Saturday, June 23, 2007

არ გაბედო სიკვდილი !!

-არ მოკვდე გთხოვ რა...
ძალიან გთხოვ გაახილე თვალი, მიპასუხე ...
ნუთუ ჩვენი მოგონებები მაინც არ ღირს სიცოცხლედ??





-გახსოვს პირველად დაბადების დღეზე რომ გამიცანი როგორ ვიჩხუბეთ? გახსოვს რომ მიმტკიცებდი სიკვდილი და სიყვარული განუყრელიაო? მაგრამ ბოლოს ხომ მაინც ერთად წამოვედით - ასე შევრიგდით.





გაიხსენე ჩვენი ურთიერთობა ხომ აქედან დაიწყო...




-ის მაინც არ გახსოვს სადღაც დიდი ხნით რომ წახვედი წერილებს რომ გიგზავნიდი?
სულ დამცინოდი ასე მგონია ფრონტზე ვარ და სიკვდილს თვალებში ვუყურებო....






-გაიხსენე , გაიხსენე რა...
რა კარგი იყო, როდესაც იყო, რაც იყო....
სისულელეები, სიგიჟე....






გაიხსენე გამოცდებს რომ აბარებდი როგორ ვნერვიულობდით და როგორ შევჭამეთ 6 ყუთი შოკოლადი.... მერე კი გული გვერეოდა....





-გაიხსენეე??


-ის მაინც არ გახსოვს რამდენი რაღაც გვაქვს საერთო? ან როგორ ბრაზობდი სისულელეს რომ წამოვაბოდიალებდი?




-შემოდგომაც ხომ უზომოდ გვიყვარს ჩვენ?
-ან კიდევ ისა, წვიმაში დიდ გუბეებში მთელი ძალით გაჭყაპუნება....





- ყველაზე პირველი ზაფხული ერთად რომ ვისვენებდით თუ გახსოვს?




პლაჟზე ვისხედით და ჩვენს გვერდით ლამაზი ბავშვები თამაშობდნენ... ჩვენ კი ვოცნებობდით, ვოცნებობდით რომ როდესაც ერთად ვიქნებოდით ბავშვი გვყოლოდა.... ლამზი, მხიარული, ისეთი რომელიც სიცოცხლეზე მეტად გვეყვარებოდა....




-გესმიიის? მიპასუხეე? გესმიიის??




ჩვენ ხომ იმდენი რაღაც დაგვრჩა გასაკეთებელი.... გაახილე არ თვალი....
გთხოვ....






-მიყვარხარ ... ძალიან.... უზომოდ მიყვარხაარ......










...............................................






-მეც.......

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!