Wednesday, October 29, 2008

∑ განწყობები ÷ ∑ არსებული გარემო

მმმ.... ძალიან უცნაურია , ახლა დავამთავრე იესემის Graduation -ისათვის რაღაც სალიდშოუს კეთება (სლაიდშოუ ჩემზე) ხოდა უცნაური განცდები დამეუფლა....
სულ სხვა რამეზე მინდოდა დაწერა მგონი, მაგრამ სულ სხვა რამეს დავწერ და უკვე ვწერ ახლა :)


მოკლედ დღეს დატვირთული დღე მქონდა, მოვედი დავისვენე და ჩავუჯექი ისევ რაღაც საქმეებს, ბოლოსკენ კი ზემოთ ნახსენები სლაიდშოუ გავაკეთე , ხოდა ვფიქრობდი რა....
გავიხსენე რომ მინდოდა ჩაბარება სამხატვრო აკადემიაში (არ მაცადეს) , მერე მინდოდა ჟურნალისტობა (არც ეს მაცადეს) ხოდა ბოლოს ოჯახის ჯინაზე თუ იმიტომ რომ სხვა შანსი არ მქონდა კი არადა სხვა ვერაფერი ვნახე , ჩავაბარე ESM-ში.... ხოდა სანამ ჩავაბარებდი გამოჩნდა ადამიანი, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი (რომელიც მამზადებდა) და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ მის ჯინაზე ჩავაბარე და ისე ვქენი რომ აგერ უკვე დავამთავრე კიდეც....
ეს უცნაური ხუმრობა იყო ბედისა თუ დამთხვევების ჩემს ცხოვრებაში...

ამ ბოლო დროს ყველაფერი გამოდის მართალია ცოტა ვალებით და ძალისხმევით მაგრამ ეგრე ფაფის ამაც არაა ადვილიო და მართალია....
გამოდის რა უცნაურია, უამრავ რამეს ვარ მიდებ მოდებული და ეს უზომო სიამოვნებას მანიჭებს... რაც ბევრია გასაკეთებელი , მით მეტია სტრესი ,რაც მეტია სტრესი მით მეტად ვკაიფობ... ალბათ 4 წლიანი მსგავსი რეჟიმის დასრულებას ვერ შეეგუა ჩემი ორგანიზმი....
მოკლედ როგორც არის რა....

კიდევ რა... კიდევ ბევრი უცნაურობა ხდება.... მაგალითად საიდანღაც მეჩითებიან ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობები (ნაცნობები და არა მეგობრები) მიყვებიან რეები გაიგეს ამ ბოლო დროს ჩემს შესახებ რომ აღფრთოვანებულები არიან და საღოლ მე... (რა უნდათ?? ვერ დაეტევიან საცა არიან? ან რას მამცნობენ რა იციან ჩემზე და მამენტ რასაც არ მამცნობენ ორჯერ მეტი იციან?? ოი ბლინ) კიდევ რავიც ბევრი რაღაცეებია არის ასეთი აუხსნელი, ისევე გრძელდებიან ჩემი სიზმრები და მოლოდინები და რა ვუყო დავიკიდე , აღარ შამიძლიან ....


კიდევ რა ა ხო ჩემს ოჯახში ალბათ იცით თუ გადაგიხედავთ ჩემი ძველი ჩანაწერებისათვის ახალი წევრია , ხოდა არის რა ის მისთვის მე ჩემთვის და ასე მთელი ოჯახი ვართ ცალობით და მთელი მუღამი რაცაა რომ ყველა მეკითება რაღაცეებს და რეალურად არაფერი მაქვს სათქმელი იმიტომ რომ იმიტომ რომ აბშენია ახლოა 0-თან ხოდა აბა როგორ გინდა უთხრა რომ კვირის 80% სახლში არ ატარებ (ნუ ან მაგ კონკრეტულ სახლში მაინც) , ვერ გაიგებენ რა აზრი აქვს....

მოკლედ ახლა ჩემი განწყობა არის ამაღლებული, შემოდგომის სიცივით გაჟღენთილი (სიცივეზე შემოდგომაზე და საერთოდ ზამთარზეც მაბოდსბ და მბურძგლავს) და საერთოდაც მგონი გავსხივოსნდი და ვერ ვამჩნევ ვერც მე ვერც თქვენ....

კიდევ ხო რა უცნაურია ამ ბოლო დროს მჭჳრს აი რა დავარქვა არ ვიცი სენტიმენტალურობა თჲ რაღაც მოკლედ ზოგიერთი ჩემი გარშემომყოფის მიმართ ისეთი სითბოს და სიყვარულის გრძნობა მეუფლება , ნაყინი რომ ვიყო დავდნებოდი :)....

აი ასეა ეს ყველაფერი ....

ოდა კიდევ ახლაც ისეთი საინტერესო რაღაც ხდება ამ სახლში რომ გეუბნებით მე თქვენ ეს არის დასტური იმისა რომ ღმერთს უცნაური იუმორის გრძნობა აქვს.....
აქვს და მომკალით.....

აი ასე......

საღამოს საუნდტრეკი:http://www.link.ge/file/134973/Soundtrack---Ballade-4-Part-2.mp3.html რისთვისაც მადლობას ვუხდი ერთ ძალიან საყვარელ კონტაქტს ჩემი მსნ-ლისტიდან.

4 comments:

  1. იქ, სადღაც.. შარავანდედს ვხედავ.. : )
    არ დადნე პარასკევამდე, რა :*

    ReplyDelete
  2. ara svit parasevamde ar davdnebiii :*

    ReplyDelete
  3. lei'la12:49 AM

    nu xo.... eeeooooo ra magariaaaaaaaaaaaaa tsxovrebaaaaaaaaaaaa :)

    ReplyDelete
  4. აუ ისე, რაღა დაგიმალო და თავის დროზე მარინასთან რომ გაგჩითე და იესემისთვის ემზადებოდი და მერე ჩააბარე, უმაგრესად გამიკვირდა.
    ბავშვობაში არ გევასებოდა მათემატიკა.
    მართლა ხატვისთვის იყავი ხორცშესხმული.
    მაინც ხატე ხოლმე და იღე რა...

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!