ოპ(იუმ)ტიმიზმი

ეს პოსტი ნარკოტიკულ ნივთიერებებთან არ იქნება კავშირში, მაგრამ მე გეტყვით რას აქვს ჩემთვის მსგავსი მოქმედება.For_sale___

გაგიზიარებთ იმ შეგრძნებებს, არა უფრო ქმედებებს , რომლებსაც არანაკლები ”კაიფი” მოაქვს ვიდრე ყველა ქიმიურ თუ ბუნებრივ ნარკოტიკს.

 

ყოველთვის, ყველაზე ცუდი მოვლენების დროსაც კი , არ ვკარგავ შემართებას. შეიძლება ცუდ ხასიათზე დავდგე და ზოგჯერ გავბრაზდე კიდევაც, თუმცა სულ ცოტა ხნით, შემდეგ კი ისევ ვიმართები წელში და ვაგრძელებ მოქმედებას - მიზნებისკენ ვმოძრაობ.

 

მართალია მეც ისევე როგორც ყველას ბევრი მარცხი და ცუდი მოვლენები მქონია და ალბათ კიდევ მექნება ცხოვრებაში , მაგრამ ეგ არასოდეს ყოფილა ჩემთვის მიზეზი რომ დავჯდარიყავი სახლში, მდომებოდა მარტოობა და ხელები ჩამომეშვა, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი და მეთქვა რომ მორჩა – დამთავრებულია ბრძოლა.

ყველა წარუმატებლობა რაღაცნაირ მუხტს მაძლევს იმისათვის, რომ მორიგი შეტევა წინაზე უფრო კარგად დაგეგმილი და ზუსტი აღმოჩნდეს, რომ მიზანთან სულ ახლოს თუ არა კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს მივიდე.post-12-1150618447

დამიჯერეთ ძალიან, ძალიან მაგარი სიამოვნებაა, როდესაც წარუმატებლობის და დაცემის შემდეგ გასწორდებით და კიდევ რამდენიმე ძლიერ და წარმატებულ მოქმედებებს განახორციელებთ.

 

მართალია გამოთქმა – მიზანი ამართლებს საშუალებებს-ო ! მთავარია მიაღწიო და მთავარია ხელები არ ჩამოუშვა , არ დანებდე !

 

უმაგრესია როდესაც ბრძოლით, მაგრამ მაინც აღწევ იმას რაც გინდოდა დიდი ხანი!

 

 

მენდეთ ერთი, ორი და თუნდაც 10 წარუმატებლობა არ ღირს დეპრესიად და პესიმიზმში გადავარნად, უბრალოდ მოძებნეთ ახალი გზები, ახალი შესაძლებლობები და უბრალოდ რამე ახალი მოძებნეთ!

funfair_by_lolita_art

Post a Comment

8 Comments

  1. პოსტი ხო,მაგრამ ჰედერია ყველაზე სუპერ,რაც აქ მინახავს :)

    ReplyDelete
  2. Green - მადლობა ბებ :*

    ReplyDelete
  3. გეთანხმები სულ ყველაფერში ;-)მართლა ძალიან მაგარია ბოლოსდაბოლოს რომ მიღწევ რაღაცას, თუნდაც სულ პაწაწინა იყოს ეს მიღწევა. და წარუმეტებლობის შემდეგ წარმატებული ქმედება ხომ საერთოდ რა :-)
    ზუსტად ახლა ვარ მაგ მდგომარეობში და მესმის შენი, მაღტლა კაი შეგრძნებაა ;-)

    ReplyDelete
  4. Anonymous7:59 PM

    გაიხარე ჩორვენ უნდა ამოვბეჭდო და გავიკრა ცხვირწინ ყველა ოპტიმისტური პოსტი!

    ჰედერი უმაგრესია ;))

    ReplyDelete
  5. Undone - eg tvittreningis erterti xerxia ise : )

    ReplyDelete
  6. აუჰ ზუსტად ეგრეა! როგორც წესი პირველად აღფრთოვანებული და აჟიტირებული ვაკეთებ ხოლმე რაღაცას, როცა ცხვირს წავიმტვრევ, მერე ვხვდები რომ დილეტანტურად გამომსვლია და მეორეს უკეთესად დაგეგმილ შეტევას ვახორციელებ :P რაც ყოველთვის გამომდის ხოლმე:)

    ReplyDelete
  7. Anonymous1:25 AM

    დანებება არც მე მიყვარს...

    რაღაც პონტში ერთხელ სადაც დავმარცხდები მერე მეორედ იგივე სიტუაციაში გამარჯვება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე პირვლივე ეჯრზე გამარჯვება.

    ReplyDelete
  8. მართალი ხარ, ეგ თვისება უფრო ძლიერად რომ გამომიმუშავდეს კარგი იქნებოდა :|

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!