Thursday, August 14, 2008

სხვისი ნაცნობის მისეული ისტორიის ჩემი ვარიანტი

საღამო მშვიდად დავიწყეთ , ნუ ვერ ვიტყვი გიჟურად გავაგრძელეთთქო და მაინც...
შუადღის დაძაბულობის მერე , ნერვებმა მიმტყუნეს და ჩემი ორგანიზმის საშუალო
ტემპერატურამ 38.0 მდე აიწია. მთელი საღამო ვოცნებობდი ახალ თავზე რომელიც არ
მეტკინებოდა, მაგრამ ეგ იქით იყოს....


სოლოლაკის ერთ ძველ სახლში, სადაც ყველა კიბე და იატაკის ცალფიცარი ჭრიალებს მშვიდად ვისხედით ორნი , შემდეგ სამნი....
მესამე - ის ვისაც სტუმარი ერქვა (თუმცა ეს სტუმრის კონცეფცია და აზრი ფრიად ესეიგი
ბუნდოვანია და მაინც მგონია, რომ დისციპლინისათვისაა გამოგონილი) ვისხედით და ვკითხულობდით...


...არა ვიტყუები , სტუმარი კითხულობდა . ხან გაღიმებული, ხან მოღუშული, ხანაც ისეთს მიაყრიდა ყურები ზამბარებივით მეჭიმებოდა (მიუხედევად იმისა, რომ ძალიან ნაცნობი იყო ის რასაც კითხულობდა).
ხოდა თავიდან სიტუაცია რაღაცნაირი იყო , სველი, ნესტიანი ბურუსივით, მერე ნელა ნელა გადაიფანტა და მშვიდი ატმოსფერო სასიამოვნოდ გვალბობდა.
სასმელი - საუკეთესო საშუალებაა ენის გასახურებლად, არა უფრო სწორად მინდოდა მეთქვა რომ საუკეთესო საშუალებაა იმდენად მოსადუნებლად, რომ თავისუფლებამ შენში ფეხი მოიკიდოს , მყარად განლაგდეს და მოქმედებაშიც მოვიდეს.

სასმელს თურმე საღამოს მიწურულისკენ ყავაც უხდება, უხდება ყავა მოხდენილ ჭიქაში. ( რა დებილური სიტყვაა მოხდენილი, მარა სხვა ვერ გავიხსენე) ააიი საღამოს ზუსტად ამ მომენტმა მიბიძგა, არა კი არადა შთამაგონა ეს დამეწერა. საღამოს მასპინძელმა მანდილოსანმა გადაწყვიტა, სტუმრისათვის ყავის ჭიქაში ჩაეხედა. როგორც კი 2 ჭიქა ყავა შთანთქმულ და გადაქანებულ გადმოქანებული იქნა, დავიწყეთ მოთმინებით ლოდინი, როდის ჩამოიწურებოდა ყველანაირი ზედმეტი ინფორმაცია ყავის ნალექთან ერთად ლამბაქზე.

როგორც იქნა ეს დრო კურიოზების მოყოლასა და ფოტოების დათვალიერებაში გავიდა და დაიწყო... მასპინძელმა მანდილოსანმა მოახდინა მთელი მისი ვიზუალური
აღქმისა და ფანტაზიის შესაძლებლობების მობილიზება (აქვე არ დაგავიწყდეთ რომ მას არც მისი ცოდნების გამოყენება დავიწყებია, რა ცოდნების და ცოტა მერე გეტყვით) და დაიწყო ჭიქაში ჭვრიტინი. ო, რა შთაგონებული სახე ჰქონდა , ხან დაჭუტავდა თვალებს , ხან დაყვლეპდა....
მერე ჭიქის პატრონსა და მასში არსებული ყავის შთანმთქმელს გახედავდა და აი, არის - დააბრეხვებდა რაღაც ჭეშმარიტებას , ხან ჭიქის "წარსულის" ხანაც "მომავლის" მხრიდან.....


ნუ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ჭიქის პატრონზე აშკარად კარგად (არა უფრო სწორია სასაცილოდ იმოქმედა იმიტომ რომ ახლა დავიწყებს ყავაზე მკითხაობის არსის ჩემეულ ინტერპრეტაციას) იმოქმედა.
აქ მინდა გაგანდოთ ჩემი მოსაზრება ყავაზე მკითხაობასთან თუ მასში ჩახედვასთან დაკავშირებით.
ძალიან ადვილილია ჩაუხედო ადამიანს ყავაში რამოდენიმე მიზეზის გამო :
1) თუ შენ მასზე რაიმე მწირი ინფო, სულ მინიმალური ცოდნა მაინც გაგაჩნია - ეს იმიტომ რომ იცი რა, მასზე რაღაც დეტალები ,ისეთი რომელიც მას თვითონ სადღაც ადრე აქვს ნახსენები, არადა როგორც ყველას ეგეთი დეტალები არ ამახსოვრდება ძალიან ადვილია დაინტრიგება.
2) თუ გაქვს ცოცხალი და მოქმედი ინტუიცია - ანუ გამოდიხარ რა ზემოთ ნახსენები ცოდნებიდან მერე უკვე 1000 სისულელის გარტყმა ძალიან ადვილი ხდება.თან ისე გარტყმა რომ შეიძლება თვითონაც დაიჯერო, ახედავ რა "მსხვერპლის" სახეს...
3) თუ საკმაოდ კარგად გაქვს განვითარებული მიმსგავსების უნარი - ეს იმისათვის რომ ურწმუნო მსხვერპლს ჭიქაში ჩააჭყიტო და უთხრა " აგერ იქ ვერ ხედავ ცხვირი , პირი და რქები რომ ხატია ? ეგ სატაანაა და ჩუპა-ჩუპსი მოაქვს შენთანო" .

მოკლედ ასეა თუ ისე დავძენ რომ (აუჰ რა მაღალფარდოვანი და აღმაფრთოვანებელი ჩანაწერი გამოდის) ყავაზე მკითხაობა это хорошый способ поиздеватся. Прыкалываясь над другими , можно хихикать над ихними реакциями.
ხოდა ასე საღამოს დანარჩენი ნაწილი ძილქუშ დაცემულებმა გავატარეთ, ვისხდით რა მოკრძალებულ ვერანდაზე.


ისე კიდევ ერთ დასკვნას გააკეთებდა კაცი, მაგრამ ასეთი დასკვნა ძალიან არაეთიკური და უზნეო იქნებოდა ჩემი მხრიდან ვითვალისწინებ იმას, რომ ისედაც ბევრი დავწერე.....

სულხან - საბას 7 ნომერში , ბაბაევების ბინაში შუქები ჩაქრა და მშვიდი სუნთქვის კორიენტელმა ბალიშს თავბრუ დაახვია.












5 comments:

  1. Anonymous1:16 PM

    სულხან საბა ყოველთვის ორბელიანი მეგონა :(

    ReplyDelete
  2. : ))))))))))))))))

    anonimuuus looooooooooooooooool

    ReplyDelete
  3. leila2:22 PM

    chemo kargo chorven!
    minda gitxra rom mkitxaoba es xelovnebaa! da itsi risi xelovneba???......
    tvalebshi yurebis,(ogond is yurebi romlitats visment araper shuashia)
    es aris xeliovneba adamianis zhestikulatsiis, mimikis migeba shegrdznebis!!!!!!xo da mgoni sadgats vaxsene yurebi....uf es yurebi... yurebi....
    ise xandaxan ki sachiroa... es yurebi(titittavismpxaneli smailiki) exla tsarmoidgine adamiani romelsats kargad aaqvs tsqvetili yurebi :) uf... da ramdensats ginda .... da rasats ginda imas etyvi....xaxaxaaa ui ramdeni makaroni eqneba yurebzeee....
    martivi .... da saotsrad uintereso...
    yava.... mkitxaoba....
    arts eri miyvars... arts meore...
    tumtsa .... ...

    ReplyDelete
  4. ირაკლი2:58 PM

    პორტატიული ტუალეტი?!

    ReplyDelete
  5. ირაკლი : )))))))))))
    მაგაზე შემდეგი შეხვედრის შემდეგ უფრო სრული სურვილების და ინფორმაციის ბაზა მექნება და არ მოგანატრებთ მაგაზე ჩანაწერს :) ყველაფერი იქნება : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!