ღიმილის ”ჟმოტები”

სადღაც გამიგია ან წამიკითხავს, რომ უარყოფითი ენერგიები ჩვენს გარშემო სამყაროში გროვდება და მერე უკან გვიტევს სხვადასხვა ცუდი რამეების სახით.bad20mood20cloud
სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი ამის რამდენად მჯერა , მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან წუწუნისა და ცუდი განწყობისაკენ.
რატომღაც ისე ხდება ,რომ გარშემომყოფების უმეტესობა უფრო დიდი სიამოვნებით ავრცელებს უარყოფით ინფორმაციებს (სიკვდილზე, დაავადებაზე,დანაკარგზე, ტკივილზე) ვიდრე დადებითს.
ხალხის უმეტესობა გაუჩერებლივ მსჯელობს ცუდ მოვლენებზე , კარგი კი - ერთი ორი გადალაპარაკების   მერე ყველას უცბად ავიწყდება.
ვერ ვხვდები ნუთუ თვითონ არ ითრგუნებიან? ან ვერ ხვდებიან , რომ სხვას თრგუნავენ ამ ამბებით , მუდმივი წუწუნითა და მოთქმით?
არ ჯობია ხაზი გაუსვან დადებით მოველენებსა თუ წარმატებებს? თავსაც უფრო ბედნიერად იგრძნობენ და სიცოცხლის ხალისიც მეტად ექნებათ.
ფაქტიურად ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე ამ ყველაფერს , ამიტომაც ვცდილობ მაქსიმალურად თავიდან ავირიდო მსგავსი ადამიანები და ინფორმაციები, დავტკბე იმით რაც მაქვს (ან მინდა რომ მქონდეს და ვისწრაფი ამისკენ) , თავი მაღლა ავწიო და გავიღიმო ხშირად.
happiness
პრობემები ყველას გვაქვს, ყველას გავწუხებს რაღაც, შესაძლოა განსაკუთრებული ჯამრთელობითაც ვერ გამოვირჩევით , მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი ,რომ გარშემო დიდი რუხი ფერის ღრუბელი შემოვირტყათ და სხვასაც მოვუწამლოთ ცხოვრება.

Post a Comment

8 Comments

  1. წავალ, შემოვილაწუნდები :დ

    ReplyDelete
  2. წუწუნა ხალხი ერთია და სხვა კატეგორია კიდევ ისაა, აი, უდიდესი სიხარულით და მისწრაფებით რომ ავრცელებენ ცუდ ამბებს..
    "გაიგეე, დღეს რომ 50 კაცი დაიხრჩო? 20 კაცი რომ დაცხრილეს? გვამი რომ უპოვიათ უთოთი ნაწამები და მერე ნაჯახის ცხვირში ჩარტყმით მოკლული"..
    და თან დეეეტალებში ყვებიან "ამბობენ, ის საწყალი გათხოვილი იყო და ქმარი ისე უყვარდა. წინა დღეს უთქვამს შეიძლება ხვალ ვეღარც კი გნახოო. გული უგრძნობდა ალბათ"..

    აი, ვადაფაააააკ

    ReplyDelete
  3. პერწკლი - მიდი მიდი : ) და გაღიმებული დაბრუნდი : )

    ნატოშა - მართალია , ეგეთი კატეგორია არსებობს კი, მაგრამ ეგენი უბრალოდ ჰორორების მოყვარული სასტავია და არ აყოებს მაგ ყველაფერს წუწუნსა და დეპრესიულ ”ნოტკებს” , თუმცა რაღა თქმა უნდა არც ეგაა ნორმა.

    ReplyDelete
  4. მე მჯერა.კი არა და ფაქტია, უარყოფითი აურა მოქმედებს და არც ენერგეტიკული ვამპირებია მითი.

    მოკლედ, გავიღიმით. ატ ულიბკი სტანეტ ვესელეი' :)

    ReplyDelete
  5. აუ მაგ თემასთან დაკავშირებით პოსტის დაწერას ვაპირებდი. ანუ რატომ ხდება, რომ ადამიანები უარყოფითისკენ არიან მიდრეკილები და ა.შ.
    კაი გამახსენე :))

    ReplyDelete
  6. მოლი ბლუმი - ”მოკლედ, გავიღიმით. ატ ულიბკი სტანეტ ვესელეი' :)” - ზუსტად ზუსტად : ))

    piccolina - დაწერე : ) განვიხილოთ ამის ფსიქოლოგიური ასპექტები : )

    ReplyDelete
  7. ჩორვენ, ლუკიანე ვარ. ახალი ფეისბუკი გავაკეთე ლილ და მინდა რომ იქაც მყავდე. ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტით და ვერ დავძლიე დაკომენტარების სიზარმაცე. შენი ბლოგის აქტიური მკითხველი ვარ :) ძალიან მსიამოვნებს ამ ბლოგზე შემოსვლა მას შემდეგ რაც ის ვარდისფერი მწვანით შეცვალე.

    ReplyDelete
  8. აი ზუსტად. გეთანხმები. მაგრამ ძნელია ეგ :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!