შემოდგომის სუნთქვაჩაყოლილი ფილტვების განწყობა - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Wednesday, September 03, 2008

შემოდგომის სუნთქვაჩაყოლილი ფილტვების განწყობა


შეგრძნებას რომელიც მე დღეს გაღვიძებისას მქონდა , ვერ შეედრებნა
ბარემ რომ ბევრი სხვა შეგრძნება...

თვალის გახელისთანავე რაც შემეჩეხა იყო ნაცრისფერი ცა...

საწოლზე წამოვჯექი, სახეში ცივი ნიავის მონაბერმა ისეთი
სიახლე შემოიტანა რომ სუნთქვა შემეკრა....

აი თითქოს მაშინ როცა არაფერი არ ხდება , სიხალის და
რაღაცის მოლოდინის შეგრძნება დამეწყო...



დღეს ზუსტად ისეთი დღე იყო როგორიც 2 სექტემბერს შეეფერება.....

ოხ ეს შემოდგომის და ზამთრის სიყვარული ჩემში იმხელაა, რომ დღეს
ვფიქრობდი იქნება არაობიქტურიც კი ვარ და ეს ამინდი სულაც არაა სასიამოვნო
და ღვთაებრივითქო, მაგრამ საღამოს ეს ჰაზრი უკუვაგდე
და ღრმად ჩასუნთქვისას
დავასკვენი რომ ვცდებოდი....

რაოდენ სასიამოვნოა მხუთვარე ცხელი

ჰაერის მაგივრად მსუბუქ გრილ

ნიავმობერილ ჰაერს რომ ჩაატან ფილტვებში........

Blog Archive

Subsrcribe