შავგვრემანი გრძელფეხება ღმერთი

თუ ღმერთი სადმე არსებობს ის უეჭველი ქალია.

წარმოუდგენელია ასეთი სასტიკი ადგილი (როგორიც დედამიწაა) კაცს შეექმნა. ამდენი პრობლემის და უამრავი გადაჭრის გზების გამოგონება კაცების ძალებს აღემატება, ესეიგი ღმერთი ნამდვილად ქალი იქნება.

თანაც შავგვრემანი ქალია, აბა ქერებზე ამდენი ხუმრობისა და უბედურების მოგონებას ვინ წაახალისებდა, თანაც არც ჟღალთმიანები მოსწონს და მაგიტომაც აწვევინებდა მათ კოცონზე როგორც ალქაჯებს.

ურთიერთობის ლოგიკურ დასასრულად (ახალი ლეველის დასაწყებად) ქორწილს კაცი ნამდვილად არ მოიგონებდა, მგონი საერთოდაც კაცების გაგებასა და აზროვნებაში რაღაც მასეთი არაფრით არ თავსდება.

საერთოდაც კაცების ვინ შექმნიდა თუ არა ქალი, ზარმაცი ქალი რომელმაც გადაწყვიტა რომ მთელი დღე მანიკურის კეთება უკეთესი იდეაა, მაგრამ სახლში საჭმელი ხომ არის საჭირო ხოდა დაე კაცებმა "ინადირონ".


ღმერთი ნამდვილად ქალია, ამ სეზონების და ფერების ცვლილებას, ცისარტყელას და ჭიამაიას კაცი შექმნიდა??

ღმერთი ქალია, გრძელფეხება ქალი და უნდა რომ მხოლოდ თვითონ იყოს ლამაზი, ამიტომაა ქალები ასე სწრაფად რომ იმატებენ წონაში და დღენიადაგ მაგაზე დარდობენ - ან წონა მოკლავთ ან ნერვები.

ღმერთი ქალია - ამდენ უცნაურ დაავადებას, რომელსაც ნელი სიკვდილი მოაქვს კაცი არ შექმნიდა, ის სწრაფად მოუღებდა ბოლოს კაცობირობას.


დარწმუნებული ვარ ქალია - კაცები იშვიათად არიან ასეთი სასტიკი და დაუნდობელნი, თანაც ასე ვერაგულად იშვიათად სცემენ ზურგში ლახვარს ვიღაცას - ცხოვრება კი ზუსტად ასეთი ვერაგულია!

Post a Comment

4 Comments

  1. ჰაჰა ჩორვენ, რა მაგარი და საყვარელი ხარ!!!

    იუდაიზმში, მაგალითად, ღმერტს, გასაგებია, რომ საერთოდ არ აღიქვამენ ისე, როგორც "სხვაგან" (მაგ: წვერებიან მკაცრ მოხუცად). პირიქით, არსებობს სხვადასვა გრამატიკული გაგება, რომელიც ღვთიური ძალებს აღნიშნავს და ზოგი მდედრობითი სქესისაა და ზოგი – მამრობითი. ხო მაგარია? :დ

    G-d is a DJ, როგორც პინკი იტყოდა... :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. მაგარია მერე. ალბათ ეგ უფრო სწორია.

      :* :)

      Delete
  2. yoveli shemtxvevistvis qaluri mxare bevria gemrtshi

    ReplyDelete
  3. arapris damtkicebas ar vapireb,(mitumetes shentan) (ar gewyinos:* )ubralod, yvela didi adamiani mxatvrebi,musikosebi,msaxiobebi da ase shemdeg..albat ar geswavleba kacebi iyvnen. da upali ra sqesisaa girchev mag sakitxshi upro garkveul pirovnebas,an tundac sasuliero pirs kitxo :))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!