213 -XX

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

30 ნოემბერი - წამი
ღამე მოუქნელად გვეძინა, ჯერ რომ ცხელოდა მაგის გამო, საძილეები არც გავშალეთ, თავქვეშ ამოვიდეთ შეკრულები და მერეც მთელი ღამე საიდანღაც ჩნდებოდნენ ჭიანჭველები. 
ძირითადად კარვის მოსკიტო ბადეს დიდ ყურადღებას ვაქცევ და ძალიან მიკვირდა როგორ შემოგვეპარნენმეთქი.
საქმე რაში იყი მხოლოდ დილის 7 საათზე გავიგეთ. კარვიდან გამოსულებს რუხი ქვის ფილები ფაქტიურად შავი და მოძრავი დაგვიხვდა. ღამით საჭმელი და ჩანთები კარვის კართან ძირს დავაწყვეთ(კიდევ კარგი კარავში შეტანა გადავიფიქრეთ) ხოდა ამ საჭმელს იყვნენ შესეულები, მაგრამ შესეულები მსუბუქად ნათქვამია. ალბათ მილიარდობით ჭიანჭველა ფუთფუთებდა კარვის გარშემო, ჩანთებზე და ჩანთებშიც. მთელი დილა, უფრო ზუსტად კი 2 საათზე მეტი მათან ბრძოლას და ყველაფრის გასუფთავებას შევალიეთ. ჩათლახები-წასვლა ხომ არ უნდოდათ და თანაც ძალიან მწარედ იკბინებოდნენ.
მთელი ტანსაცმელი ზღვაზე გადასახედის მოაჯირებზე გავკიდეთ, ამოვყარეთ ორივე ჩანთა და "კოსმეტიჩკები". ბათინკების დაფერთხვამაც კი მოგვიწია. მოკლედ საჭმელი და ნაგავი როგორც კი მოვაცილეთ, მათი მოშორებაც თითქმის გამოვიდა, მაგრამ ეს იყო სცენა საშინელებათა ფილმიდან სადაც ცოცხალ ადამიანებს წამებში ჭამენ დიდი ჭიანჭველები.
ამის შემდეგ კარავი გადავანაცვლეთ და საჭყუმპალაოდ წავედით სანაპიროზე.

სანაპირო და ფსკერი ქვიშაა, თუმცა ამ მხარეს კლდეებიცაა ადგილ-ადგილ. წყალში მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და ვერაფრით მიხვალ ადგილამდე სადაც წყალი მკერდს მაინც წვდება. დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით ვჭყუმპალაობდი და წყალი ჭიპს ზემოთ ძლივს მწვდებოდა. წყალი უგამჭვირვალესი იყო და ფსკერი და თევზიკები ნიღბის გარეშეც გარეშეც მშვენივრად თვალიერდებოდა. შუადღით როდესაც მზემ სახე გაგვაძრო ბანაკში ავბრუნდით. ბაკო მაღაზიაში წავიდა, რომელიც სამ კილომეტრში იყო, საჭმელი და წყალი გვქონდა საყიდელი. კუნძულის აქეთა მხარეს ძვირადღირებული კურორტ-სასტუმროებია და ერთი მაღაზიაც არაა წამლად. ბაკოს დაბრუნებისთვის წყალი ავადუღე (ხელნაკეთ პრიმუსზე რომელიც ზოგჯერ სისხლს გვიშრობს) და უგემრიელესი კრემ-სუპი მოვამზადეთ. ბედად ამ დროს ქარი ამოვარდა, ცა მოიქუფრა და ჭამა ძლივს მოვახერხეთ. თან დავრბოდით და კარავში ვყრიდით ნივთებს და თან სუპს ვხვრეპდით. ამას მოვრჩით თუ არა და ისეთი დასცხო თქვენი მოწონებული.
ქარიშხალი დაიწყო 3-4 ბალიანი იქნებოდა ალბათ. ბაკო კარავში შევაძვრინე. ამ დროს ამოვიდა კანოეებით მოგზაური ბავშვების დიდი გუნდი და ერთ-ერთ შენობას ქვეშ შეეფარნენ.ზუსტად ამ მომენტში ქარიშხალმა პიკს მიაღწია. მე შევრჩი გარეთ, კარვის უკანა მხარეს (საიდანაც წვიმა ურტყამდა) ვიდექი და კარავს ვამაგრებდი(რომელიც ბაკოიანად და ჩანთებიანად ფრიალებდა). კარავი ბეტონის იატაკზე გვედგა ერთ-ერთი შენობის ქვეშ, ასეთი შენობები კი 4იყო.
ვცდილობდი რომ კარავში წყალს არ შეეღწია დიდი რაოდენობით, ბაკო კი შიგნით ახდენდა ნივთების ორგანიზებას, რომ რაც შეიძლება მეტი ნივთი გადაგვერჩინა მშრალად. დაახლოებით 15 წუთი  ვიდექი ასე გაფარჩხული და კარავს ჩაჭიდებული, ბაკო კი შიგნიდან მგულშემატკივრობდა, კანოისტი სასტავი კიდევ პირდაღებული უყურებდა ამ სცენას. როგორც იქნა ჩადგა ქარიშხალი. სველი ტანსაცმელი გავიძრე და პირსახოცშემოხვეულმა დავიწყე ბანაკში ბოდიალი. ამ საღამოს კარვებისა და ხალხის (16-18წლის) სიმრავლე იყო. 8 საათისთვის უკვე კარავში ვეყარეთ ნახევრადმძინარეები, თუმცა ნორმალურად ძილი არ დაგვცალდა. ღამის 2 საათზე ქარიშხალი ისევ განახლდა და ახალი ძალით შემოგვიტია, ამჯერად უკვე კარის მხრიდან. დაახლოებით ნახევარი საათი მე და ბაკო კარავს შიგნიდან ვამაგრებდით, რომ ქარს თავზე არ წამოეხურა. თანაც კარიდან წყალიც ასხამდა, ჩემს მხარეს კედელიც დასველდა და ნივთების გადაჯგუფებაც სწრაფი წესით მოვახდინეთ. სანამ ჩვენ ამ ბრძოლებში ვიყავით, ნახევარი კანოისტები წივილკივილით დარბოდნენ ბანაკში და ცდილობდნენ მშრალები დარჩენილიყვნენ, რა თქმა უნდა მათი კარვებიც ფრიალებდა შტორმისას. მორიგ ჯერზე ჩაძინებამ აბსოლუტურ ქაოსში მოგვიწია. თავქვეშ დიდი ჩანთები გვეწყო, შუაში საძილე ტომარა, შემდეგ წვილმანი ელ-დანადგარები და ჩემი პატარა ზურგჩანთა. ამ ყველაფერს ზემოდან თბილი ტანსაცმელი დავაყარეთ და ფანარი და ტუალეტის ქაღალდი დავადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად გვეპოვნა. ასე ჩავიძინეთ შტორმიანი ღამის შემდეგ დაახლოებით 4 საათზე იმ იმედით რომ დილით კარგი ამინდი დაგვხვდებოდა და ყველაფერს გავაშრობდით სწრაფად რადგან შემდეგ დღეს სხვა სანაპიროზე ჭყუმპალაობა გვქონდა დაგეგმილი.

Post a Comment

4 Comments

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. აუ რა ამბებში ყოფილხართ?! ჭიანჭველებზე სულ ადამიანები მახსენდებიან, რადგან წარმოვიდგენ, რომ ჩვენც ვიღაცისთვის შეიძლება ჭიანჭველები ვიყოთ დიდ კოსმოსში და ეგ ჭიანჭველები კბენია ადამიანები ყოფილან. :დ
    ბოლოს მოვკვდი ინტერესით, რომ გათენდა რა მოხდა :D :* თავს გაუფრთხილდით ჯანმრთელობის პონტში, რომ კიდევ ბევრი რამ მოახერხოთ <3

    ReplyDelete
  3. ომგ რეები დაგმართნია ჩორვენ.
    ახალ წელს გილოცავ! <3

    ReplyDelete
  4. Teo )) we will ლავ იუ

    Rode თავგადასავლებია იცოცხლე
    შენც გილოცავ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!