raw man – tick ანუ ვინ გვჭირდება

სტანდარტული განმარტება:
რომანტიკა 1. ის, რაც ქმნის ემოციურ, ამაღლებულ დამოკიდებულებას რაიმესადმი. მაგ., თავისუფლებისათვის ბრძოლის რომანტიკა.
2. მხატვრული მეთოდი, რომელიც გამსჭვალულია ოპტიმიზმით და მიისწრაფვის-ნათელი სახეებით გვიჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება.
3. რისამე იდეალიზაცია.
ზოგადად რომანტიკა ყველა ადამიანს რაღაცნაირად ესმის. ვიღაცისთვის ეს განსხვავებულ fda3b-197ატმოსფეროში ვახშმობაა, ზოგისთვის ვარდის ფურცლებით მოფენილი საძინებელი, სხვებისთვის სანთლებით გაფორმებულ გარემოში მშვიდი საუბარი და განმარტოვება.
მოკლედ ალბათ რამდენი ადამიანიცაა იმდენია წარმოდგენა და ახსნა რომანტიკისა და რომანტიულობის.  
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიტუაცია, მზის ჩასვლები, მთვარის ყურებები და ა.შ მართლაც სასიამოვნოა და არის ამაში რაღაც ამაღელვებელი, მაგრამ ჩემი აზრით რომანტიკა მთლად ეს არაა.
მეც ისევე როგორც ყველა  რომანტიკის ჩემეულ აღქმას ”ვაწვები” , ხოდა ვფიქრობ რომ - ეს არის საჭირო დროს და საჭირო ადგილას ნაგრძნობი და მიხვედრილი სურვილი.
რომანტიკა მხოლოდ სანთლები კი არაა, ეს არის მომენტი როდესაც ერთ ადამინს შეუძლია სწორად და დროულად განსაზღვროს თუ რა ესიამოვნება მეორე ადამიანს და თუნდაც ეს იყოს ნახევრად დამჭკნარი ყვავილების თაიგული, რომელიც შუა ღამისას სადღაც მიყრუებული ქუჩის ბოლოში ნახევრად გახრწნილRomantic-Travel-in-Bogota ბებოსთან იყიდა.
რომანტიკა შეგრძნება უფროა ვიდრე სიტუაცია, შეგრძნება მეორე ადამიანისა, რომელიც შეიძლება ყველაფერს და ყოველთვის არ ამბობდეს, მაგრამ დაკვირვებითა და ყურადღებიანობით შესძლო მიხვედრა თუ რა და როგორ არის .
ის მოსაზრებაც არ მომწონს, რომ რომანტიული საჩუქარი/ სუპრიზი აუცილებლად ისეთი ორიგინალური და  განსხვავებული უნდა იყოს რომ დედამიწას აოგნებდეს. არ არის ეგრე. ისევ და ისევ მთავარია ზუსტად იმ დროს იყოს გაკეთებული როცა საჭიროა და დროულია.
იყო რომანტიული ნიშნავს გახასიათებდეს - ყურადღებიანობა, დაკვირვებულობა, კრეატიული აზროვნება და რა თქმა უნდა კარგი ინტუიცია.
romantic_kiss-10690
პ.ს ნუ ამასთანავე კარგი იქნება თუ პარტნიორი გეყოლებათ, თორემ ეს რომანტიულობა და უწი პუწები მოგრჩებათ გვერდით.

Post a Comment

9 Comments

  1. ძალიან კარგი პოსტია! ჩემი აზრითაც "ეს არის საჭირო დროს და საჭირო ადგილას ნაგრძნობი და მიხვედრილი სურვილი"! რომანტიკაა, როცა ვიღაც ისე ხვდება შენს სურვილებს და ის "გგრძბნობს", რომ ეჭვი გეპარება, აზრების კითხვის ნიჭი ხომ არ მიუღიაო!

    ReplyDelete
  2. unaamarga -”ეჭვი გეპარება, აზრების კითხვის ნიჭი ხომ არ მიუღიაო!”
    ზუსტად , ზუსტად!

    ReplyDelete
  3. მე ვარ რომანტიკული ადამიანი, უბრალოდ ყვავილიც მყოფნის რომ თავი განსაკუთრებულად ვიგრძნო, ხოლო რომანტიკული საღამო-დილა და ა.შ. ხო დედოფლად ვგრძნობ ხოლმე თავს :) ჩემს ქმარს კი დამოუკიდებლად კომპლიმენტის თქმაც არ შეუძლია :) აბა რა ვქნა ახლა მე?
    გმადლობ პოსტისთვის, იქნებ წაიკითხოს :)

    ReplyDelete
  4. ვივიენ - ძალიან რთული სარჩევია რა უნდა ქნა მაგრამ სულ ორი იდეა მომდის თავში
    1. როგორც ყველა მამაკაცს სჭირდება პირდაპირი მითითება და ალგორითმი მოქმედებისათვის , შენც მასე დასვა და უთხრა რომ ზოგჯერ (ასე თვეში 2-3ჯერ) ძალიან გჭირდება ბევრი კამფეტები, რესტორანი, კლუბი (მოკლედ რაც გიხარია) იმისათვის რომ ისიც გააბედნიერო და მოკლედ აღმატებულ ნოტაზე იყო.
    2. შემოიღო ტრადიცია : ) სუპრიზების : ) და დაახლოებით რეფლექსებისა და ჩვევების დონეზე გაუჯდეს ეს მეუღლეს : )) ძალიან შრომატევადია მაგრამ ალბათ ღირს მსგავსი მიზნის დასახვა : ) თანაც მრავალფეროვნებით აღსასვსე იქნება თქვენი ყოველდღიურობა და თანაც არასოდეს მოდუნდებით

    ReplyDelete
  5. თავად ხარ, ჩორვენ, რომანტიკული? :)

    ReplyDelete
  6. გლამთაია - ამ პოსტიდან არ ჩანს ვარ თუ არა და როგორი ვარ???

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  8. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  9. ჰმ აი თურმე რა ყოფილა :) დიდი მადლობა

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!