სიზმრისეული ემოციის რეალური მიზეზი - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Tuesday, September 02, 2008

სიზმრისეული ემოციის რეალური მიზეზი

აი ახლა 4 დღეა ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე კი არადა მინდოდა მეთქვა ავხსენითქო....

თითქოს ყველა უკანასკნელი დღე მშვიდი და სასიამოვნო იყო, მააგრამ აი სიზმრები რომლებსაც მე ვხედავ ნუ არანაირ ახსნას არ ექვემდებარებიან.
დავიწყოთ იქიდან რომ სიზმრის მერე ისეთი ემოციით მეღვიძება ასე მგონია რეალობა იყო და სულაც არ მძინებია, მერე კიდევ კაცო ვიღვიძებ და რეალობა ისე მოხდენილად ებმის სიზმარს ვდებილდები, არადა ხომ ვიცი მეძინა რა ....

მესამე მომენტი, არა უფრო უცნაურობა ისაა, რომ რაღაც მინიმალური ცდომებით მაგრამ მერე ჩემი სიზმარი ხორციელდება რეალობაში....


ღმერთმანი ნათელმხილველი ვარ თუ რა უბედურება მეტაკა???

არა კი ახლა ღამე აივნის კარი ღიაა ხოლმე მაგრამ არა მგონია მაგის ბრალი იყოს იქიდან ხომ სულ არ უბერავს....

ხოდა ვერეფრი ვერ გავიგე და დავდივარ ასე სიზმრიდან აყოლიებული ემოციებით და ვდებილდები....თუმცა უნდა დავძინო რომ ზოგი ემოცია მაგრად ასწორებს, აი თუნდაც .... ხო მოკლედ...
მგონია ძილს უნდა გადავეჩვიო... არის რაიმე სხვა რცევა?? :)



Blog Archive

Subsrcribe