მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.
1-2-3 დეკემბერი - ქოქოსი
არც ისე მცდარია წარმოდგენა იმაზე რომ კუნძულზე არაფერია საკეთებელი ქოქოსების კრაწუნის, ბანანების ღეჭვისა და სანაპიროზე გორაობის გარდა. თუ შტორმებს არ ჩავთვლით ჩვენც ზუსტად ამით ვიყავით დაკავებული ეს დღეები.
ახლომდებარე სანაპიროები მოვიარეთ. ბევრი ვიჭყუმპალავეთ და ცოტა დავიბრაწეთ. კუნძულზე ბე რი რუსი ტურისტები არიან, ხოლო backpacker-ები კი სულ ერთი შეგვხვდა პოლი, ჩვენთან ერთად ცხოვრობდა კემპში რამდენიმე დღე და შემდეგ შემოგვეცალა.
სანაპიროები საუცხოოა, ადგილ-ადგილ ოდნავ ბინძური, მაგრამ საგანგაშო ოდენობის ნაგავი ნამდვილად არ ყრია. გართობის მხრი დიდი არჩევანი არაა, თანაც დნცკ-დნცკ ჩვენს ინტერესებსა და მუღამებში არ შედის ამჯერად, ამიტომ საღამოობით ბევრს ვკითხულობთ, მზის ჩასვლით ვტკბებით და ადრეც ვიძინებთ.
დილის 8 საათზე ფეხზე ვართ და ფაქტიურად ჯანმრთელ ცხოვრებას ვეწევით თუ "პაჩკის" სუპების ჭამას არ ჩავთვლით (ბანაკთან 2 კმ-ის რადიუსში არაფერი არაა მზა კვებისთვის), თუმცა ცოტას ვაჭარბებ. რა თქმა უნდა ხილსაც ბევრს მივირთმევთ, თანაც არჩევანია სანაქებო.
მოკლედ დეკემბერში რომ გცხელა ადამიანს კარგი არაა, მაგრამ ცუდიც არ ეთქმის.
4 დეკემბერი - ბოზები
დავემშვიდობეთ კუნძულს და დავბრუნდით ბანკოკში, თუმცა დასვენებისთვის არ გვეცალა და მოსაღამოვდა თუ არა "წითელი ფანრების" ქუჩას ვეწვიეთ. ქუჩა სულ 150 მეტრია და ზედ 40 დაწესებულებაა განლაგებული.
ვის აღარ ნახავთ ქალებს, კაცებს, ცოტა ქალებს ცოტა კაცებს, მოკლედ შიმეილები, ტრანსები რა გინდა სულო და გულო. ცოტა გული კი დამწყდა ფული რომ არ გვქონდა თუმცა ეგ არაფერი, აქ ხომ ცოტა ხნით საცხოვრებლად ჩამოსვლას ვგეგმავ და...
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!