ოჯახის ახალი წევრი – გამეორებადი ემოცია - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, June 05, 2009

ოჯახის ახალი წევრი – გამეორებადი ემოცია

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ძმის დაბადება, მახსოვს სამშობიარო,
დედა რომელიც მესამე –მეოთხე სართულის ფანჯრიდან ხელს მიქნევდა,
მახსოვს ეზოში მომლოდინე ხალხი, მანქანა…. ყველაზე უკეთ კი ემოცია მახსოვს….
არაფერს არ ვგრძნობდი მაშინ როდესაც მამაჩემმა პირველად მითხრა მისი მესამე ცოლის ორსულობის შესახებ, არც მაშინ როდესაც ცოლს მუცელი დაეტყო, ვერც მაშინ ვიგრძენი ვერაფერი ექოსკოპიის უცნაური სურათები რომ მანახეს და ზედ რაღაც ადამიანის სხეულისებრი გამოსახულება დავინახე, რატომღაც შეგრძნებები არც მაშინ ყოფილა სახლში მოტანილი პატარა ფაჩუჩები და ტანსაცმელი რომ ვნახე….
4 ივნისს ღამის 3 საათზე პირველი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც მამაჩემი, მისი ცოლი და ჩემი ძმა სამშობიაროში წავიდნენ…. ავღელდი…


თვალი არ მომიხუჭავს, ვიჯექი დილამდე, ვიჯექი ისევ თითქოს უმეციოდ , მაგრამ ვღელავდი. ამ დროს რეალურად მამაჩემზე უფრო მეტად ჩემი ძმის იმედი გამიჩნდა (არადა არაფერი არ ხდებოდა ეგეთი რომ იმედი ყოფილიყო საჭირო , მაგრამ მაინც), ვიჯექი და ვფიქრობდი….


გამთენიისას 6ს რომ 15 აკლდა მამაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ პატარა დაიბადა, უცებ მოვდუნდი, ისევ ჩემი ძმის დაბადება გამახსენდა… ისევ ამიჩქარდა გული, მაგრამ ამჯერად ეს იმდენად ძლიერად აღარ განვიცადე…. ალბათ 18 წლის წინ ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარი და უცხო რამე იყო…. ფრაზა “ შენ ძმა გაგიჩნდა” ეხლა უკვე შემდეგნაირად ჟღერდა “მარიამ გილოცავ პატარა და გყავს”….

რა გამეორებადია ემოცია მსგავს სიტუაციებში, უბრალოდ ეს ემოცია აზრივნების უნარის გაჩენასთან და რეალობის უკეთ აღქმასთან ერთად უფერულდება ალბათ…..

მაინც ძალიან ავღელდი, მაინც ძალიან გამიხარდა, მაინც ძალიან სასიამოვნოა….
მიუხედევად ყველაფრისა ახლა ვიცი რომ მე ორი ჩემზე პატარა არსება მყავს გვერდით, ორივე მთელი ცხოვრება გამაბრაზებს და ორივე მაინც ძალიან მეყვარება :)
მე ახლა მყავს დიდი ძმა და ახალშობილი და ….

Blog Archive

Subsrcribe