Wednesday, October 31, 2007

მოკლედ არაფერზე.

სმენ ით -> :)

რადგან დავწერე მოკლედ დავწერთქო ვეცდები ვიყო ლაკონური, თუმცა რამდენად გამოვა ეგ საქმე არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული.
არა რამე განსაკუთრებულს კი არ ვწერ, უბრალოდ ძალიან მომინდა დამეწერა იმ შერეულ განცდებზე რომელიც ზოგადად მეუფლება ხოლმე და მირევს მაგრად ცხოვრებას. ძირითადად მჩვევია რომ ვიყო დარწმუნებული ნებისმიერ ჩემს მოსაზრებასა და გრძნობაში, ამ დროს კი საიდანღაც ჩნდებიან უცნაური ტიპები ჩემში და მაგრად მრევენ....

მოდიან და მოაქვთ....
მოაქვთ ისე მძაფრად რომ ყველაფრის რწმენას ვკარგავ და ძალიან სერიოზულად ვიწყებ ფიქრს თავიდან... სულ ყველაფერზე .....
ფიქრს კი ერთი სულელური აზრიდან მეორეზე ძალიან ძალიან სწრაფად გადავყავარ და მერე საერთოდ ვკარგავ ყველანარ ბმას ჩემს აზრებს შორის....

ეს მაცოფებს.....
ბოლოს კი ძალიან სერიოზულად მთრგუნავს.

ასეთი მომენტები მაშინ მაქვს როდესაც ჩვეულისაგან მძაფრად განსხვავებული მომენტები მაქვს ცხოვრებაში.


იდეაში ვითომ კარგია , მაგრამ კარგი არა ჩემი ფეხებია...

ანუ არა სიახლეები და მძაფრი მომენტები ძალიან მომწონს მე მათ ვამუღამებ, მაგრამ ეს ქაოსი მაგარ დისკომფორტს მიქმნის .....

მოკლედ სულ ეს მინდოდა დმეწერა . დიდი ვერაფერი , ვერც კი ჩამოვაყალიბე სრულად ის აზრი რაც მქონდა ....

თუმცა ეგ არ არის მტავარი ამ შემთხვევაში.

2 comments:

  1. სუუფთა უტოა... ვერაფერს იტყვი.

    გამიმხილე მაარ შენი განცდები :)))

    ReplyDelete
  2. ნაცნობი რამეა. მე შემდეგნაირად გადავწყვიტე: ვაცალე ფიქრებს რომლებიც თავში დარბოდნენ და როცა დაიღალნენ მერე დავიწყე ფიქრი :)

    P.S. საინტერესო დამთხვევები ხდება ხოლმე: ეხლა ორველის 1984 უნდა მომეძებნა და შენს გვერდზე წავაწყდი ბმულს...

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!