ვისი ბრალია სამოთხიდან გამოვარდნა?…

იცით რა ქალები რომ უცნაური არსებები არიან ამაზე წინა პოსტში ვისაუბრე, მაგრამ კაცებიც რომ არ აკლებენ ეს ვახსენე?? მგონი არა ხო?
მიუხედავად იმისა რომ ვითვალისწინებ რა აზრს – არ არსებობს მხოლოდ ერთი დამნაშავე მხარე, მაინც ვთვლი რომ კაცები უფრო მეტად უნდა ფლობდნენ თავს და ქალები უფრო მეტად გაიძვერები უნდა იყვნენ, თუმცა ვატყობ რომ ეს უნარები ორი სქესს აკლია რიგ მიზეზთა გამო.hmm
არ მოგისმენიათ საუბარი ”ფუ ყველა ქალი ბოზია ან ყველა კაცი ფალოსი”-ო? (ამ სიტყვის უფრო მოკლე შესატყვისს შეგნებულად არ ვიყენებ). მე მომისმენია და არ დავთანხმებულვარ.
რა თქმა უნდა მე ვითვალისწინებ აზრს, რომ ქალები ქათები არიან კაცები კიდევ ჯიუტი , ხისთავიანი ინსტიქტების გორგალი , მაგრამ მაინც არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით მათი დაჯგუფება, თანაც ასეთი დამაკნინებელი სტატუსის ქვეშ.
მოდით განვიხილავ რამოდენიმე შემთხვევას (ამ პოსტის მუზებიც ჩემს გარსემო მბრუნავი / არსებული ადამიანები არიან, მადლობა მათ)
მაგალითი 1:
ქალები სულ წუწუნებენ რომ კაცებს არსად ეჩქარებათ, მათთან ურთიერთობებს არ ანვითარებენ, გულგრილობას იჩენენ მათი ინიციატივების მიმართ და ა.შ
- დასვი რა კითხვა რა უნდა მას? ან იქნებ ვერ ხვდება რებუსებს და ურჩევნია რომ პირდაპირ უთხრათ რა გინდათ თქვენ, მაგრამ არა . მე არ მესმის როდესაც ადამიანისაგან გინდა რაღაც, რატომ უნდა უარო ”ვოკრუგ და ოკალა” , ადექი და უთხარი რა, მაგრამ არა ქალები ხომ ასეთი სუსტები და დაუცველები არიან (არადა ხმალსაც იშიშვლებენ რამე რომ იყოს) ეგ როგორ უნდა გაბედონ…. (ოი მამა, რაძი მინია აბრატნა რა)
მაგალითი 2:
ის ისეთი კარგია , ისეთი თბილი, ნაზი, საყვარელი, სექსუალური, მზრუნველი … (მოკლედ აქ დადებითი მახასიათებლების მთელი კორიანტელი) რომ ვნერვიულობ, ვაიდა რაღაც ხდება ყველაფერი ასე კარგად ვერ იქნება.
- ღმერთო ჩემო, ასე რთულია მიიღო და ისიამოვნო იმით რაც გაქვს და რაც არის გარშემო? ასეთი რთულია დატკბე არსებული მომენტით? უნდა აუცილებლად დაიწყო ეჭვიანობის საბაბის ძებნა, დასაგრუზი თემები ჩიჩქნო? არა მომკალით და არ მესმის მე ასეთი რამეები.
მიუხედავად იმისა რომ ამ ორ მაგალითის მე ქალების მხრიდან ვუყურებდი და ვაკვირდებოდი, მინდა ragbistebi ვივარაუდო რა ხდება კაცების მხრიდან, თუმცა ალბათ ძალიან გამიჭირდება.
მე მაინც მგონია რომ კაცები ყველაფერს იღებენ როგორც არის, გასცემენ როგორც აქვთ და ყველანაირი ქვეტექსტები და რებუსები მათთვის საკმაოდ დამღლელი ან უინტერესო უნდა იყოს.
უნდა სექსი - უნდა , უნდა ფეხბურთი - ვსო კიდია სხვა ყველაფერი. მიდის მანქანის გასაკეთებლად უნდა შეეშვა. გირეკავს გნახავო - ესეიგი უნდა შენი ნახვა და არ უნდა გამოიდო ”თავპატიჟი” თუ ეს შენც გინდა. მოკლედ მართალია ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, მაგრამ ესეც რაღაც მცირე დაკვირების საფუძველზე გამოვიტანე და ასე რომ იქნება თქვენც დააკვირდეთ გოგოებო რა და როგორ არის.
გაიღიმეთ, ნაკლები იწუწუნეთ, ნაკლებად აიტკივეთ თავები და დაინდეთ თქვენს გვერდით (ახლოს) მყოფები! ნერვული უჯრედები როგორც თქვენი, ისე სხვების აღდგენას არ ექვემდებარება და მოუფრთხილდით მათ, იყავით კაცთ და ტვინმოყვარეები : ) დატკბით არსებულით და დაივიწყეთ გასული/გადავლილი მოვლენები.

Post a Comment

11 Comments

  1. o ara, kacebic arafrian ase martivad! gadaxede chemebs :D:D:D chemze metad tynaven tvins.. iproblemeben cxovrebas da mec miproblemebenragaceebs :D

    ReplyDelete
  2. ჩემი ბიჭი კიდევ სულ ქვეტექსტებს ეძებს ჩეს ნათქვამში :))) არადა მე საერთოდ რასაც ვამბობ ვამბობ და იმას ვგულისხმობ.
    ბევრ რაღაცაში გეთანხმები, ოღონდ ერთ ქვაბში ჩაყრაც არ ღირს.

    ReplyDelete
  3. მთელი საქმეც იმაშია, რომ "უნდა ფეხბურთი-წავა" "უნდა გნახოს, დარეკავს და გნახავს" და როცა "შენ გინდა ფეხბურთი" -იმას არ უნდა, "შენ გინდა ნახვა, ურეკავ"- იმას არ უნდა და რა ქნას.

    :D

    სულ რაც "იმას უნდა" რატომ უნდა იყოს დღის წესრიგში?


    :50/50ურთიერთობისქომაგი:

    ReplyDelete
  4. "ყველა კაცი ერთნაირია" - ბანალური ფრაზაა, მარა მართალი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სულელია და ა.შ. ერთნაირია რა, ერთნაირი!.. :-) ვაღიარებ, რომ გამონაკლისები არსებობს, შესაბამისად, ეს ფრაზაც მცდარი გამოდის რაღაცნაირად, "ყველა" ყველას ნიშნავს. მარა მაინც მომწონს მე, ერთადერთი რადიკალიზმია, რაც მომწონს და იყოს რა :-D თან ხო იცი, რაც გაწყობს კონკრეტულ მომენტში, იმას ამბობ ხოლმე :-) თუმცა, ქალებსაც აქვთ მეტისმეტად მსგავსი თვისებები, რაც მამაკაცებს აძლევს საფუძველს, იგივე თქვან ქალებზე :-)

    ReplyDelete
  5. Anonymous11:11 PM

    ჩემი თავი ვიცანი იმ ჯგუფიდან :დ
    და მრცხვენია :დ მაგრამ წუთიერად, კაი, საათობრივად იცის ხოლმე ისეთმა ფიქრებმა შემოფრენა. უსაქმურობის ჟამს... როცა ყველაზე დაქვეითებული გაქვს თვითრწმენა

    ReplyDelete
  6. რა კარგი პოზიცია გაქვს, ჩორვენ... არადა, როგორ მჩვევია მეც დასაგრუზი თემების ჩიჩქნა... საუკეთესო მჩიჩქნავი ვარ პლანეტაზე :)

    ReplyDelete
  7. ვიცანი 2 მდედრობითი სქესის ადამიანი შენს პოსტში :დ

    ReplyDelete
  8. ერთი რამეა ცუდი მხოლოდ–რატომ უნდა ვიარო მის ჭკუაზე, იმას როდის რა მოუნდება და მოუვა აზრად. მეც რომ ჩემი სურვილები მაქვს–იმას რა ვუყო? უნდა და მნახავს–კარგია, მაგრამ მე თუ მინდა ნახვა?–უნდა წაუყრუოს?მ? ძირს პატრიარქატი! გაუმარჯოს თანასწორობას!! :)))))

    ReplyDelete
  9. Tea - mere vin ambobs rom shen rom ginda mashin unda mouyruvos :D magram me jer sul ertxel shemxvda maseti kaci :D rom eubnebi naxva mindao da me arao gitxras:D

    ReplyDelete
  10. პოსტი თავიდან ბოლომდე ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მაგალითზე და ამ მაგალითს მიბმულ დასკვნებზე განსაკუთრებით აღვფთრთოვანდი :)

    ReplyDelete
  11. Anonymous7:39 PM

    ჩვენზეც კარგი პოსტი იყო და ამათზეც არაა ნაკლები.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!