Friday, January 05, 2007

გული მერევა!

ფუ როგორ ღელავს ზღვა....

გული მერევა!


ასეთი გრძნობა მქონდა როდესაც ბოლოს გნახე!

შენი თვალთმაქცობა, საქციელი, საუბარი, ჩემსკენ ნასროლი ერთი- ორი კომენტარიც კი ისეთი ამაზრზენი იყო თავი ძლივს შევიკავე....

მინდოდა სახეში შემეფურთხებინა შენთვის...

თავი შევიკავე , ხალხი იყო გარშემო....
ნაცნობები.....

ჩემზე რას იფიქრებდნენ, თორემ შენზე არაფერს.....

შენ ხომ საუკეთესოდ იმალები ანგელოზის გარსში.....

ისეთი მიმზიდველი საუბარის მანერა გაქვს და მიმნდობი იერი .....
ნამდვილად ანგელოზი ეგონები ვინმეს.....

ჰო ვინმეს....... მე აღარ....

თუმცა მეც "ვინმე" ვიყავი ამ ცოტა ხნის წინ.....

ცოტა რა 8 თვის წინ...... არც ისე ცოტააა......

რა ვიცოდი ..... როგორ ვიფიქრებდი....შენნაირები ცხოვრების თეატრში მთავარ როლებს მანამდე იღებენ სანამ მაყურებელს ხელოვნურობა ყელში არ ამოუვა....

სანამ თამაში არ მობეზრდებათ, სანამ სიყალბეს კარგად არ შეიცნობენ ....

შემდეგ კი მათაც გულწრფელობა სჭირდებთ ...

მერე რა რომ მსახიობია..... მერე რა რომ სცენაა.....

გრძნობით ყველაფერი იგებს......


როცა გრძნობ გადმოსცემ, თუ გადმოსცემ იპყრობ, თუ იპყრობ ღმერთი ხარ .....


მაგრამ რა შორსაა ეს შენგან....

თითქოს მინდოდა შენგან მესწავლა...

მაღლაც გაყენებდი... მაგრამ მომენტებში ეჭვი მღრღნიდა ...

ეს ის მომენტები იყო როდესაც იღლებოდი შენც საკუთარი თავის თამაშით და ვითომ სითბოთი გაჟღენთილ ნიღაბს იხსნიდი......

აი მაშინ მეშინოდა არ შევმცდარიყავი , მაგრამ შენს მსახიობურ ტალანტს ვერ ვუძლებდი , ვერ ვეწინააღმდეგებოდი....

მიპყრობდა შენი როლი...... თამაშის მანერა .........



რა სასაცილოა არა....

ვაღიარებ ვცდებოდი....

და მიუხედავად ამის მაინც ვისწავლე .... შენგან ვისწავლე რომ სიყალბე და თვალთმაქცობა ნიჭია .....

ნიჭია რომელიც თვალს უხელს ადამიანებს....

მადლობა, დიდი მადლობა ძვირფასო.....

...თუმცა შენ ვერ გაიგებ რომ მე მივხვდი და შეგიცანი .....

მე ამას არ გაგრძნობინებ .....

ბოლომდე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და შეგისწავლი როგორც ლაბორატორიის ვირთხას, ისე რომ შენ თავი თავისუფალი გეგონება ...

ისე რომ შენ თავი სხვებზე მაღლა მდგომი მოგეჩვენება....

მე ვიზრუნებ ამაზე....

და ბოლოს მინდა პირობა მოგცე რომ შენზე ყველა გაიგებს....

გაიგებენ არც თუ ისე მალე, მაგრამ შენ ცნობილი გახდები.....

გახდები ცნობილი სიბოროტის განსახიერება.....

მე ეს შემიძლია და ამას მაინც გაგიკეთებ....

შენ ხომ გინდოდა აღიარება...

შენ ეს გექნება თუმცა რის ფასად ჯერ არ ვიცი.......




ისევ ღელავს , გული აღარ მერევა....

ალბათ ბოღმის ბრალი იყო....
თუმცა რა შუაში ხარ შენ ... საკუთარ თავზე ვიბოღმები .... რატომ წავიბორძიკე იქ სადაც შემეძლო კარგად გამეხედა წინ და ფეხი გადამედგა...

თუმცა არაუშავს გათენდება, მზე ამოვა ყველაფერს საღად გავაანალიზებ ზღვაც დაწყნარდება....

მე უკვე მშვიდად ვარ ....

2 comments:

  1. Anonymous1:31 AM

    maaaar magaria mara vizea, "mwvaneze" tu "zixhize"

    cota damabnia magram me mainc pirveli mgonia, tu vcdebi????
    gamagebine ra :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!