უსულო სხეული პატივისცემის ნიშნად

ადამიანები გულმავიწყები არიანთქო ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი , მაგრამ ფაქტია რომ უმეტესობას img2725dსჭირდება რაღაც შემახსენებელი და წამახალისებელი იმისათვის რომ ახსოვდეს, პატივს სცემდეს და ”ეთაყვანებოდეს” სხვის მიღწევებს.
ამ ”შემხსენებლის” ნათელი მაგალითია ძეგლები, რომლებსაც მსოფლიოში წარმოუდგენელი ოდენობით დგავენ. არ არსებობს ალბათ ქალაქი თუ ქვეყანა სადაც მინიმუმ 100 განსხვავებული სკულპტურა /ძეგლი არ დგას, რომელიც რაიმე დარგში წარმატებულ ადამიანს ეძღვნება.
სასწაულად ცუდი სანახავია უსულო, გაქვავებული სახისა და სხეულის ყურება მე თუ მკითხავთ. კვარცხლბეკზე შემოსკუპებული, უცნაურ პოზებში გაქვავებული მწერლები, მხატვრები, მოცეკვავეები და მეცნიერები ერთობ სასაცილოდ გამოიყურებიან და პატივისცემის გაღვივებაზე მეტად - სიცილს იწვევენ.
მიუხედავად იმისა ,რომ ზოგიერთი ძეგლი თბილისში ძალიან მიყვარს (მაგალითად გალაკტიონის, იმიტომ რომ ის სტანდარტული გაქვავებული ადამინი კი არა, რაღაც უცნაური სიუჟეტური ძეგლია) უმეტესობა მაინც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება.
მესმის რომ აუცლებელია სიკვდილის შემდგომ პატივი მივაგოთ დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეებს, მაგრამ მაშინ ძალიან ,ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო თითოული ძეგლის შექმნისას, იმიტომ რომ ზოგჯერ ძეგლები უცნაურ, შეუსაბამო პოზაში, გაურკვეველი პროპორციებით არის ჩამოსხმული – რაც e18399e1839de1839ce183a1e183a2e18390e1839ce183a2e18398e1839ce18394-e18392e18390e1839be183a1e18390e183aee183a3e183a0e18393e18398e18390ამ შედევრს ნაკლებად მიმზიდველსა და დამახსოვრებადს ხდის.  
მაგალითად ძალიან არ მიყვარს გამსახურდიას ძეგლი – ვთვლი რომ უზარმაზარი და ძალიან ბოროტი რამ არის დაკოფსებული ვაკეში, ასევე უზარმაზარ კვარცხლბეკზე და საერთოდ არანაირ დადებით ემოციას არ აღძრავს.
ვეხვისა და მოყმის სკულპტურა ბავშვობიდან ძალიან მეუცნაურებოდა და არასოდეს მომწონდა.
სამაგიეროდ ქართლის დედა ძალიან შთამბეჭდავი სანახავია, ის ხომ თბილისის თითქმის ყველა უბნიდან ჩანს.
მაინც ძალიან უცნაურია უსიცოცხლო სკულპტურები, რომლებიც რეალური ადამიანების ფრიად ზუსტი ასლებია….

Post a Comment

3 Comments

  1. ფალიაშვილზე,გეგეშიძის ბაღში,გამსახურდიას ძეგლი :))

    ReplyDelete
  2. ჰაჰა ვეფხისა და მოყმის ძეგლი ბავშვობიდან მაშინებდა და მოყმე ხომ მტკვრის მხარეს "დგას", სულ ვეუბნებოდი დედაჩემს, ვაიმე, ვეფხვი რომ მოერიოს და მტკვარში გადააგდოს–მეთქი? :დ კიდევ კარგი, დღემდე უძალიანდება და ჯერ არ გადავარდნილა წყალში მოყმე :დ

    ReplyDelete
  3. Sophie - მე დღემდე ძალიან მზაფრავს ეგ ძეგლი :| ნუ აი ძალიან :|

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!