სიკვდილის ამპლიტუდა

ეს შეკრება დაახლოებით იმათ ჰგავდა სხვადასხვა მანიის მქონე ადამიანები ანონიმურად რომ იკრიბებიან და ცდილობენ ერთმანეთზე მაგრები გამოჩდნენ , ან ვითომ და სხვებსაც დაეხმარონ.
ამ კლუბში ”ვითომ და” არ არსებობს. აქ მართლაც ყველა ერთმანეთს ეხმარება, ეხმარება გულწრფელად და დიდი მონდომებით, ყველაზე კრეატიული ხერხებით, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს (მაგრამ ამ ხერხებს აქ შეკრებილთა გარდა არავინ აღიარებს).
წითელი ხავერდით გაწყობილ საკმაოდ უგემოვნო და ჩაბნელებული ოთახის ცენტრში, ასეთივე წითელ ხავერდგადაკრული სავარძელი დგას. სავარძელი ჩუქრთმებითაა გაწყობილი და ძალიან ჰგავს სპილოს ძვლისას, თუმცა რამდენად არის ამ მასალისაგან რთული სათქმელია. ხავერდზე ადგილ ადგილ ამოფლეთილი ადგილებია, ამ გაფუჭებულ ადგილებზე კი ზოგგან სისხლის პატარა კვალიც ეტყობა.the_room_by_princess_of_shadows-d34usw1
ოთახი ნელა ნელა ივსება განსხვავებული ასაკის ადამიანებით, ისინი უტყვები არიან. ჩუმად მოდიან და დგებიან ოთახის სხვადასხვა ნაწილში, შემდეგ კი თითქოს ცვილის ფიგურებად იქცევიან – აღარც განძრევას ცდილობენ და არც ხმის ამოღება სურთ.
შეკრება ყოველ კვირას , პარასკევ საღამოობით იმართება. მოსვლა ყველას შეუძლია, წასვლა კი მხოლოდ შეკრებილების ნებასა და ფანტაზიაზეა დმოკიდებული.
***
ყველა ადგილზეა, შეკრება ფაქტიურად დაწყებულია. შავგვრემანი და საკმაოდ შეუხედავი ქალი  შემოდის და შუა ოთახში მდგარ სავარძელზე მოცელილივით ეცემა.
ყველა ტაშს უკრავს, მან ხომ წინა კვირის სურვილი აასრულა, თანაც იმდენად შთამბეჭდავად, რომ ამაზე საუბარსაც ვერავინ ბედავს, ვერავინ აქ მყოფთანაგან….
ქალს სახეზე ცინიკური, მაგრამ კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს, დამთრგუნველი მელოდებიც, რომელიც ოთახის შორეული კუთხიდან მოდის ამ სცენას დრამატიზმს მატებს და მომენტს ამძაფრებს.
***
დილის გაზეთში საზარელი შემთხვევის შესახებ დიდი სტატიაა პირველ გვერდზე გამოტანილი.
”საუკეთესო მეოჯახე, სამი შვილის მამა, ქალაქის ერთ ერთი ფავორიტი გუშინ ღამით სასტიკად იქნა მოკლული.
მისი გატყავებული სხეული სასტუმრო ოთახის შუაში იყო მიყუდებული, ხელში სანადირო თოფი ეჭირა და მისი ტყავისაგან შეკერილ ფიტულზე ჰქონდა მიშვერილი.
ფიტულს პირში გაჩრილი ჰქონდა საოჯახო ალბომიდან ველურად ამოგლეჯილი ფოტოების ნაწილები, ხოლო მკერდზე ნახშირით მიჯღაპნათ - ”non omnis moriar”.
ეს წარმოუდგენელი სისასტიკითა და საოცარი პედანტიზმით ჩადენილი დანაშაული აუცილებლად უნდა იქნეს გახსნილი. მოქალაქეები პანიკაში არიან, ჩვენს რიგებში დაუნდობელი და სასტიკი მანიაკი ცხოვრობს”
ასეთი პატივი პირველად ხვდა წილად მსხვერპლსაც და შემსრულებელსაც. წარმოუდგენელია – რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რასაც აკეთებ ის უნდა მოგწონდეს, ასეთ დროს ხომ შედეგი ფაქტიურად სრულყოფილია.
***
წითელი ხავერდით გაწყობილ ოთახში არ წყდებოდა გაზეთის შრიალი, თუმცა ეს ერთადერთი ხმაური იყო რაც ყრუდ , შორეულ კუთხეში მჟღერ მუსიკას ერწყმოდა.
არანაირი გარჩევა, გადალაპარაკება, შეშფოთება. საერთოდ არანაირი ხმა არ ისმოდა ოთახში.
სავარძელში მისვენებული ქალი, ნელა - ნელა წელში გაიმართა, ოთახი ფრთხილად მოათვალიერა, ღრმად ჩაისუნთქა და …..
- დღეს კიდევ ერთი თქვენგანი გამოთქვამს სურვილს, კიდევ ერთი ჩვენგანი აღასრულებს უკანასკნელ ნებას, კიდევ ერთი აქ მყოფი მოახერხებს სავარძელზე ადგილის მიღებას….
მოგესალმებით ყველას! ამ საღამოს ჩვენი ანონიმურ სიკვდილის მსურველთა კლუბის მე-13 შეხვედრა გახნილად ცხადდება.
Red_by_Steffox

Post a Comment

4 Comments

  1. დაგიწერე ნუგის ჩასანაცვლებელი რეცეპტი.

    ReplyDelete
  2. ვნახე ტომ :* მადლობა

    ReplyDelete
  3. ისეთ რაღაცებს წერ, სისხლი გაგეყინება ადამიანს :ლოლ: :) კარგი გაგებით :დ

    ReplyDelete
  4. sophie - ასეთი ამბები ჩემთან თავისით მოდის : ) ერთი წუთი არ დამიტანებია ძალა რომ მომეფიქრებინა რომელიმე დეტალი : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!