ბინძური ტუჩებით..... - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, September 06, 2008

ბინძური ტუჩებით.....

სიზარმაცე რომ ადამიანს დაეპატრონება, ცუდადაა მისი საქმე...
ჩაითრეევს და ყველაფერზე ხელს ააღებინებს, ეგ ისეთი დაავადება.....

თანაც ისე უსიმპტომოდ მიმდინარეობს... მანამდე სანამ არ ჩაიძირები საძაგლობაში.....

სიზარმაცე გევლება და გეხვევა თავს....ან ნელა ნელა გახუჭუჭებს..... გაშტერებს და ბოლოს ქრები....


(ღმერთო ისეთი წინადადებები დავწერე კაი წიგნში ჩასმაც რომ არ მოგერიდება კაცს)

ხოდა ეხლა რა მინდოდა მეთქვა... კი არადა ვთქვი და ეგაა....

მოკლედ ისეთი გაუსაქმურებული ვარ რომ ჩემი ოთახი მეორედ მოსვლის შემდგომ სიტუაციაშია, ჩემი ანაბაზა-ტუალეტიც ( რომელიც ერთ დროს სტაფილოსფერი იყო ახლა კიდევ კაცმა არ იცის რა ფერია ) დაახლოებით იგივეს განიცდის...
ხოდა დრეს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნამუსმა შემაწუხა (სულ რამოდენიმე წუთით მართალია, მაგრამ არ გავუშვი ხელიდან მომენტი) და შევპირდი საკუთარ თავს, რომ ორშაბათს ანუ 8 სექტემბერს დავალაგებ ოთახს და ყველაფერს რაც გარშემოა, დაჟე აივანსაც კი!!!

მოკლედ სანიტარული დღე მექნება......


ოდა მერე განახებთ გალამაზებული ოთახის ფოტოებს :)


გკოცნით ყველას!!! ბინძური ტუჩებით


პაატარაა აფდეითი: დღეს ვერაფერსაც ვერ ვალაგებ რიგ მიზეზთა გამო (კიდევ კარგი რომ ეს ჩემი სიზარმაცე არაა)

Blog Archive

Subsrcribe