყოვლისმომცველი დოსიე, სადაც ჩამოთვლილია:

საყვარელი -

  • ყვავილი
  • ფერი
  • წელიწადის დრო
  • მანქანა
  • ტკბილეული
  • წიგნი
  • ფილმი
  • ფეხსაცმელი

და მხოლოდ ეს არ ვიკმარე , აქვე მიწერია ჩემი ფიზიკური მონაცემებიც :

  • სისხლის ჯგუფი
  • სიმაღლე
  • წონა
  • ფეხის ზომა

ნუ ამ ყველაფრის მერე კიდევ წერია ჩემი ოჯახის მიმოხილვა და გაკვეთილების ცხრილი, შემდეგ კი მიწერილი P1090349მაქვს რომ თუ ამ დღიურს ვინმე იპოვის ამა და ამ ნომერზე

დამიკავშირდეს მეთქი (ძაან წინდახედული ბავშვი ვიყავი), ამ პერიოდში დავდიოდი ფარიკაობაზე , სადაც მომწონდა ვიღაც (აარც სახელი მახსოვს

არც გვარი, არც ჩანაწერში ჩანს) მხოლოდ მისი ზედმეტსახელი “დოყლაპია” მიწერია . ხომ წარმოგიდგენიათ 11 წლის ბიჭი რომელიც მომწონდა და დოყლაპიას ეძახდნენ.

ამის შემდეგ ერთი 5 გვერდი არის ჩემი მსჯელობა იმაზე თუ რატომ დამაწიწკნა პარალელურკლასელმა ბიჭმა თმები და რას გულისხმობდა ის (ნუ ძალიან ძალიან ჩაფიქრებული ვიყავი ამ ამბავზე)

 

 

 

 

ამ დღიურში დანარჩენი სულ სკოლის გაცდენაზე და ტყე ღრეში ხეტიალზე წერია. კიდევ წერია იმაზე რა უნდა გავაკეთო ზაფხულში, რომ აუცილებლად უნდა წავიდე აგარაკზე და იქ ბევრი ვიკითხო. (მუდრაია ია)

P1090357

დღიური # 2- სახელით “მეგობრობის გალაქტიკა”

P1090345 შემდეგი არის დღიური რომელიც ისევ 11 წლისას მქონდა მაგრამ მთავარი ისაა ამაში ვწერდი ჩემს დაქალთან ბაიასთან ერთად (აი იმასთან 13 წელია რომ მიყვარს) მთელი კაიფი ამ ჩანაწერებში ისაა რომ ვწერთ ორ ბიჭზე, ვინც მაშინ მოგვწონდა .  ძალიან სასაცილოა ისიც რომ ამ ჩანაწერებში იმ ბიჭებს მოვიხსენიებთ “ჩვენ შეყვარებულებად” და გვერდით მინაწერები გვაქვს, რომ ვერასოდეს გამოვუტყდებით სიყვარულში. დღიურში არის ბევრი სასიყვარულო წერილები, ლექსები და დორბლები , თანაც ყველაზე სასაცილო ისაა რომ ამ დღიურის წარმოების პერიოდში ვიძიებდით რაღაცეებს ,გვქონდა უცნაური ჩანაწრები, მაგალითად :

ბაია წერს- **** არის ჩემი შეყვარებული,არის შავგვრემანი, უყვარს გოგოების წვალება-განსაუთებით ჩემი. საჭმელებიდან გიჟდება ხაშზე-რაზეც მე გული მერევა. (აი რა ფეხად გვაინტერესებდა ნეტა ესეთი სისულელეები)

მე მიწერია- ანკო (ეს კოდური სახელწოდება იყო) არის ნორმალური სიმაღლის შავგვრემანი, უყვარს ჩაი, გართობა და ბუზღნი (ნე ფიგა სებე დახასიათება) ძალიან უყვარს ბავშვები (ეს მე მგონი ერთადერთი საერთო მახასიათებელი გვქონდა და გამოყოფილად მაქვს აღნიშნული)

ეს დღიური ბოლოში ძალიან ოპტიმისტურად კი მთავრდება მარა როგორც თქვენ ვერ გაიგებთ რა იყო მერე, ისე ვერ გავიგეთ ჩვენც.

 

ბოლო დღიური #3

უკვე 13 წლისას მაქვს დაწერილი , შედარებით “აზრიანი” ჩანაწერები და უფრო მეტი მსჯელობაა (ოი მამა რა მუდრი ბავშვი ვიჩითებოდი)

მიწერია ზოგად ურთიერთობებზე, მაქვს ოჯახის წევრების გარჩევა და სკოლის ამბები, ხოდა ერთ ერთ ასეთ სკოლის ამბავში მიწერია ასეთი რაღაც:

“თურმე ნარგიზას უთქვია, რომ ბიჭები რომ გოგოებს ეკელუცებიან ამიტომ არიან ბიჭები აცუნდრუკებულებიო, აბა ბიჭს თუ არ ეკეკლუცე რა ჯანდაბად გინდიან (ეს სიტყვა ზე გრამატიკულია) , როგორ მაინტერესებს? “

(ნარგიზა დამრიგებელი იყო კლასის და ჩვენი არანორმალური კლასი სულ განხილვის საგანი ხდებოდა სამასწავლებლოში) გადავყირავდი ამის წაკითხვისას.

P1090354

მერე ისევ მაქვს განხილული ამ ასაკში სიყვარულის და ყურადრების გამოხატვის მანერები და ბევრი კითხვები მიწერია, მაგალითად  - “გამიჭირა საქმე სულ მჩქმეტს და ჩემს გევრდით ჯდება რა უნდა ვერ გავიგე, ცარიელი მერხები აღარაა? რას გადამეკიდა რა უნდა”

 

მოკლედ სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეჩვენებინა, მართალია სამივე დღიური თავიდან ბოლომდე მაგარი ხოხმაა მაგრამ ამდენს ხომ ვერ დავწერდი აქ. დასანანია მართლაც რომ 13 წლის მერე არაფერი არ დამიწერია თორე კიდევ უფრო გავერთობოდი.

Blog Archive

Subsrcribe